მიმოხილვა: ვითარება ორეხოვოს მიმართულებაზე

© photo: Sputnik / Станислав Красильников / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2026
გამოწერა
რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიეში მოწინააღმდეგის თავდაცვა გაარღვიეს და ქალაქ ორეხოვის სამხრეთ გარეუბანში ბრძოლებს აწარმოებენ. „დნეპრისა“ და „ვოსტოკის“ დაჯგუფებების აქტიური შეტევითი მოქმედებები დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან შეუქცევადად ავიწროებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ორეხოვოს გამაგრებული რაიონის გარშემო „მარწუხებს“, რაც ზაპოროჟიეს ოლქის სრულ გათავისუფლებას აახლოებს.
„ვოსტოკის“ დაჯგუფების ქვედანაყოფებმა 11 აგვისტოს გაათავისუფლეს ზაპოროჟიეს ოლქის დასახლება ნოვოე პოლე. მანამდე კი უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვა 13 კილომეტრამდე სიღრმეზე გაარღვიეს და დაახლოებით 50 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია კონტროლქვეშ აიღეს.
38-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მოიერიშეები ორეხოვის სამხრეთ გარეუბნამდე გავიდნენ. ბრძოლები მიმდინარეობს პრეობრაჟენკისკენ მიმავალ მისადგომებთან და მალაია ტოკმაჩკის დასავლეთ ნაწილში. „დნეპრის“ დაჯგუფების მედესანტეები დასავლეთით (ნოვოიაკოვლევკის, იურკოვკის, ნოვოანდრეევკისა და პავლოვკის რაიონებში) წინ მიიწევენ. მოიერიშეებს ეფექტურად უჭერენ მხარს არტილერისტები და დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორები. რუსეთის ჯარების ცეცხლის ქვეშაა მოწინააღმდეგის საყრდენი პუნქტები, ლოგისტიკა, მათ შორის მდინარე კონკაზე გადასასვლელი ხიდები. ორეხოვოს „ციხესიმაგრის“ დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან მჭიდრო ალყა, უკრაინის შეიარაღებული ძალების გარნიზონს იზოლაციისა და განადგურებისთვის წირავს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 10 აგვისტოს „ვოსტოკის“ დაჯგუფების ჯარებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამი ბრიგადისა და სამი მოიერიშე პოლკის ცოცხალ ძალასა და ტექნიკას დაარტყეს ზაპოროჟიეს ოლქის დასახლებების (მიროვკის, ნოვოე პოლეს, ნიკოლსკოეს, ეგოროვკისა და შიროკოეს) რაიონებში. ასევე მეზობელ დნეპროპეტროვსკის ოლქში, ვასილკოვკისა და ველიკომიხაილოვკის მახლობლად. მოწინააღმდეგემ 340-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.
11 აგვისტოს ღამით რუსეთის ჯარებმა სახმელეთო ბაზირების მაღალი სიზუსტის იარაღით ჯგუფური დარტყმა განახორციელეს კიევისა და ზაპოროჟიეს ქალაქებში სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და სატრანსპორტო-ლოგისტიკური ცენტრების ობიექტებზე. შედეგად შეჩერდა „ზაპოროჟსტალის“ კომბინატის მუშაობა, რომელიც ფურცლოვანი ნაგლინის წამყვანი მწარმოებელია დამცავი კონსტრუქციების, საფორტიფიკაციო მოდულების, სამხედრო ტექნიკის ჯავშნისა და ჯავშანჟილეტების ფირფიტების დასამზადებლად.
დროებით ოკუპირებული ქალაქ ზაპოროჟიეს ქუჩებში უკრაინის პოლიციის მანქანები გამოჩნდნენ ხმამაღლამეტყველებლებით — მოსახლეობას სასწრაფო ევაკუაციისკენ მოუწოდებდნენ. შესაძლოა, ქალაქის მცხოვრებლები უბრალოდ ხელს უშლიან მრავალსართულიანი შენობების უკრაინის შეიარაღებული ძალების საცეცხლე პოზიციებად გადაქცევას. პროვოკაციები სავარაუდოა. კიევის მარიონეტები განსაკუთრებული ცინიზმით ცდილობენ რუსეთის შეიარაღებული ძალების შეტევის შენელებას ქალაქების განადგურების მეთოდით. ამასობაში უკრაინის პროქსი-არმიის კაპიტულაციის პირობები მკაცრდება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა ორეხოვში თავდაცვის ჩამოშლას ბუნდოვანი ფრაზით გამოეხმაურა: „ამ დროისთვის, ქალაქის დაკარგვის საფრთხე არ არსებობს“. მსგავსი მოხსენებები პოკროვსკის, მირნოგრადისა და კონსტანტინოვკის გათავისუფლების ბოლო დროინდელ ოპერაციებს ჰგავს, რომელთა დროსაც, კიევის სპიკერები შთაგონებით იტყუებოდნენ. NATO-ს კურატორები რეალურ სურათს ხედავენ და აანალიზებენ.
სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს 2022 წლის მოდელის ოთხი უკრაინული არმია — 2 მილიონზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, ასევე რამდენიმე ევროპული ქვეყნის შეიარაღება და არსენალები: 673 თვითმფრინავი, 284 ვერტმფრენი, 203 ათასი უპილოტო საფრენი აპარატი, 669 საზენიტო-სარაკეტო სისტემა, 30 520 ტანკი და სხვა ჯავშანმანქანა, 1769 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და 36 110 ერთეული საარტილერიო შეიარაღება. უცნობია, რამდენი ასეული ან ათასი ერთეული NATO-ს სამხედრო ტექნიკა დარჩება ზღვის ფსკერზე ოდესისა და ნიკოლაევის პორტების რუსეთის მიერ ბლოკადის შედეგად. და ეს ჯერ კიდევ არ არის შესაძლო ესკალაციის ბოლო საფეხური.
დღეს კიევი Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემებისთვის ასობით საბრძოლო მასალას ითხოვს, თუმცა ახალი პარტიები ან საწარმოო სიმძლავრეები მალე არ გამოჩნდება. NATO-ს ქვეყნებში უკრაინის პროქსი-არმიისთვის საზენიტო რაკეტები ამოიწურა. ევროპის „ეკონომიკური ლოკომოტივიც“ კი — გერმანია — იძულებულია ბალანსი ეძებოს კიევის მზარდ მოთხოვნებსა და საკუთარი ტერიტორიის დასაცავად და NATO-ს წინაშე ვალდებულებების (სტანდარტების) შესასრულებლად არსებულ მინიმალურ რეზერვებს შორის. იტალია მძიმედ ფიქრობს, ესპანეთი ჩრდილში გადადის, უკრაინაში საფრანგეთისა და შვედეთის დაპირებული გამანადგურებლები არ ჩადის, ხოლო ბულგარეთმა, ფინეთმა, უნგრეთმა და ნიდერლანდებმა, უბრალოდ, უარი თქვეს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე.
თურქეთიდან მოწოდებული „მხსნელი ჩალა“ — ATACMS — ვერავის გადაარჩენს, რადგან რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი NATO-ს სამხედრო მრეწველობის კონსოლიდირებულ შესაძლებლობებს (აშშ-ის ჩათვლით) აღემატება. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთში გაიაზრეს: რუსეთი მზად არის, NATO-ს სტრატეგოსების ესკალაციას მტკიცედ და გადამწყვეტად უპასუხოს, სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს ნებისმიერი სამხედრო საშუალებით მიაღწიოს, მათ შორი,ს დარტყმებით უკრაინის საომარი მოქმედებების თეატრის ფარგლებს გარეთ მდებარე ობიექტებზე.
როდესაც Myśl Polska იუწყება: „4-დან 5 აგვისტოს ღამეს რუსეთის სარაკეტო ჯარებმა მასირებული დარტყმა განახორციელეს კიევის ოლქსა და თავად კიევში მდებარე ობიექტებზე. გიგანტური ხანძრების საშინელი კადრები, ქალაქის თავზე აღმართული ცეცხლის ალი და კვამლის სვეტები, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უძლურებისა და რუსეთის შეტევების ეფექტურობის თვალსაჩინო მტკიცებულებაა“. დასავლეთში ბევრი ხვდება, რომ ეს NATO-ს უძლურების სურათია. გიგანტური ხანძრების ალი კი, შეიძლება, ვარშავაზე, ბერლინზე, პარიზზე, ლონდონზე... გადავიდეს. პროქსი-სახელმწიფოს პროქსი-პრეზიდენტმა ზელენსკიმ, 10 აგვისტოს „რუსეთის წინააღმდეგ ახალი ოპერაციების გეგმა დაამტკიცა“. რუსეთის შურისგების დამოკლეს მახვილი NATO-ს მრავალ ქვეყანას დასდგომია თავზე.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე!
ყველა ახალი ამბავი
0