მძღოლების საყურადღებოდ! გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

© Courtesy of Roads Department of Georgiaგორის გვირაბი
გორის გვირაბი - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2026
გამოწერა
შეზღუდვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე გადაერთვება.
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ მონაკვეთზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში ავტოტრანსპორტით მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, გვირაბში ასფალტის საფარის აღდგენის გააუდებელი სამუშაოების ჩატარებაა დაგეგმილი.
„დაგეგმილი სამუშაოებიდან გამომდინარე, 2026 წლის 11 აგვისტოს 11:00სთ-დან 13:00სთ-მდე, გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე აიკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში, მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
ყველა ახალი ამბავი
0