თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

© Courtesy of Roads Department of Georgiaთბილისის-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზა
თბილისის-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზა - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2026
გამოწერა
გადართვის პროცესი განხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე 11-12 აგვისტოს ღამის საათებში ორივე მიმართულებით მოძრაობა ჩაიკეტება და ვაზიანი-სართიჭალა-საგარეჯო-თოხლიაურის საავტომობილო გზაზე გადაერთვება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია.
უწყების ინფორმაციით, საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, China Road and Bridge Corporation-მა განახორციელა ვაზიანი-საგარეჯოს (ლოტი 1) 4-27-ე კმ მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც უნდა განახორციელოს განათების სისტემის ტესტირების სამუშაოები.
აღნიშნული სამუშაოების წარმოებისათვის საჭიროა 11 და 12 აგვისტოს ღამის საათებში (01:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე) საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 24-ე (ვაზიანის სატრანსპორტო კვანძი) – 57-ე კმ-ში (თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძი) გამავალ მონაკვეთზე ორივე მიმართულებით მოძრაობის ჩაკეტვა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-სართიჭალა-საგარეჯო-თოხლიაურის საავტომობილო გზაზე გადართვა.
უწყების ცნობით, აღნიშნული გადართვის პროცესი განხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
ყველა ახალი ამბავი
0