https://sputnik-georgia.com/20260809/erovnuli-banki-gancxadebas-avrelebs-300028698.html
სებ-ი: აშშ-ის მიერ სანქცირებული პირი ეროვნული ბანკის რეგულირებული სუბიექტი არ არის
სებ-ი: აშშ-ის მიერ სანქცირებული პირი ეროვნული ბანკის რეგულირებული სუბიექტი არ არის
Sputnik საქართველო
8 აგვისტოს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა საქართველოში რეგისტრირებულ კრიპტოკომპანიას, რომლის მეშვეობითაც „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“... 09.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-09T11:00+0400
2026-08-09T11:00+0400
2026-08-09T11:04+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
აშშ
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830095_253:49:2219:1155_1920x0_80_0_0_733711d014e941f34fe890ac839c461b.jpg
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის მიერ სანქცირებული პირი არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებულ სუბიექტს, ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.7 აგვისტოს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა საქართველოში რეგისტრირებულ კრიპტოკომპანიას (ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერს). უწყების ინფორმაციით, აღნიშნული კომპანია ჩართული იყო ფარულ კრიპტოვალუტის ქსელში, რომელსაც „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ფულის გათეთრებისა და საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლის მიზნით იყენებდა.სებ-ის განმარტებით, დასანქცირებულ კომპანიას არ გაუვლია ეროვნულ ბანკში რეგისტრაციისა თუ ლიცენზირების პროცედურები, შესაბამისად, ის არ იმყოფებოდა ცენტრალური ბანკის ზედამხედველობისა და რეგულირების ქვეშ.ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სამეწარმეო რეესტრის მონაცემების თანახმად, აღნიშნულ კომპანიას გაუქმებული აქვს რეგისტრაცია.„კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩო აწესებს ბაზარზე შესვლისა და ოპერირების მკაცრ მოთხოვნებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან ფილტრს უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული სუბიექტებისთვის. ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქართული საბანკო და საფინანსო სექტორი მოქმედებს საერთაშორისო სანქციების რეჟიმების სრული დაცვით. სებ-ის მარეგულირებელი ჩარჩო წარმოადგენს მკაცრ ფილტრს უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული პირებისთვის, რათა გამოირიცხოს სანქცირებული სუბიექტების მიერ ქართული ფინანსური სისტემის ნებისმიერი ფორმით გამოყენება.„სებ-ის მიერ შემუშავებული ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერების მარეგულირებელი ჩარჩო შესაბამისობაშია ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალურ ქმედებათა საერთაშორისო ჯგუფის (FATF) სტანდარტებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, რასაც ადასტურებს ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) 2024 წლის შეფასება", - აღნიშნულია განცხადებაში.როგორც ეროვნულ ბანკში განაცხადეს, შეფასების თანახმად, მე-15 რეკომენდაციასთან მიმართებით (რომელიც ითვალისწინებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მოთხოვნებთან შესაბამისობას და ვირტუალური აქტივების პროვაიდერების (VASP) საქმიანობის რეგულირებას) საქართველოს რეიტინგი შეადგენს „მნიშვნელოვნად შესაბამისს” (largely compliant). აღნიშნულ რეკომენდაციასთან მიმართებით ანალოგიური შეფასება აქვს მაგალითად, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთსაშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, დასანქცირებული, საქართველოში დაფუძნებული კომპანიის, შპს Shelbit-ის მფლობელი ირანში დაბადებული სიავაშ კაივანპურია. კაივანპური მსოფლიოს მასშტაბით მართავდა კომპანიების მრავალეროვნულ ქსელს, რომელიც „არალეგალურ ციფრულ აქტივობებს“ უჭერდა მხარს. აღნიშნული პირი ამჟამად დომინიკისა და ავღანეთის მოქალაქეა, ამასთან ის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ცხოვრობდა.აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, კომპანია Shelbit-ის მეშვეობით, ჯამში, სამ მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის ფინანსური ტრანზაქცია განხორციელდა - სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, კაივანპური, საქართველოს გარდა, სხვა ქვეყნებშიც ფლობს კრიპტოკომპანიებს.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830095_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_079f7f8df75d8fee8308b7dea85448f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , აშშ , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , აშშ , ახალი ამბები
სებ-ი: აშშ-ის მიერ სანქცირებული პირი ეროვნული ბანკის რეგულირებული სუბიექტი არ არის
11:00 09.08.2026 (განახლებულია: 11:04 09.08.2026) 8 აგვისტოს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა საქართველოში რეგისტრირებულ კრიპტოკომპანიას, რომლის მეშვეობითაც „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ სანქციებისგან თავის არიდებას ცდილობდა.
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის მიერ სანქცირებული პირი არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებულ სუბიექტს, ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
7 აგვისტოს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები
დაუწესა საქართველოში რეგისტრირებულ კრიპტოკომპანიას (ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერს). უწყების ინფორმაციით, აღნიშნული კომპანია ჩართული იყო ფარულ კრიპტოვალუტის ქსელში, რომელსაც „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ფულის გათეთრებისა და საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლის მიზნით იყენებდა.
საქართველოს ტერიტორიაზე ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის (VASP) საქმიანობა წარმოადგენს მკაცრად რეგულირებად სფეროს. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერი პირი, რომელიც ახორციელებს ამ ტიპის საქმიანობას, უნდა გაიაროს სავალდებულო რეგისტრაცია საქართველოს ეროვნულ ბანკში.
სებ-ის განმარტებით, დასანქცირებულ კომპანიას არ გაუვლია ეროვნულ ბანკში რეგისტრაციისა თუ ლიცენზირების პროცედურები, შესაბამისად, ის არ იმყოფებოდა ცენტრალური ბანკის ზედამხედველობისა და რეგულირების ქვეშ.
„აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მიერ სანქცირებულ სუბიექტს - შპს „შელბითს“ (SHPS SHELBIT) - ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არ მოუმართავს და შესაბამისად ის არ წარმოადგენს სებ-ის მიერ რეგულირებულ სუბიექტს", - ნათქვამია განცხადებაში.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სამეწარმეო რეესტრის მონაცემების თანახმად, აღნიშნულ კომპანიას გაუქმებული აქვს რეგისტრაცია.
„კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩო აწესებს ბაზარზე შესვლისა და ოპერირების მკაცრ მოთხოვნებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან ფილტრს უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული სუბიექტებისთვის.
ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქართული საბანკო და საფინანსო სექტორი მოქმედებს საერთაშორისო სანქციების რეჟიმების სრული დაცვით. სებ-ის მარეგულირებელი ჩარჩო წარმოადგენს მკაცრ ფილტრს უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული პირებისთვის, რათა გამოირიცხოს სანქცირებული სუბიექტების მიერ ქართული ფინანსური სისტემის ნებისმიერი ფორმით გამოყენება.
„სებ-ის მიერ შემუშავებული ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერების მარეგულირებელი ჩარჩო შესაბამისობაშია ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალურ ქმედებათა საერთაშორისო ჯგუფის (FATF) სტანდარტებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, რასაც ადასტურებს ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) 2024 წლის შეფასება", - აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც ეროვნულ ბანკში განაცხადეს, შეფასების თანახმად, მე-15 რეკომენდაციასთან მიმართებით (რომელიც ითვალისწინებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მოთხოვნებთან შესაბამისობას და ვირტუალური აქტივების პროვაიდერების (VASP) საქმიანობის რეგულირებას) საქართველოს რეიტინგი შეადგენს „მნიშვნელოვნად შესაბამისს” (largely compliant). აღნიშნულ რეკომენდაციასთან მიმართებით ანალოგიური შეფასება აქვს მაგალითად, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, დასანქცირებული, საქართველოში დაფუძნებული კომპანიის, შპს Shelbit-ის მფლობელი ირანში დაბადებული სიავაშ კაივანპურია. კაივანპური მსოფლიოს მასშტაბით მართავდა კომპანიების მრავალეროვნულ ქსელს, რომელიც „არალეგალურ ციფრულ აქტივობებს“ უჭერდა მხარს. აღნიშნული პირი ამჟამად დომინიკისა და ავღანეთის მოქალაქეა, ამასთან ის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ცხოვრობდა.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, კომპანია Shelbit-ის მეშვეობით, ჯამში, სამ მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის ფინანსური ტრანზაქცია განხორციელდა - სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, კაივანპური, საქართველოს გარდა, სხვა ქვეყნებშიც ფლობს კრიპტოკომპანიებს.