მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთის არმიამ უკრაინის პორტებში სამხედრო საწყობები გაანადგურა

© photo: Sputnik / Станислав Красильниковსამხედრო
სამხედრო - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2026
გამოწერა
ასევე განადგურდა უკრაინის შეიარაღებული ძალების საწყობი, სადაც უპილოტო საფრენი აპარატები და რადიოელექტრონული აღჭურვილობა იყო განთავსებული.
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. რუსეთის არმიამ ოდესისა და ჩერნომორსკის პორტებში უკრაინის შეიარაღებული ძალების საწვავ-საპოხი მასალების საწყობები და სამხედრო ტექნიკა დაბომბა, იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
უწყების ცნობით, იერიშის შედეგად განადგურდა ოდესის პორტის გადასატვირთი კომპლექსი.
ოდესის პორტთან ახლოს დასახლებულ პუნქტებში - ბელიარსა და ნოვიე ბელიარში - განადგურდა საწვავის რეზერვუარები, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებისთვის იყო განკუთვნილი.
გარდა ამისა, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა „გერანის“ ტიპის დრონებით დაარტყეს ხარკოვის ოლქში მდებარე საწყობებს, სადაც უკრაინელი სამხედროები დრონებსა და რადიოელექტრონულ მოწყობილობებს ინახავდნენ.
„სავინცის, ზიდკის, ბარვენკოვოს და ვოლოხოვ იარის დასახლებულ პუნქტებში განადგურდა უკრაინის შეიარაღებული ძალების საწყობები სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით, მათი კომპლექტაციებითა და რადიოელექტრონული მოწყობილობებით “, — განაცხადეს უწყებაში.
მანამდე რუსეთის სამხედროებმა დარტყმა მიაყენეს საწარმოს „Киев-111“-ს, რომელიც აწარმოებს კომპლექტაციებსა და საბრძოლო ნაწილებს სახმელეთო ბაზირების ფრთოსანი რაკეტებისთვის FP-5 „ფლამინგო“. ასევე განადგურდა საწვავ-საპოხი მასალების საწყობი „Киев-3“, საიდანაც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ნავთობპროდუქტების მიწოდება ხდებოდა. გარდა ამისა, რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა ოდესის სამხრეთითა და აღმოსავლეთით მდებარე ზღვის აკვატორიაში დააზიანეს ორი მშრალტვირთმზიდი გემი, რომლებსაც უკრაინის პორტებში შეიარაღება გადაჰქონდათ.
ყველა ახალი ამბავი
0