მობილური ოპერატორების შემოსავლები: მონაცემები განახლდა

© photo: Sputnik / Andranik Ghazaryanტურისტები
ტურისტები - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2026
გამოწერა
კომისიის მონაცემებით, საქართველოს მობილური ოპერატორების აქტიური აბონენტების (აქტიური SIM ბარათები) რაოდენობა 5.938,193-მდე გაიზარდა
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. 2026 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში მობილური ოპერატორების - Magti, Selfie Mobile, Silknet - შემოსავლები 393 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რაც 9%-ით მეტია 2025 წლის იანვარ-მაისის პერიოდთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მასალებში.
კომისიის მონაცემებით, საქართველოს მობილური ოპერატორების აქტიური აბონენტების (აქტიური SIM ბარათები) რაოდენობა 5.938,193-მდე გაიზარდა, რაც წინა წელთან შედარებით 238,732 აბონენტით (SIM-ბარათებით) მეტია.
მობილური ოპერატორების შემოსავლები და აბონენტების რაოდენობა 2026 წლის იანვარ-მაისში:
Magti – 185 315 798 ლარი, 2 463 602 აბონენტი, ბაზრის 41,5%-იანი წლი рынка, შემოსავლის 9%-იანი ზრდა;
Silknet – 135 352 123 ლოარი, 2 098 593 აბონენტი, ბაზრის 37%-იანი წილი, შემოსავლის 7%-იანი ზრდა;
Selfie Mobile – 71 631 742 ლარი, 1 348 900 აბონენტი, ბაზრის 22,7%-იანი წილი, შემოსავლის 13%-იანი ზრდა.
ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, ერთ მომხმარებელზე ყოველთვიური შემოსავალი (ARPU) ყველა ოპერატორთან გაიზარდა, რაც ეფექტიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია
2026 წლის მაისში Magti-ს ერთმა აბონენტმა თვეში საშუალოდ 15,81 ლარი დახარჯა, რაც 0,41 ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით; Silknet-ის ერთი აბონენტის საშუალო ყოველთვიურმა ხარჯმა 13,69 ლარი შეადგინა - გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,31 ლარით მეტი; ხოლო Selfi Mobile-ის ერთი აბონენტის საშუალო ყოველთვიური ხარჯი 11,61 ლარს შეადგენს, რაც 1,07 ლარით მეტია წინა წელთან შედარებით.
ამგვარად, 2026 წელს კომპანია Selfi Mobile-მა ამ მაჩვენებლის ყველაზე დიდი ზრდა აჩვენა.
გარდა ამისა, 2026 წლის მაისის მდგომარეობით, მობილურ ინტერნეტს ყოველთვიურად 4.592,863 აბონენტი იყენებდა, რაც აქტიური აბონენტების საერთო რაოდენობის 77,3%-ს შეადგენს, მაშინ როცა გასულ წელს ეს მაჩვენებელი აბონენტთა 71,1%-ს შეადგენდა.
სტატისტიკის თანახმად, 2026 წლის მაისის მდგომარეობით, ერთი აბონენტი თვეში საშუალოდ 20,6 გიგაბაიტ ინტერნეტს მოიხმარდა, რაც წლიურ ჭრილში 3,7 გიგაბაიტით, ანუ 21,7%-ით ზრდას წარმოადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0