https://sputnik-georgia.com/20260810/mkvlelobashi-braldebuls-sheuracxadoba-daudginda-300043606.html
მკვლელობა ვაკის კორტებთან: მკვლელობაში ბრალდებულს შეურაცხადობა დაუდგინდა
მკვლელობა ვაკის კორტებთან: მკვლელობაში ბრალდებულს შეურაცხადობა დაუდგინდა
Sputnik საქართველო
ბაგათელიას ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 4 წლით იძულებითი მკურნალობა დაენიშნა. 10.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-10T14:55+0400
2026-08-10T14:55+0400
2026-08-10T14:55+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
თბილისის საქალაქო სასამართლო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23527/14/235271477_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_58da268dac1f08c286879a90833de761.jpg
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. ვაკის კორტებთან მალხაზ ბოკუჩავას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მალხაზ ბაგათელიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა, რადგან მას ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად შეურაცხადობა დაუდგინდა, იუწყება „ტვ პირველი".შემთხვევა 2025 წლის 31 დეკემბერს თბილისში, ვაკის კორტების მიმდებარედ მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, 57 წლის მალხაზ ბაგათელიამ წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 50 წლის მალხაზ ბოკუჩავას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო. მისი გადაწყვეტილებით, ბაგათელიას ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 4 წლით იძულებითი მკურნალობა დაენიშნა. ბაგათელიას ბრალდება სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა), 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) და 260-ე მუხლებით ჰქონდა წარდგენილი და 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულიც და მკვლელობაში ბრალდებულიც ბიზნესპარტნიორები იყვნენ, რომელთაც კონფლიქტი ფულის გამო მოუვიდათ. საქმის გარჩევა ჯერ თბილისის ზღვაზე დაიწყო, მეორე დღეს კი ბაგათელიამ თავისი ბიზნესპარტნიორი ვაკეში დაიბარა, სადაც რამდენიმე გასროლით დაცხრილა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23527/14/235271477_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_9a8ca95f4f1dcbf16b947626b9bb6146.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, თბილისის საქალაქო სასამართლო, ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, თბილისის საქალაქო სასამართლო, ახალი ამბები
მკვლელობა ვაკის კორტებთან: მკვლელობაში ბრალდებულს შეურაცხადობა დაუდგინდა
ბაგათელიას ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 4 წლით იძულებითი მკურნალობა დაენიშნა.
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. ვაკის კორტებთან მალხაზ ბოკუჩავას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მალხაზ ბაგათელიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა, რადგან მას ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად შეურაცხადობა დაუდგინდა, იუწყება „ტვ პირველი".
შემთხვევა 2025 წლის 31 დეკემბერს თბილისში, ვაკის კორტების მიმდებარედ მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, 57 წლის მალხაზ ბაგათელიამ წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 50 წლის მალხაზ ბოკუჩავას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო. მისი გადაწყვეტილებით, ბაგათელიას ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 4 წლით იძულებითი მკურნალობა დაენიშნა.
ბაგათელიას ბრალდება სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა), 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) და 260-ე მუხლებით ჰქონდა წარდგენილი და 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულიც და მკვლელობაში ბრალდებულიც ბიზნესპარტნიორები იყვნენ, რომელთაც კონფლიქტი ფულის გამო მოუვიდათ. საქმის გარჩევა ჯერ თბილისის ზღვაზე დაიწყო, მეორე დღეს კი ბაგათელიამ თავისი ბიზნესპარტნიორი ვაკეში დაიბარა, სადაც რამდენიმე გასროლით დაცხრილა.