https://sputnik-georgia.com/20260811/tbilisi-manglisis-gzis-reabilitacia-mimdinareobs-300062006.html
თბილისი (პანტიანი)-მანგლისის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თბილისი (პანტიანი)-მანგლისის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
პროექტი სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 32,4 მლნ ლარს შეადგენს 11.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-11T15:55+0400
2026-08-11T15:55+0400
2026-08-11T15:55+0400
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24631/35/246313566_0:94:1000:657_1920x0_80_0_0_702822fc6be1ff29b9c1a79a25e1ce26.jpg
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. თბილისი(პანტიანი) - მანგლისის საავტომობილო გზის 21,3 კმ-იანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.მანგლისი, რომელიც თბილისელების საყვარელ დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს, დედაქალაქიდან 60 კილომეტრში მდებარეობს. გარდა ამისა, თბილისი(პანტიანი) - მანგლისის გზა უერთდება ქართულ-სომხური საზღვრისკენ მიმავალ კოდა-მანგლისი-ფარცხისი-წალკა-ნინოწმინდას გზას.მისი თქმით, არსებული გზის საფარი მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული, რის გამოც ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეფერხებით მიმდინარეობდა.უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი ასფალტ-ბეტონის საფარის, წყალგამტარი მილების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ასევე ადგილობრივი გზების შესასვლელებისა და მიერთებების მოწყობა. გარდა ამისა, განხორციელდება უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებები — საგზაო ნიშნების განთავსება და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.პროექტი სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 32,4 მლნ ლარს შეადგენს - სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო, დასრულება კი 2027 წელს იგეგმება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24631/35/246313566_0:0:1000:750_1920x0_80_0_0_aa7b9dc18cde907fc646b598cb4ed9f0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საზოგადოება
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საზოგადოება
თბილისი (პანტიანი)-მანგლისის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
პროექტი სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 32,4 მლნ ლარს შეადგენს
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. თბილისი(პანტიანი) - მანგლისის საავტომობილო გზის 21,3 კმ-იანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
მანგლისი, რომელიც თბილისელების საყვარელ დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს, დედაქალაქიდან 60 კილომეტრში მდებარეობს. გარდა ამისა, თბილისი(პანტიანი) - მანგლისის გზა უერთდება ქართულ-სომხური საზღვრისკენ მიმავალ კოდა-მანგლისი-ფარცხისი-წალკა-ნინოწმინდას გზას.
„ეს გზა მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი მარშრუტია და მისი რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილების უსაფრთხოებასა და კომფორტს. დეპარტამენტი უწყვეტ რეჟიმში აკონტროლებს სამუშაოების მიმდინარეობას და ტემპს, რათა პროექტი განსაზღვრულ ვადებში დასრულდეს", - განაცხადა დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძემ, რომელიც მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
მისი თქმით, არსებული გზის საფარი მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული, რის გამოც ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეფერხებით მიმდინარეობდა.
უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი ასფალტ-ბეტონის საფარის, წყალგამტარი მილების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ასევე ადგილობრივი გზების შესასვლელებისა და მიერთებების მოწყობა. გარდა ამისა, განხორციელდება უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებები — საგზაო ნიშნების განთავსება და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.
პროექტი სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 32,4 მლნ ლარს შეადგენს - სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო, დასრულება კი 2027 წელს იგეგმება.