https://sputnik-georgia.com/20260809/jaris-banaki-daixura-300030628.html
„ჯარის ბანაკი - 2026“ დასრულდა
„ჯარის ბანაკი - 2026“ დასრულდა
Sputnik საქართველო
წელს „ჯარის ბანაკმა“, დაახლოებით 1700 მოსწავლეს, ჯამში 8 როტაციას უმასპინძლა. 09.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-09T12:00+0400
2026-08-09T12:00+0400
2026-08-09T12:00+0400
საქართველო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/11/288451408_0:48:1280:768_1920x0_80_0_0_f27451544ffc7f31d1a8895e89291cd0.jpg
თბილისი, 9 აგვისტო - Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიასა და პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში „ჯარის ბანაკი“ ოფიციალურად დასრულდა, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.პროექტმა „ჯარის ბანაკი" სკოლის IX-XI კლასელებისთვის კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში 22 ივნისს აიღო სტარტი. კოჯრის პარალელურად, „ჯარის ბანაკი“ გაიხსნა საჩხერის სამთო მომზადების სკოლაშიც. წელს „ჯარის ბანაკმა“, დაახლოებით 1700 მოსწავლეს, ჯამში 8 როტაციას უმასპინძლა.პროექტში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს საპატრიარქო, რომლის წარმომადგენლებმა გამართეს შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებები, რაც ახალგაზრდებში სულიერი ღირებულებების განმტკიცებას ისახავდა მიზნად.საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად პროექტს - „ჯარის ბანაკი“ მეოთხე წელია ახორციელებს. პროექტი ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობას ისახავს მიზნად.„ჯარის ბანაკი"საზაფხულო „ჯარის ბანაკი" თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის მიერ ინიცირებული პროექტია, რომელიც პირველად 2023 წელს განხორციელდა.პროექტის მიზანია ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულის აღზრდა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და ცნობიერების ამაღლება ქართული ჯარის შესახებ.გასულ წელს „ჯარის ბანაკში" 1,7 ათასმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. პროექტი აგვისტოს ბოლოს დასრულდა.პროექტის დაარსებიდან (2023 წლიდან) დღემდე კი „ჯარის ბანაკმა“ ჯამში 6 000-ზე მეტ მოსწავლეს უმასპინძლა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/11/288451408_97:0:1184:815_1920x0_80_0_0_7bf1e1b0c992ebc5b568ed21f187bc89.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
„ჯარის ბანაკი - 2026“ დასრულდა
წელს „ჯარის ბანაკმა“, დაახლოებით 1700 მოსწავლეს, ჯამში 8 როტაციას უმასპინძლა.
თბილისი, 9 აგვისტო - Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიასა და პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში „ჯარის ბანაკი“ ოფიციალურად დასრულდა, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროექტმა „ჯარის ბანაკი" სკოლის IX-XI კლასელებისთვის კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში 22 ივნისს აიღო სტარტი. კოჯრის პარალელურად, „ჯარის ბანაკი“ გაიხსნა საჩხერის სამთო მომზადების სკოლაშიც. წელს „ჯარის ბანაკმა“, დაახლოებით 1700 მოსწავლეს, ჯამში 8 როტაციას უმასპინძლა.
6-დღიანი ინტენსიური კურსი მოსწავლეებზე მორგებული საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული - საცეცხლე, ტოპოგრაფიის, სამხედრო ნავიგაციის, პირველადი სამედიცინო დახმარების, თვითგადარჩენის, საინჟინრო და სამთო მომზადებასთან ერთად, მოსწავლეებმა უპილოტო საფრენი აპარატების მართვაც შეისწავლეს.
პროექტში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს საპატრიარქო, რომლის წარმომადგენლებმა გამართეს შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებები, რაც ახალგაზრდებში სულიერი ღირებულებების განმტკიცებას ისახავდა მიზნად.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად პროექტს - „ჯარის ბანაკი“ მეოთხე წელია ახორციელებს. პროექტი ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობას ისახავს მიზნად.
საზაფხულო „ჯარის ბანაკი" თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის მიერ ინიცირებული პროექტია, რომელიც პირველად 2023 წელს განხორციელდა.
პროექტის მიზანია ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულის აღზრდა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და ცნობიერების ამაღლება ქართული ჯარის შესახებ.
გასულ წელს „ჯარის ბანაკში" 1,7 ათასმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. პროექტი აგვისტოს ბოლოს დასრულდა.
პროექტის დაარსებიდან (2023 წლიდან) დღემდე კი „ჯარის ბანაკმა“ ჯამში 6 000-ზე მეტ მოსწავლეს უმასპინძლა.