„საქსტატმ"ა ბიზნეს-რეგისტრის მობილური აპლიკაცია შექმნა

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიმამაკაცი მობილური ტელეფონით
მამაკაცი მობილური ტელეფონით - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2026
გამოწერა
აპლიკაცია აღჭურვილია მარტივი და მომხმარებელზე ორიენტირებული ინტერფეისით, რაც ინფორმაციის სწრაფ და ეფექტიან მოძიებას უზრუნველყოფს.
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა („საქსტატმა“) ბიზნეს-რეგისტრის მობილური აპლიკაცია შექმნა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეების შესახებ ოფიციალური მონაცემები პირდაპირ სმარტფონებიდან მოიძიონ, ნათქვამია „საქსტატის" განცხადებაში.
ახალი ციფრული სერვისი ხელმისაწვდომია Android-ისა და iOS-ის მომხმარებლებისთვის. ახალი აპლიკაცია ბიზნეს-რეგისტრის მონაცემებზე წვდომას კიდევ უფრო მარტივსა და მოსახერხებელს ხდის.
მომხმარებლები მობილური ტელეფონის საშუალებით ნებისმიერ დროს შეძლებენ მოიძიონ ინფორმაცია რეგისტრირებული ეკონომიკური სუბიექტების შესახებ, მათ შორის იურიდიული პირისა და ინდმეწარმის მონაცემები, საიდენტიფიკაციო ნომერი, საქმიანობის სახეობა (NACE), სამართლებრივი ფორმა, რეგისტრაციის თარიღი, სტატუსი, მისამართი და სხვა ხელმისაწვდომი ინფორმაცია.
აპლიკაცია აღჭურვილია მარტივი და მომხმარებელზე ორიენტირებული ინტერფეისით, რაც ინფორმაციის სწრაფ და ეფექტიან მოძიებას უზრუნველყოფს.
ბიზნეს-რეგისტრის მობილური აპლიკაციის შექმნა „საქსტატის" ციფრული ტრანსფორმაციის პროცესის ნაწილია და მიზნად ისახავს ოფიციალური მონაცემების ხელმისაწვდომობის გაზრდას, თანამედროვე ელექტრონული სერვისების განვითარებასა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას.
„ციფრული სერვისების განვითარება საქსტატის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ბიზნეს-რეგისტრის მობილური აპლიკაცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, საჭირო ინფორმაცია სწრაფად და მარტივად მიიღონ ნებისმიერი ადგილიდან", - განაცხადა „საქსტატის" აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.
მისი თქმით, უწყების მიზანია, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ოფიციალური მონაცემები მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.
ბიზნეს-რეგისტრის მობილური აპლიკაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია App Store-სა და Google Play-ში.
ყველა ახალი ამბავი
0