https://sputnik-georgia.com/20260810/kaladze-rustavelze-mimdinare-samushaoebs-gaecno-300043433.html
რა კეთდება ამ ეტაპზე რუსთაველის გამზირზე? - თბილისის მერის განმარტება
რა კეთდება ამ ეტაპზე რუსთაველის გამზირზე? - თბილისის მერის განმარტება
Sputnik საქართველო
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო, სამუშაოების დასრულება ნოემბრის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. 10.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-10T16:12+0400
2026-08-10T16:12+0400
2026-08-10T16:12+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/19/278017078_0:213:2048:1366_1920x0_80_0_0_641922e48a0cf3dba03397184c8def3d.jpg
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. შოთა რუსთაველის გამზირის მასშტაბური რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია - თამარ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები ვადების სიმცირის გამო 24-საათიან რეჟიმში, ერთდროულად რამდენიმე მონაკვეთზე მიმდინარეობს - სამუშაოები ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გამზირზე ყველა ტიპის მიწისქვეშა კომუნიკაცია იცვლება, სამუშაოები მიმდინარეობს წყალმომარაგების, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელებზე. პარალელურად კი ეწყობა სანიაღვრე სისტემა. ამ დროისთვის ტროტუარებზე ეწყობა მიწისქვეშა კაბელარხები, სადაც საჰაერო სადენები განთავსდება. საფეხმავლო ნაწილში მიმდინარეობს არსებული მოაჯირების, ფილებისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული დეტალის დემონტაჟი. ასევე მიმდინარეობს მიწისქვეშა გადასასვლელების გრუნტისგან გასუფთავება, რათა შემდგომ შესრულდეს ჰიდროიზოლაციის სამუშაოები. მერიის ცნობით, მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების სრული რეაბილიტაციის შემდეგ სამუშაოები საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებით გაგრძელდება. კერძოდ, განახლდება ტროტუარები, რომლებიც ბუნებრივი ფილებით მოპირკეთდება, ხოლო გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი. მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები და ზებრა გადასასვლელები. ასევე დამონტაჟდება შუქნიშნები და შესაბამისი საგზაო ნიშნები. გარდა ამისა, გამზირზე დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები, მოეწყობა გარე განათების ქსელი, რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზე კი განხორციელდება გამწვანების სამუშაოები. რუსთაველის გამზირი თბილისის სიმბოლო და ტურისტებისთვის ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. რუსთაველის გამზირზე მდებარეობს საქართველოს პარლამენტის შენობა, წამყვანი თეატრებისა და მუზეუმების შენობები, მათ შორის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/19/278017078_275:240:1776:1366_1920x0_80_0_0_8b6d20c77eee9809a37bf194e629818d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
რა კეთდება ამ ეტაპზე რუსთაველის გამზირზე? - თბილისის მერის განმარტება
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო, სამუშაოების დასრულება ნოემბრის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. შოთა რუსთაველის გამზირის მასშტაბური რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია - თამარ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები ვადების სიმცირის გამო 24-საათიან რეჟიმში, ერთდროულად რამდენიმე მონაკვეთზე მიმდინარეობს - სამუშაოები ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.
„მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო და უდიდეს პრობლემას უქმნიდა გამზირზე არსებულ საცხოვრებელ სახლებს და საგზაო ინფრასტრუქტურას. გვინდა, რომ სექტემბრისთვის ჭოველიძის ქუჩიდან ე.წ. ელბაქიძის აღმართამდე არსებული საგზაო მონაკვეთი მოწესრიგდეს, ასფალტის ქვედა ფენებში მოვაქციოთ, რათა ავტომობილებით გადაადგილება გახდეს შესაძლებელი“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მიმდინარე სამუშაოების ადგილზე გაცნობისას.
მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გამზირზე ყველა ტიპის მიწისქვეშა კომუნიკაცია იცვლება, სამუშაოები მიმდინარეობს წყალმომარაგების, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელებზე. პარალელურად კი ეწყობა სანიაღვრე სისტემა.
ამ დროისთვის ტროტუარებზე ეწყობა მიწისქვეშა კაბელარხები, სადაც საჰაერო სადენები განთავსდება. საფეხმავლო ნაწილში მიმდინარეობს არსებული მოაჯირების, ფილებისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული დეტალის დემონტაჟი. ასევე მიმდინარეობს მიწისქვეშა გადასასვლელების გრუნტისგან გასუფთავება, რათა შემდგომ შესრულდეს ჰიდროიზოლაციის სამუშაოები.
მერიის ცნობით, მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების სრული რეაბილიტაციის შემდეგ სამუშაოები საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებით გაგრძელდება. კერძოდ, განახლდება ტროტუარები, რომლებიც ბუნებრივი ფილებით მოპირკეთდება, ხოლო გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი. მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები და ზებრა გადასასვლელები. ასევე დამონტაჟდება შუქნიშნები და შესაბამისი საგზაო ნიშნები.
გარდა ამისა, გამზირზე დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები, მოეწყობა გარე განათების ქსელი, რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზე კი განხორციელდება გამწვანების სამუშაოები.
რუსთაველის გამზირი თბილისის სიმბოლო და ტურისტებისთვის ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. რუსთაველის გამზირზე მდებარეობს საქართველოს პარლამენტის შენობა, წამყვანი თეატრებისა და მუზეუმების შენობები, მათ შორის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.