https://sputnik-georgia.com/20260809/giorgi-miqautadzit-evropuli-klubebi-interesdebian-300034504.html
გიორგი მიქაუტაძით ევროპული კლუბები დაინტერესდნენ
გიორგი მიქაუტაძით ევროპული კლუბები დაინტერესდნენ
Sputnik საქართველო
ქართველი ფორვარდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთ მოთხოვნად ფეხბურთელად მიიჩნევა 09.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-09T15:50+0400
2026-08-09T15:50+0400
2026-08-09T15:50+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/0f/288997168_0:0:2049:1153_1920x0_80_0_0_1e932114cce4f76db9607bd05902630f.jpg
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. „ვილიარეალის“ ქართველი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ერთდროულად ორი გრანდის — ლონდონის „ტოტენჰემისა“ და კატალონიის „ბარსელონის“ ინტერესის სფეროში მოექცა, იუწყება პირველი არხი უცხოურ მედიაზე დაყრდნობით.ბრიტანელი ინსაიდერი პოლ ო'კიფი ადასტურებს, რომ ლონდონური კლუბი ახალი სეზონისთვის თავდასხმის ხაზის გაძლიერებას გეგმავს და მთავარი მწვრთნელის, რობერტო დე ძერბის სატრანსფერო სიაში მიქაუტაძე ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს. მისი თქმით, ინგლისურ გუნდში მიიჩნევენ, რომ ქართველი ფორვარდის ტექნიკური თამაში და საგოლე ალღო იდეალურად მოერგება დე ძერბის ტაქტიკას.ჟურნალისტის ინფორმაციით, როგორც ხულიან ალვარესის ალტერნატივა, ქართველი ფეხბურთელის შეძენით ასევე დაინტერესებულია ლა ლიგის გიგანტი „ბარსელონა“. „ეს ნიშნავს, რომ „ტოტენჰემს“, შესაძლოა, სწრაფად მოუწიოს მოქმედება, თუ ამ ტრანსფერის განხორციელება სურს“, – წერს ო’კიფი.მიქაუტაძე „ვილიარეალში" ფრანგული „ლიონიდან" გადავიდა, რომლის შემადგენლობაში 2024 წლის ზაფხულიდან თამაშობდა. მანამდე თავდამსხმელი ფრანგული „მეცის“ მაისურით ასპარეზობდა.2025 წლის ზაფხულში ესპანურმა კლუბმა „ვილიარეალმა“ „ლიონს" მიქაუტაძის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაუხადა, აქდან 5 მილიონი ევრო ბონუსების სახით. გარდა ამისა, „ლიონი“ ფეხბურთელის შემდეგი ტრანსფერის 10%-ს მიიღებს - ესპანურმა კლუბმა ქართველ ფებხურთელთან 6-წლიანი კონტაქტი - 2031 წლამდე - გააფორმა.მიქაუტაძე „ევრო 2024"-ის საუკეთესო ბომბარდირების ექვსეულშია შესული - მან ოთხ მატჩში სამი გოლი გაიტანა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/0f/288997168_0:0:2031:1523_1920x0_80_0_0_0ce820b5082303a1ea33ee467ef4d16e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
გიორგი მიქაუტაძით ევროპული კლუბები დაინტერესდნენ
ქართველი ფორვარდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთ მოთხოვნად ფეხბურთელად მიიჩნევა
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. „ვილიარეალის“ ქართველი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ერთდროულად ორი გრანდის — ლონდონის „ტოტენჰემისა“ და კატალონიის „ბარსელონის“ ინტერესის სფეროში მოექცა, იუწყება პირველი არხი უცხოურ მედიაზე დაყრდნობით.
ბრიტანელი ინსაიდერი პოლ ო'კიფი ადასტურებს, რომ ლონდონური კლუბი ახალი სეზონისთვის თავდასხმის ხაზის გაძლიერებას გეგმავს და მთავარი მწვრთნელის, რობერტო დე ძერბის სატრანსფერო სიაში მიქაუტაძე ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს.
„მიქაუტაძემ ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე საშიში მოთამაშის რეპუტაცია მოიპოვა. ის საჯარიმო მოედანში ძალიან სახიფათოა. გასულ სეზონში მან ლა ლიგაში 13 გოლი გაიტანა და რეალიზაციის შთამბეჭდავი კოეფიციენტი აქვს – 22.6%. ინსტინქტების გარდა, თავდამსხმელს აქვს განსაკუთრებული სივრცითი აღქმა, სისწრაფე შეზღუდულ სივრცეებში და დაუღალავი შრომის უნარი", - წერს Sportsview-ის ჟურნალისტი პოლ ო’კიფი.
მისი თქმით, ინგლისურ გუნდში მიიჩნევენ, რომ ქართველი ფორვარდის ტექნიკური თამაში და საგოლე ალღო იდეალურად მოერგება დე ძერბის ტაქტიკას.
ჟურნალისტის ინფორმაციით, როგორც ხულიან ალვარესის ალტერნატივა, ქართველი ფეხბურთელის შეძენით ასევე დაინტერესებულია ლა ლიგის გიგანტი „ბარსელონა“.
„ეს ნიშნავს, რომ „ტოტენჰემს“, შესაძლოა, სწრაფად მოუწიოს მოქმედება, თუ ამ ტრანსფერის განხორციელება სურს“, – წერს ო’კიფი.
მიქაუტაძე „ვილიარეალში" ფრანგული „ლიონიდან" გადავიდა, რომლის შემადგენლობაში 2024 წლის ზაფხულიდან თამაშობდა. მანამდე თავდამსხმელი ფრანგული „მეცის“ მაისურით ასპარეზობდა.
2025 წლის ზაფხულში ესპანურმა კლუბმა „ვილიარეალმა“ „ლიონს" მიქაუტაძის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაუხადა, აქდან 5 მილიონი ევრო ბონუსების სახით. გარდა ამისა, „ლიონი“ ფეხბურთელის შემდეგი ტრანსფერის 10%-ს მიიღებს - ესპანურმა კლუბმა ქართველ ფებხურთელთან 6-წლიანი კონტაქტი - 2031 წლამდე - გააფორმა.
მიქაუტაძე „ევრო 2024"-ის საუკეთესო ბომბარდირების ექვსეულშია შესული - მან ოთხ მატჩში სამი გოლი გაიტანა.