2024 წელს სამტრედიაში წინასაარჩევნო კამპანიისას ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წარედგინა

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურის შენობა
პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2026
გამოწერა
პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. 2024 წელს სამტრედიაში წინასაარჩევნო კამპანიის დროს ძალადობის ფაქტზე სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანმხლებ პირებს ბრალდება წარედგინა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 11 აგვისტოს, პოლიტიკური პარტია „ახალის" სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის ოფისის გახსნისას, სულხან-საბა ნიკოლეიშვილი თავს დაესხა ნიკა მელიას, თავის არეში დაარტყა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
მომხდარის დროს მელიას თანმხლებმა პირებმა - გაბრიელ კობაიძემ და ცოტნე მირცხულავამ საპასუხოდ ფიზიკურად იძალადეს ნიკოლეიშვილის მიმართ, რის შედეგად მან სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო.
აღნიშნულ პირებს ბრალდება სსკ-ის 162-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა) წარედგინათ, რაც ჯარიმას ანდა 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ყველა ახალი ამბავი
0