მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსმა სამხედროებმა ორი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

© photo: Sputnik / Станислав Красильников / გადასვლა მედიაბანკშისამხედრო
სამხედრო - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2026
გამოწერა
შეტევა გრძელდება სლავიანსკისა და კრამატორსკის რაიონებში, სადაც „სამხრეთის" დაჯგუფების დანაყოფები მოქმედებენ.
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. რუსმა სამხედროებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში დასახლებული პუნქტები - ტორეცკოე და ვასიუტინსკოე გაათავისუფლეს, განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
ტორეცკოე ჯარების დაჯგუფება „ცენტრის“ ქვედანაყოფებმა გაათავისუფლეს - დაჯგუფებამ უკრაინის შეიარაღებული ძალების ხუთი ბრიგადის ფორმირებები გაანადგურა.
„უკრაინული შეიარაღებული ფორმირებების დანაკარგმა 345-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე შეადგინა“, – განაცხადეს უკრაინაში.
ამასთან, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაჯგუფების მოქმედების ზონაში დაკარგეს ხუთი ჯავშანმანქანა, 15 ავტომობილი, ერთი საარტილერიო ქვემეხი და რადიოელექტრონული ბრძოლის (რებ) სადგური.
ვასიუტინსკოე „სამხრეთის“ დაჯგუფების მებრძოლებმა გაათავისუფლეს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ჯგუფის დანაყოფებმა ხუთ დასახლებულ პუნქტში, მათ შორის სლოვიანსკსა და კრამატორსკში, უკრაინის შეიარაღებული ძალების ექვსი ბრიგადის დანაყოფები გაანადგურეს.
დაჯგუფების მოქმედების ზონაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგეს 190-მდე სამხედრო მოსამსახურე, სამი ჯავშანმანქანა, 20 ავტომობილი, ორი საარტილერიო ქვემეხი და რადიოელექტრონული ბრძოლის (რებ) სადგური.
ყველა ახალი ამბავი
0