https://sputnik-georgia.com/20260809/prokuraturam-2-pirs-brali-warudgines-300035607.html
თვითნებურად მოწყობილ ავტორბოლას არასრულწლოვანი ემსხვერპლა - 2 პირს ბრალი წარუდგინეს
თვითნებურად მოწყობილ ავტორბოლას არასრულწლოვანი ემსხვერპლა - 2 პირს ბრალი წარუდგინეს
Sputnik საქართველო
დანაშაული 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 09.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-09T16:39+0400
2026-08-09T16:39+0400
2026-08-09T16:39+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/73/234097334_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_c658b658dcf62445cad61b7eec00123a.jpg
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, რამაც არასრულწლოვნის გარდაცვალება გამოიწვია, ორ პირს ბრალდება წარედგინა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 30 აპრილს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს გზაზე თვითნებურად მოეწყო ავტორბოლა, რა დროსაც რბოლის მონაწილე ავტომობილის და რბოლის საყურებლად მისული მეორე ავტომანქანის მძღოლებმა ვერ უზრუნველყვეს უსაფრთხო მართვა და ერთმანეთს შეეჯახნენ. შედეგად მეორე ავტომობილის მგზავრები დაზიანდნენ - ერთი არასრულწლოვანი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა ორივე ავტომანქანის მძღოლი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.დაკავებულებს ბრალდება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) წარედგინათ, რაც 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურამ ორივე ბრალდებულის მიმართ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/73/234097334_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_9110a34f307253289ed9758fb5184b36.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
თვითნებურად მოწყობილ ავტორბოლას არასრულწლოვანი ემსხვერპლა - 2 პირს ბრალი წარუდგინეს
დანაშაული 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, რამაც არასრულწლოვნის გარდაცვალება გამოიწვია, ორ პირს ბრალდება წარედგინა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 30 აპრილს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს გზაზე თვითნებურად მოეწყო ავტორბოლა, რა დროსაც რბოლის მონაწილე ავტომობილის და რბოლის საყურებლად მისული მეორე ავტომანქანის მძღოლებმა ვერ უზრუნველყვეს უსაფრთხო მართვა და ერთმანეთს შეეჯახნენ. შედეგად მეორე ავტომობილის მგზავრები დაზიანდნენ - ერთი არასრულწლოვანი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ორივე ავტომანქანის მძღოლი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
დაკავებულებს ბრალდება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) წარედგინათ, რაც 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ორივე ბრალდებულის მიმართ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.