https://sputnik-georgia.com/20260811/galuzini-qartuli-mxare-dialogistvis-mzadaa-300065023.html
რუსი დიპლომატი: ქართული მხარე რუსეთთან პოლიტიკური დიალოგისთვის მზად არ არის
რუსი დიპლომატი: ქართული მხარე რუსეთთან პოლიტიკური დიალოგისთვის მზად არ არის
Sputnik საქართველო
გალუზინის განცხადებით, რუსული მხარე ღიაა თბილისთან პრაგმატული კავშირების შემდგომი გაფართოებისთვის. 11.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-11T15:29+0400
2026-08-11T15:29+0400
2026-08-11T15:29+0400
საქართველო
ქართულ–რუსული ურთიერთობები
რუსეთი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/18/273369395_0:0:1350:759_1920x0_80_0_0_12fbd0733d188a2f904bf73164021a50.jpg
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. ქართული მხარე ორმხრივი პოლიტიკური კონტაქტებისთვის მზად არ არის, განაცხადა რუსეთის საქარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინმა ინტერვიუში, რომელიც საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებულმა რუსეთის ინტერესების სექციამ გამოაქვეყნა.როგორც დიპლომატმა აღნიშნა, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები მრავალსაუკუნოვან ისტორიულ-კულტურულ კავშირებსა და საერთო სულიერ ფუნდამენტს ეფუძნება.მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოსა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების რამდენიმე სფეროში მიღწეულ პროგრესს.„ნამდვილად, ბოლო წლებში სავაჭრო თანამშრომლობისა და ტურიზმის სფეროში მნიშვნელოვანი პროგრესია. საქართველოში ყოველი მეოთხე ტურისტი რუსეთიდანაა, ხოლო ჩვენი ბაზარი ქართული ექსპორტის ძირითადი საქონლისთვის მთავარია. ჩვენ ამას მივესალმებით, რადგან ჩვენს ამოცანად მივიჩნევთ ჰუმანიტარული და საქმიანი კავშირების გაფართოებისთვის პირობების შექმნას, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმის, რაც ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა გალუზინმა.ამასთან, მინისტრის მოადგილის თქმით, ისტორიული ბედისწერისა და გეოგრაფიის მჭიდრო გადაჯაჭვულობის გათვალისწინებით, რუსეთი და საქართველო ერთმანეთის ბუნებრივი პარტნიორები არიან. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რუსული მხარე ღიაა თბილისთან პრაგმატული კავშირების შემდგომი გაფართოებისთვის.საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. საქართველომ ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.დღეისათვის რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგი ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში მიმდინარეობს. ქვეყნებს შორის ჰუმანიტარული დიალოგი ორი ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლების დონეზე ხორციელდება.საქართველოს ხელისუფლება გამორიცხავს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აღიარების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების გარეშე. თუმცა, საქართველო ინარჩუნებს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებს და ხალხთაშორის კავშირებს რუსეთთან. მოქალაქეები უვიზო შესვლის რეჟიმით სარგებლობენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/18/273369395_98:0:1298:900_1920x0_80_0_0_cb5689e8eb754049abac3c1db2f115a2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები, რუსეთი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები, რუსეთი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები
რუსი დიპლომატი: ქართული მხარე რუსეთთან პოლიტიკური დიალოგისთვის მზად არ არის
გალუზინის განცხადებით, რუსული მხარე ღიაა თბილისთან პრაგმატული კავშირების შემდგომი გაფართოებისთვის.
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. ქართული მხარე ორმხრივი პოლიტიკური კონტაქტებისთვის მზად არ არის, განაცხადა რუსეთის საქარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინმა ინტერვიუში, რომელიც საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებულმა რუსეთის ინტერესების სექციამ
გამოაქვეყნა.
„რაც შეეხება ორმხრივ პოლიტიკურ კონტაქტებს, დღეს ეს არ არსებობს. მიზეზი ქართული მხრიდან მსგავსი დიალოგისთვის მზადყოფნის არქონაა. ჩემთვის, რა თქმა უნდა, რთულია შევაფასო, ეს თუ როგორ ეხმარება საქართველოს ამა თუ იმ პრობლემის მოგვარებაში, მაგრამ ეს მისი ხელისუფლების გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა გალუზინმა.
როგორც დიპლომატმა აღნიშნა, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები მრავალსაუკუნოვან ისტორიულ-კულტურულ კავშირებსა და საერთო სულიერ ფუნდამენტს ეფუძნება.
მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოსა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების რამდენიმე სფეროში მიღწეულ პროგრესს.
„ნამდვილად, ბოლო წლებში სავაჭრო თანამშრომლობისა და ტურიზმის სფეროში მნიშვნელოვანი პროგრესია. საქართველოში ყოველი მეოთხე ტურისტი რუსეთიდანაა, ხოლო ჩვენი ბაზარი ქართული ექსპორტის ძირითადი საქონლისთვის მთავარია. ჩვენ ამას მივესალმებით, რადგან ჩვენს ამოცანად მივიჩნევთ ჰუმანიტარული და საქმიანი კავშირების გაფართოებისთვის პირობების შექმნას, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმის, რაც ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა გალუზინმა.
ამასთან, მინისტრის მოადგილის თქმით, ისტორიული ბედისწერისა და გეოგრაფიის მჭიდრო გადაჯაჭვულობის გათვალისწინებით, რუსეთი და საქართველო ერთმანეთის ბუნებრივი პარტნიორები არიან.
„ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომ თბილისზე უპრეცედენტო გარე ზეწოლამ და ულტიმატუმებმა, რომ ჩვენს ქვეყანასთან თანამშრომლობაზე უარი თქვას, ის შედეგი არ გამოიღო, რისი იმედიც დასავლეთს ჰქონდა“, - განაცხადა გალუზინმა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რუსული მხარე ღიაა თბილისთან პრაგმატული კავშირების შემდგომი გაფართოებისთვის.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. საქართველომ ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.
დღეისათვის რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგი ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში მიმდინარეობს. ქვეყნებს შორის ჰუმანიტარული დიალოგი ორი ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლების დონეზე ხორციელდება.
საქართველოს ხელისუფლება გამორიცხავს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აღიარების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების გარეშე. თუმცა, საქართველო ინარჩუნებს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებს და ხალხთაშორის კავშირებს რუსეთთან. მოქალაქეები უვიზო შესვლის რეჟიმით სარგებლობენ.