https://sputnik-georgia.com/20260811/ramdeni-daxarjes-turistebma-saqartveloshi-300055697.html
რამდენი დახარჯეს ქართველმა ტურისტებმა უცხოეთში - მონაცემები განახლდა
რამდენი დახარჯეს ქართველმა ტურისტებმა უცხოეთში - მონაცემები განახლდა
Sputnik საქართველო
ვიზიტების მიზანი იყო შოპინგი, მეგობრებთან და ნათესავებთან სტუმრობა. 11.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-11T11:54+0400
2026-08-11T11:54+0400
2026-08-11T11:54+0400
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქსტატი
სტატისტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1e/279129892_0:322:3068:2048_1920x0_80_0_0_b0a351da2c9e85465f3be0ed1b022455.jpg
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ თითქმის 629,1 მილიონი ლარი დახარჯეს, რაც 17,6%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.თითოეული მოგზაური საქართველოდან უცხოეთში ვიზიტის დროს საშუალოდ 1.198,7 ლარს ხარჯავდა - 16,1%-ით მეტს, ვიდრე 2025 წლის აპრილ-ივნისში. ყველაზე მეტი თანხა ქართველმა ტურისტებმა დახარჯეს შოპინგზე, საკვებსა და განთავსებაზე.2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ 740,9 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც გასული წლის მაჩვენებლებზე 3,63%-ით მეტია.გასვლითი ვიზიტების უმეტესობა (44%) 31-50 წლის რეზიდენტებმა განახორციელეს.ტურისტული ვიზიტების საერთო რაოდენობამ შედგინა 388,7 ათასი, რაც 0,8%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ვიზიტების დიდი ნაწილი განხორციელდა თურქეთში – 34,2%, სომხეთში - 19,2%, რუსეთში – 14,5%, აზერბაიჯანში - 1,7% და ევროკავშირის ქვეყნებში – 19,7%.ვიზიტების მიზანი იყო შოპინგი, მეგობრებთან და ნათესავებთან სტუმრობა.ამ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ ვიზიტების ხანგრძლივობამ საშუალოდ 6,36 ღამე შეადგინა, რაც 0,6%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.2025 წელს საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ 2,9 მლნ ვიზიტი განახორციელეს, რაც 2024 წლის მაჩვენებლებზე 2,8%-ით მეტია. ვიზიტების დიდი ნაწილი განხორციელდა თურქეთში – 36,2%, რუსეთში – 15,9%, სომხეთში – 14,4%, აზერბაიჯანში - 1,9% და ევროკავშირის ქვეყნებში – 18%. საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ თითქმის 2,4 მილიონი ლარი დახარჯეს, რაც 5,9%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1e/279129892_95:0:2826:2048_1920x0_80_0_0_d7c9653f4a9d31891e129d9277ce3b7c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქსტატი, სტატისტიკა
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქსტატი, სტატისტიკა
რამდენი დახარჯეს ქართველმა ტურისტებმა უცხოეთში - მონაცემები განახლდა
ვიზიტების მიზანი იყო შოპინგი, მეგობრებთან და ნათესავებთან სტუმრობა.
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ თითქმის 629,1 მილიონი ლარი დახარჯეს, რაც 17,6%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
თითოეული მოგზაური საქართველოდან უცხოეთში ვიზიტის დროს საშუალოდ 1.198,7 ლარს ხარჯავდა - 16,1%-ით მეტს, ვიდრე 2025 წლის აპრილ-ივნისში. ყველაზე მეტი თანხა ქართველმა ტურისტებმა დახარჯეს შოპინგზე, საკვებსა და განთავსებაზე.
საქართველოს მოქალაქეების ხარჯები საზღვარგარეთ 2026 წლის აპრილ-ივნისში
ხარჯების დასახელება | ხარჯები, მლნ ლარი | წილი მთლიან ხარჯში, % | ხარჯები ვიზიტზე, მლნ ლარი |
საყიდლები | 245,1 | 35,8 | 428,6 |
კვება | 184,6 | 26,9 | 322,7 |
განთავსება | 99,3 | 14,5 | 173,7 |
ადგილობრივი ტრანსპორტი | 76,8 | 11,2 | 134,4 |
გართობა | 32,5 | 4,7 | 56,8 |
სხვა ხარჯები | 47,3 | 6,9 | 82,6 |
2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ 740,9 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც გასული წლის მაჩვენებლებზე 3,63%-ით მეტია.
გასვლითი ვიზიტების უმეტესობა (44%) 31-50 წლის რეზიდენტებმა განახორციელეს.
ტურისტული ვიზიტების საერთო რაოდენობამ შედგინა 388,7 ათასი, რაც 0,8%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ვიზიტების დიდი ნაწილი განხორციელდა თურქეთში – 34,2%, სომხეთში - 19,2%, რუსეთში – 14,5%, აზერბაიჯანში - 1,7% და ევროკავშირის ქვეყნებში – 19,7%.
ვიზიტების მიზანი იყო შოპინგი, მეგობრებთან და ნათესავებთან სტუმრობა.
საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ მოგზაურობის მიზანი 2026 წლის მეორე კვარტალში
ვიზიტის მიზანი | ტურისტების რაოდენობა, ათასი | წილი ტურისტების საერთო რაოდენობაში, % |
მეგობრებთან და ნაცნობებთან სტუმრობა | 199,3 | 34,9 |
შოპინგი | 177,7 | 31,1 |
გართობა და დასვენება | 119,9 | 21,0 |
პროფესიული საქმიანობ | 49,6 | 8,7 |
მკურნალობა | 15,4 | 2,7 |
სხვა | 10,0 | 1,8 |
ამ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ ვიზიტების ხანგრძლივობამ საშუალოდ 6,36 ღამე შეადგინა, რაც 0,6%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
2025 წელს საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ 2,9 მლნ ვიზიტი განახორციელეს, რაც 2024 წლის მაჩვენებლებზე 2,8%-ით მეტია. ვიზიტების დიდი ნაწილი განხორციელდა თურქეთში – 36,2%, რუსეთში – 15,9%, სომხეთში – 14,4%, აზერბაიჯანში - 1,9% და ევროკავშირის ქვეყნებში – 18%. საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ თითქმის 2,4 მილიონი ლარი დახარჯეს, რაც 5,9%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით.