სანქციები ყულევის ქარხნის წინააღმდეგ: ევროკავშირის მხრიდან ზეწოლა გრძელდება – ვიდეო

გამოწერა
ყულევში არსებული ქვეყნის ერთადერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაევროკავშირის ანტირუსული სანქციების 21-ე პაკეტში შეიყვანეს.
გადაწყვეტილების თანახმად, ყულევის ქარხანასთან ტრანზაქციების აკრძალვა ამოქმედდება გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან ექვსი თვის შემდეგ. ქარხნის მფლობელმა კომპანია Black Sea Petroleum-მა განაცხადა, რომ ქარხანა აგვისტო-სექტემბერში დაიწყებს სხვა ქვეყნებიდან მიღებული ნავთობის გადამუშავებას.
ქართველი პოლიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი აგრძელებს
ზეწოლას საქართველოზე, რომლის ხელმძღვანელობაც საკუთარ პოლიტიკას ატარებს. ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წინააღმდეგ სანქციები - არის საქართველოს დასჯის მცდელობა დამოუკიდებელი კურსის გამო, მიაჩნიათ პარტია „ხალხის ძალაში“.
ყველა ახალი ამბავი
0