საქართველომ შაქრის იმპორტი გაზარდა

© photo: Sputnik / Pavel lisitsyn / გადასვლა მედიაბანკშიშაქარი
შაქარი - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2026
გამოწერა
მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში შაქრის ღირებულებამ ერთ ტონაზე 484,7 დოლარი შეადგინა
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. საქართველომ 2026 წლის პირველ ნახევარში 37,8 მილიონი დოლარის ღირებულების 78,2 ათასი ტონა შაქრის იმპორტი განახორციელა, რაც 14,2%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
უწყების ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტირებული პროდუქციის მოცულობა 37,7%-ით გაიზარდა.
გარდა ამისა, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში შაქრის ღირებულებამ ერთ ტონაზე 484,7 დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით 17,1%-ით ნაკლებია.
საქართველოში შაქრის უმსხვილესი მომწოდებლები გახდნენ პოლონეთი — 10,9 მილიონი დოლარის ღირებულების 21,6 ათასი ტონა, სალვადორი — 7,1 მილიონი დოლარის ღირებულების 17 ათასი ტონა და ბრაზილია — 6,9 მილიონი დოლარის ღირებულების 16,5 ათასი ტონა.
საქართველოში შაქრის უმსხვილესი ექსპორტიორების სიაში ასევე შედის საფრანგეთი, ნიდერლანდები, ბელგია, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, კოლუმბია და აზერბაიჯანი.
რაც შეეხება ექსპორტს, 2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან გავიდა 5,1 მილიონი დოლარის ღირებულების 8,2 ათასი ტონა შაქარი. ექსპორტი სამ ქვეყანაში — აზერბაიჯანში, ავღანეთსა და უზბეკეთში განხორციელდა.
2025 წლის იანვარ-ივნისში შაქრის ექსპორტი საერთოდ არ განხორციელებულა.
ყველა ახალი ამბავი
0