https://sputnik-georgia.com/20260810/saministro-evropashi-studentebis-swavlas-apinansebs-300046431.html
კულტურის სამინისტრო ევროპის სასავლებლებში ქართველი სტუდენტების სწავლას აფინანსებს
კულტურის სამინისტრო ევროპის სასავლებლებში ქართველი სტუდენტების სწავლას აფინანსებს
Sputnik საქართველო
პროექტის მიზანი უმაღლესი სახელოვნებო განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ახალგაზრდა ხელოვანთა მოტივაციის ამაღლებაა. 10.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-10T17:41+0400
2026-08-10T17:41+0400
2026-08-10T18:03+0400
საქართველო
კულტურა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
ევროპა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24176/18/241761843_201:0:6093:3314_1920x0_80_0_0_9b9f78e76778695fedc06a27ce80d7af.jpg
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 22 ქართველი სტუდენტი ევროპის ცხრა ქვეყნის 17 სახელოვნებო სასწავლებელში აკადემიურ განათლებას იღებს. პროექტის მიზანი უმაღლესი სახელოვნებო განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, თანამედროვე ხელოვნებაში მიმდინარე საერთაშორისო პროცესებთან ინტეგრირება, ახალგაზრდა ხელოვანთა მოტივაციის ამაღლება, მათი პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობაა.კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ აკადემიური პროგრამების ფარგლებში განათლება მსოფლიოს ისეთ წამყვან სახელოვნებო სასწავლებლებში მიიღონ, როგორიცაა:სამინისტროს ცნობით, ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ამ მიზნით, კულტურის სამინისტრო არაერთ პროგრამას ახორციელებს.უცხოეთში სწავლის საფასურის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება კულტურის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამების ( „ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა განათლების ხელშეწყობა“) ფარგლებში ხორციელდება.
საქართველო
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24176/18/241761843_938:0:5357:3314_1920x0_80_0_0_9a9fdbb438cb1aa6cca774312d4469f2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები, ევროპა
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები, ევროპა
კულტურის სამინისტრო ევროპის სასავლებლებში ქართველი სტუდენტების სწავლას აფინანსებს
17:41 10.08.2026 (განახლებულია: 18:03 10.08.2026) პროექტის მიზანი უმაღლესი სახელოვნებო განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ახალგაზრდა ხელოვანთა მოტივაციის ამაღლებაა.
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 22 ქართველი სტუდენტი ევროპის ცხრა ქვეყნის 17 სახელოვნებო სასწავლებელში აკადემიურ განათლებას იღებს.
პროექტის მიზანი უმაღლესი სახელოვნებო განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, თანამედროვე ხელოვნებაში მიმდინარე საერთაშორისო პროცესებთან ინტეგრირება, ახალგაზრდა ხელოვანთა მოტივაციის ამაღლება, მათი პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობაა.
კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ აკადემიური პროგრამების ფარგლებში განათლება მსოფლიოს ისეთ წამყვან სახელოვნებო სასწავლებლებში მიიღონ, როგორიცაა:
ესტონეთის მუსიკისა და თეატრის აკადემია;
ფრანკფურტის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტი;
მიუნხენის მუსიკისა და თეატრის უნივერსიტეტი;
ორჰუსის მუსიკის სამეფო აკადემია;
ჯუზეპე ვერდის სახელობის კონსერვატორია;
ანტვერპენის სამეფო კონსერვატორია;
ლიეჟის სამეფო კონსერვატორია;
სენტ-ლუისის მუსიკის კოლეჯი;
ტოსტის საერთაშორისო სასიმღერო აკადემია.
სამინისტროს ცნობით, ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ამ მიზნით, კულტურის სამინისტრო არაერთ პროგრამას ახორციელებს.
უცხოეთში სწავლის საფასურის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება კულტურის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამების ( „ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა განათლების ხელშეწყობა“) ფარგლებში ხორციელდება.