თბილისის ზღვაში 17 წლის ახალგაზრდა დაიხრჩო

© photo: Sputnik / Stringerთბილისის ზღვა
თბილისის ზღვა - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2026
გამოწერა
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. თბილისის ზღვაში 17 წლის ახალგაზრდა დაიხრჩო, იუწყება ქართული მედია.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა თბილისის ზღვაზე თანატოლებთან ერთად საცურაოდ იმყოფებოდა - იგი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაფანახჩის მკვიდრი იყო.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0