https://sputnik-georgia.com/20260811/kobaxidzem-kolumbiashi-miwiszvris-gamo-mwuxareba-gamotqva-300059620.html
პრემიერმა კოლუმბიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო მწუხარება გამოთქვა
პრემიერმა კოლუმბიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო მწუხარება გამოთქვა
Sputnik საქართველო
ბოლო მონაცემებით, კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 132, დაშავდა 600-ზე მეტი და დაკარგულად ითვლება 188 ადამიანი. 11.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-11T12:54+0400
2026-08-11T12:54+0400
2026-08-11T12:54+0400
მსოფლიო დღეს
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
კოლუმბია
მიწისძვრა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/04/298432150_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_55bc4d2a588b7b0fd1202ab658409b64.jpg
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კოლუმბიაში მომხდარი მიწისძვრის გამო მწუხარება გამოთქვა და კოლუმბიის მთავრობასა და ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადა. 10 აგვისტოს დილით კოლუმბიაში 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 132-მდე გაიზარდა, დაშავებულია 600-ზე მეტი მოქალაქე, 188 კი დაკარგულად ითვლება.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ჩოკოს დეპარტამენტში, სან-ხოსე-დელ-პალმარის მუნიციპალიტეტში მდებარეობდა - მიწისქვეშა ბიძგები კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტასა და ვენესუელაშიც იგრძნობოდა.მიწისძვრის შედეგად დაზიანდა 1.575 საცხოვრებელი და ადმინისტრაციული შენობა, მათგან 87 მთლიანად დაინგრა. გარდა ამისა, დაზარალდა ჯანდაცვის 18 ცენტრი, 52 სასწავლო დაწესებულება, 18 გზა და შვიდი აეროპორტი.კოლუმბიის მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და სამაშველო ოპერაციებში არმია ჩართო. ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
საქართველო
კოლუმბია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/04/298432150_104:0:1997:1420_1920x0_80_0_0_c1ffc46dafcd1dab65418cd3e0e5838d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, კოლუმბია , მიწისძვრა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, კოლუმბია , მიწისძვრა, ახალი ამბები
პრემიერმა კოლუმბიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო მწუხარება გამოთქვა
ბოლო მონაცემებით, კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 132, დაშავდა 600-ზე მეტი და დაკარგულად ითვლება 188 ადამიანი.
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კოლუმბიაში მომხდარი მიწისძვრის გამო მწუხარება გამოთქვა და კოლუმბიის მთავრობასა და ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადა.
10 აგვისტოს დილით კოლუმბიაში 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 132-მდე გაიზარდა, დაშავებულია 600-ზე მეტი მოქალაქე, 188 კი დაკარგულად ითვლება.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ კოლუმბიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო და ვუსამძიმრებთ კოლუმბიის მთავრობასა და ხალხს. ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლებისკენაა მიმართული. ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - ნათქვამია პრემიერის სამძიმრის წერილში, რომელიც ფლატფორმა X-ზე გამოქვეყნდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ჩოკოს დეპარტამენტში, სან-ხოსე-დელ-პალმარის მუნიციპალიტეტში მდებარეობდა - მიწისქვეშა ბიძგები კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტასა და ვენესუელაშიც იგრძნობოდა.
მიწისძვრის შედეგად დაზიანდა 1.575 საცხოვრებელი და ადმინისტრაციული შენობა, მათგან 87 მთლიანად დაინგრა. გარდა ამისა, დაზარალდა ჯანდაცვის 18 ცენტრი, 52 სასწავლო დაწესებულება, 18 გზა და შვიდი აეროპორტი.
კოლუმბიის მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და სამაშველო ოპერაციებში არმია ჩართო. ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.