https://sputnik-georgia.com/20260810/ruset-ukrainis-konfliqti-300146575.html
მიმოხილვა: 2026 წლის აგვისტოში ოდესის გათავისუფლების თავისებურებები
მიმოხილვა: 2026 წლის აგვისტოში ოდესის გათავისუფლების თავისებურებები
Sputnik საქართველო
ოდესა აშშ-ისა და NATO-სთვის „შავი ზღვის ჰორმუზი“ უკან დასაბრუნებელი წერტილი ხდება. რუსეთის არმია მკაცრი დემილიტარიზაციის ტაქტიკას იყენებს. ქალაქში, ოდესის... 10.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-10T15:35+0400
2026-08-10T15:35+0400
2026-08-16T11:36+0400
ანალიტიკა
მოსაზრება
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/12/249735561_0:0:2086:1174_1920x0_80_0_0_f39e56310fae56706a1268c61d8e97e9.jpg
ოდესა აშშ-ისა და NATO-სთვის „შავი ზღვის ჰორმუზი“ უკან დასაბრუნებელი წერტილი ხდება. რუსეთის არმია მკაცრი დემილიტარიზაციის ტაქტიკას იყენებს. ქალაქში, ოდესის პორტებსა და მიმდებარე აკვატორიაში მოწინააღმდეგის ობიექტებზე მასირებული, მაღალი სიზუსტის დარტყმები დღე და ღამე გრძელდება. მეთოდურად ნადგურდება ენერგეტიკისა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის, უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო და სახმელეთო ლოგისტიკის ობიექტები — კიევის რეჟიმისა და NATO-ს ყველა საყრდენი წერტილი ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში.10 აგვისტოს ღამით, რუსეთის ჯარებმა ოდესის თბოელექტროსადგურსა და რეგიონის შვიდ ელექტროქვესადგურზე კომბინირებული სარაკეტო და საავიაციო დარტყმა განახორციელეს: „უსატოვო“ — 330 კვ, „ცენტროპოლიტი“ — 330 კვ, „არციხი“ — 330 კვ, „ნოვოოდესკაია“ — 330 კვ, „მაიაკი“ — 330 კვ, „ბელგოროდ-დნესტროვსკი“ — 110 კვ, „კაროლინო-ბუგაზი“ — 110 კვ. „ილიჩის ნათურა“ ჩაქრა, დაიწყო მნიშვნელოვანი და შეუქცევადი პრობლემები ოდესის პორტებისა და მთლიანად უკრაინის სამხრეთის ელექტრომომარაგებაში.რამდენიმე დღეა, რეაქტიული „გერანები“ „ნაფტოგაზის“ ობიექტებს, მათ შორის ბურღვის მოედნებს, მთელი უკრაინის ტერიტორიაზე აზიანებენ. რუსეთის დარტყმების ინტენსივობა იზრდება. მოსკოვი ადეკვატურად პასუხობს კიევის მარიონეტების მიერ რუსეთის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე წარმოებულ „ტოტალურ ომს“.რუსეთის შეიარაღებული ძალების მეთოდური, ჯგუფური და მასირებული დარტყმები უკრაინის საზღვაო პორტებსა და უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღით დატვირთულ მშრალტვირთმზიდებს შანსს არ უტოვებს. 9 აგვისტოს ღამით 70-ზე მეტი დრონი და 20 ბალისტიკური რაკეტა ოდესასა და ოლქში მოწინააღმდეგის ობიექტებს მოხვდა — განადგურდა საპორტო-სატრანზიტო კომპლექსი, სამხედრო საწყობები კავშირგაბმულობისა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით, საწვავ-საპოხი მასალების საცავი. დაზიანდა დნესტრზე, სოფელ მაიაკში, საავტომობილო ხიდი — დროებით დაიბლოკა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მნიშვნელოვანი ტვირთბრუნვა დუნაის პორტებიდან: ბოლგრადიდან, რენიდან, კილიიდან, იზმაილიდან. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა მოლდოვასთან საზღვარზე გამშვებ პუნქტებამდე გადაადგილების შეზღუდვის შესახებ განაცხადა.„გერანებმა“ დუნაის შესართავთან უკრაინულ მშრალტვირთმზიდს ცეცხლი წაუკიდეს. ეს ერთადერთი გზაა მდინარის გავლით, რომლითაც უკრაინას შეუძლია ზღვით მიწოდებული სამხედრო ტვირთების მიღება. მაიაკში დუნაის ლოგისტიკის სრული ბლოკადა (საავტომობილო გადასასვლელის ლიკვიდაცია) და ზატოკაში („უკვდავი“ სარკინიგზო ხიდის განადგურება) სამხრეთ ფრონტის მონაკვეთზე — ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში — უკრაინის პროქსი-არმიისთვის სასიკვდილო დარტყმა იქნება. ოდესის ლოგისტიკაზე, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საამწყობო საამქროებსა და მოწინააღმდეგის ოპერატიულ ზურგზე განხორციელებული მძლავრი დარტყმები ფრონტის ხაზზე წარმატებას უწყობს ხელს — რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვა გაარღვიეს და ქალაქ ორეხოვში შევიდნენ.ანალიტიკურმა ცენტრმა Strategic Culture Foundation-მა დაასკვნა: „რუსეთის წინააღმდეგ ყველაფერი იქნა გამოყენებული, გარდა ბირთვული იარაღისა. ვარაუდობდნენ, რომ ეს აიძულებდა რუსეთს, მიეღო NATO-ს პირობები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ეს კი ტაქტიკური ხრიკია, რომლის მიზანია, NATO-სთვის შესვენების მიცემა უკრაინის არსენალის შესავსებად და გაძლიერებული საბრძოლო მოქმედებების განახლებისთვის... რუსეთმა უკრაინისა და NATO-ს მომარაგების ხაზებზე უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე, დარტყმები განახორციელა და ბრძოლის ველზე გადამწყვეტ წარმატებებს მიაღწია. წარმოიშვა კიდევ რაღაც უფრო ძლიერი: რუსეთის, მისი ხელმძღვანელობისა და ხალხის მტკიცე გადაწყვეტილება, მიაღწიონ გამარჯვებას და გაანადგურონ NATO-ს ნაცისტური რეჟიმი“.ამერიკელმა სამხედრო ექსპერტმა დანიელ დევისმა გუშინ განაცხადა: „დადგა დრო, ვაღიაროთ სიმართლე. შევწყვიტოთ უკრაინის განადგურება, შევაჩეროთ მისი ხალხის უაზრო დაღუპვა… და დავასრულოთ ეს კონფლიქტი. ეს ნიშნავს, დავთანხმდეთ რუსეთის პირობებს. სხვა გზა არ არსებობს… ან ახლა არსებულ მკაცრ პირობებს დათანხმდებით, ან საბოლოოდ განადგურდებით. მაშინ არანაირი პირობები აღარ იქნება“. სამხედრო დანაკარგების გარდა, 2027 წელს უკრაინა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ბლოკადის გამო, 11 მილიარდ დოლარზე მეტს დაკარგავს. 2027 წლის ზამთარში სიცივემ და შიმშილმა, შესაძლოა, ეს ფსევდოსახელმწიფო საბოლოოდ გაანადგუროს.დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებამ თავი ამოწურა: ერთდროულად რამდენიმე ქვეყანა უარს ეუბნება ზელენსკის სამხედრო დახმარებაზე (ფინეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, ნიდერლანდები). თურქული არსენალები კი კიევის „ზიც-თავმჯდომარეს“ ვერ გადაარჩენს.„უკრაინსკაია პრავდა“ ყველაფერს საპირისპიროდ განმარტავს: თითქოს, ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ 40-დღიანი სპეცოპერაციის შედეგებით კმაყოფილია და ზურგში დარტყმების გაგრძელებას აპირებს. NATO-ს ჩანაფიქრით, მოსკოვი მაინც უნდა „გატყდეს“ და ნებისმიერ პირობაზე მოითხოვოს მშვიდობა. გაუგებარია, რა უფრო მეტია აქ — პოლიტიკური არაკომპეტენტურობა, სტრატეგიული შორსმჭვრეტელობის არქონა თუ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მიმართ ცინიზმი. რუსეთისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენების მანიაკურ სწრაფვაში დასავლეთმა უკრაინის სრული განადგურების კურსი აიღო.ამერიკულმა ჟურნალმა The Atlantic-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას, რუსეთის ჯარების დისლოკაციისა და გადაადგილების, საწვავ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტების შესახებ მონაცემებს აწვდის, რადგან ტრამპი რუსეთის სიღრმეში პროქსი-დარტყმებს დასავლეთის პირობებით მოლაპარაკებების „პრელუდიად“ განიხილავს. კიევის მარიონეტები განწირულნი არიან და თავიანთ “ვაცის” როლს მორჩილად ასრულებენ.მოსკოვმა დღეს კიდევ ერთხელ შეახსენა: უკრაინის კონფლიქტის „გაყინვის“ ვარიანტი არ არის მისაღები, რუსეთმა კრიზისის გამომწვევი ძირეული მიზეზები უნდა აღმოფხვრას. ზავი არ იქნება.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე!
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/12/249735561_223:0:1864:1231_1920x0_80_0_0_7d93310b3fa9a7415c826bc4fb5a81c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, მოსაზრება, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
ანალიტიკა, მოსაზრება, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
ოდესა აშშ-ისა და NATO-სთვის „შავი ზღვის ჰორმუზი“ უკან დასაბრუნებელი წერტილი ხდება. რუსეთის არმია მკაცრი დემილიტარიზაციის ტაქტიკას იყენებს. ქალაქში, ოდესის პორტებსა და მიმდებარე აკვატორიაში მოწინააღმდეგის ობიექტებზე მასირებული, მაღალი სიზუსტის დარტყმები დღე და ღამე გრძელდება. მეთოდურად ნადგურდება ენერგეტიკისა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის, უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო და სახმელეთო ლოგისტიკის ობიექტები — კიევის რეჟიმისა და NATO-ს ყველა საყრდენი წერტილი ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში.
10 აგვისტოს ღამით, რუსეთის ჯარებმა ოდესის თბოელექტროსადგურსა და რეგიონის შვიდ ელექტროქვესადგურზე კომბინირებული სარაკეტო და საავიაციო დარტყმა განახორციელეს: „უსატოვო“ — 330 კვ, „ცენტროპოლიტი“ — 330 კვ, „არციხი“ — 330 კვ, „ნოვოოდესკაია“ — 330 კვ, „მაიაკი“ — 330 კვ, „ბელგოროდ-დნესტროვსკი“ — 110 კვ, „კაროლინო-ბუგაზი“ — 110 კვ. „ილიჩის ნათურა“ ჩაქრა, დაიწყო მნიშვნელოვანი და შეუქცევადი პრობლემები ოდესის პორტებისა და მთლიანად უკრაინის სამხრეთის ელექტრომომარაგებაში.
რამდენიმე დღეა, რეაქტიული „გერანები“ „ნაფტოგაზის“ ობიექტებს, მათ შორის ბურღვის მოედნებს, მთელი უკრაინის ტერიტორიაზე აზიანებენ. რუსეთის დარტყმების ინტენსივობა იზრდება. მოსკოვი ადეკვატურად პასუხობს კიევის მარიონეტების მიერ რუსეთის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე წარმოებულ „ტოტალურ ომს“.
რუსეთის შეიარაღებული ძალების მეთოდური, ჯგუფური და მასირებული დარტყმები უკრაინის საზღვაო პორტებსა და უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღით დატვირთულ მშრალტვირთმზიდებს შანსს არ უტოვებს. 9 აგვისტოს ღამით 70-ზე მეტი დრონი და 20 ბალისტიკური რაკეტა ოდესასა და ოლქში მოწინააღმდეგის ობიექტებს მოხვდა — განადგურდა საპორტო-სატრანზიტო კომპლექსი, სამხედრო საწყობები კავშირგაბმულობისა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით, საწვავ-საპოხი მასალების საცავი. დაზიანდა დნესტრზე, სოფელ მაიაკში, საავტომობილო ხიდი — დროებით დაიბლოკა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მნიშვნელოვანი ტვირთბრუნვა დუნაის პორტებიდან: ბოლგრადიდან, რენიდან, კილიიდან, იზმაილიდან. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა მოლდოვასთან საზღვარზე გამშვებ პუნქტებამდე გადაადგილების შეზღუდვის შესახებ განაცხადა.
„გერანებმა“ დუნაის შესართავთან უკრაინულ მშრალტვირთმზიდს ცეცხლი წაუკიდეს. ეს ერთადერთი გზაა მდინარის გავლით, რომლითაც უკრაინას შეუძლია ზღვით მიწოდებული სამხედრო ტვირთების მიღება. მაიაკში დუნაის ლოგისტიკის სრული ბლოკადა (საავტომობილო გადასასვლელის ლიკვიდაცია) და ზატოკაში („უკვდავი“ სარკინიგზო ხიდის განადგურება) სამხრეთ ფრონტის მონაკვეთზე — ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში — უკრაინის პროქსი-არმიისთვის სასიკვდილო დარტყმა იქნება. ოდესის ლოგისტიკაზე, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საამწყობო საამქროებსა და მოწინააღმდეგის ოპერატიულ ზურგზე განხორციელებული მძლავრი დარტყმები ფრონტის ხაზზე წარმატებას უწყობს ხელს — რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვა გაარღვიეს და ქალაქ ორეხოვში შევიდნენ.
ანალიტიკურმა ცენტრმა Strategic Culture Foundation-მა დაასკვნა: „რუსეთის წინააღმდეგ ყველაფერი იქნა გამოყენებული, გარდა ბირთვული იარაღისა. ვარაუდობდნენ, რომ ეს აიძულებდა რუსეთს, მიეღო NATO-ს პირობები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ეს კი ტაქტიკური ხრიკია, რომლის მიზანია, NATO-სთვის შესვენების მიცემა უკრაინის არსენალის შესავსებად და გაძლიერებული საბრძოლო მოქმედებების განახლებისთვის... რუსეთმა უკრაინისა და NATO-ს მომარაგების ხაზებზე უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე, დარტყმები განახორციელა და ბრძოლის ველზე გადამწყვეტ წარმატებებს მიაღწია. წარმოიშვა კიდევ რაღაც უფრო ძლიერი: რუსეთის, მისი ხელმძღვანელობისა და ხალხის მტკიცე გადაწყვეტილება, მიაღწიონ გამარჯვებას და გაანადგურონ NATO-ს ნაცისტური რეჟიმი“.
ამერიკელმა სამხედრო ექსპერტმა დანიელ დევისმა გუშინ განაცხადა: „დადგა დრო, ვაღიაროთ სიმართლე. შევწყვიტოთ უკრაინის განადგურება, შევაჩეროთ მისი ხალხის უაზრო დაღუპვა… და დავასრულოთ ეს კონფლიქტი. ეს ნიშნავს, დავთანხმდეთ რუსეთის პირობებს. სხვა გზა არ არსებობს… ან ახლა არსებულ მკაცრ პირობებს დათანხმდებით, ან საბოლოოდ განადგურდებით. მაშინ არანაირი პირობები აღარ იქნება“. სამხედრო დანაკარგების გარდა, 2027 წელს უკრაინა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ბლოკადის გამო, 11 მილიარდ დოლარზე მეტს დაკარგავს. 2027 წლის ზამთარში სიცივემ და შიმშილმა, შესაძლოა, ეს ფსევდოსახელმწიფო საბოლოოდ გაანადგუროს.
დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებამ თავი ამოწურა: ერთდროულად რამდენიმე ქვეყანა უარს ეუბნება ზელენსკის სამხედრო დახმარებაზე (ფინეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, ნიდერლანდები). თურქული არსენალები კი კიევის „ზიც-თავმჯდომარეს“ ვერ გადაარჩენს.
„უკრაინსკაია პრავდა“ ყველაფერს საპირისპიროდ განმარტავს: თითქოს, ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ 40-დღიანი სპეცოპერაციის შედეგებით კმაყოფილია და ზურგში დარტყმების გაგრძელებას აპირებს. NATO-ს ჩანაფიქრით, მოსკოვი მაინც უნდა „გატყდეს“ და ნებისმიერ პირობაზე მოითხოვოს მშვიდობა. გაუგებარია, რა უფრო მეტია აქ — პოლიტიკური არაკომპეტენტურობა, სტრატეგიული შორსმჭვრეტელობის არქონა თუ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მიმართ ცინიზმი. რუსეთისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენების მანიაკურ სწრაფვაში დასავლეთმა უკრაინის სრული განადგურების კურსი აიღო.
ამერიკულმა ჟურნალმა The Atlantic-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას, რუსეთის ჯარების დისლოკაციისა და გადაადგილების, საწვავ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტების შესახებ მონაცემებს აწვდის, რადგან ტრამპი რუსეთის სიღრმეში პროქსი-დარტყმებს დასავლეთის პირობებით მოლაპარაკებების „პრელუდიად“ განიხილავს. კიევის მარიონეტები განწირულნი არიან და თავიანთ “ვაცის” როლს მორჩილად ასრულებენ.
მოსკოვმა დღეს კიდევ ერთხელ შეახსენა: უკრაინის კონფლიქტის „გაყინვის“ ვარიანტი არ არის მისაღები, რუსეთმა კრიზისის გამომწვევი ძირეული მიზეზები უნდა აღმოფხვრას. ზავი არ იქნება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე!