თბილისის ახალი ზოოპარკი სატესტო რეჟიმში გაიხსნა

© photo: Sputnik / Oksana Dzadanვოლიერი
ვოლიერი - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2026
გამოწერა
თბილისის ზღვაზე ახალი სივრცის ოფიციალური გახსნა შემოდგომაზეა დაგეგმილი
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. თბილისის ახალი ზოოპარკის ტერიტორიის ნაწილი – „კავკასიის ექსპოზიცია“ 9 აგვისტოდან ვიზიტორებისთვის სატესტო რეჟიმში გაიხსნა, ნათქვამია ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებაში.
თბილისის ზღვაზე (ივერთუბანში) ახალი სივრცის ოფიციალური გახსნა შემოდგომაზეა დაგეგმილი, თუმცა დიდი ინტერესის გამო, დამთვალიერებლებს დასრულებული ნაწილის ნახვის შესაძლებლობა უკვე აქვთ.
ამასთან, ახალ ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოები გრძელდება. კერძოდ, შენდება კაფე და საბავშვო საგანმანათლებლო ცენტრი. ზოოპარკის ადმინისტრაცია ვიზიტორებს თხოვნით მიმართავს, გადაადგილდნენ მხოლოდ ვოლიერების გასწვრივ მონიშნულ ბილიკზე და არ შევიდნენ გამაფრთხილებელი ნიშნებით შემოფარგლულ ზონებში.
„კავკასიის ექსპოზიცია“ დამთვალიერებენს ყოველდღე 11:00-დან 19:00 საათამდე პერიოდში უმასპინძლებს - სალარო 18:00 საათზე იკეტება.
ყველა ახალი ამბავი
0