გორში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს

© photo: Sputnik / Vitaly Timkivქათმები
ქათმები - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2026
გამოწერა
სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე.
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო კონტროლის შედეგად გორში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, სააგენტოს ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში გორის რაიონის სოფელ კარალეთში ერთ-ერთი ინდმეწარმის კუთვნილი ფრინველთა სასაკლაო შეამოწმეს.
„ინსპექტირების შედეგად ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა. ამასთან, დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
გამოვლენილი დარღვევების გამო მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენას მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით განახორციელონ და არ აწარმოონ სურსათი შესაბამისი აღიარებისა და რეგისტრაციის გარეშე.
ყველა ახალი ამბავი
0