https://sputnik-georgia.com/20260808/sp-saqartvelos-reitingibb-doneze-daadastura-300025224.html
S&P-მ საქართველოს რეიტინგი კვლავ BB დონეზე დაადასტურა
S&P-მ საქართველოს რეიტინგი კვლავ BB დონეზე დაადასტურა
Sputnik საქართველო
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საქართველოს საბანკო სისტემა მომგებიანი რჩება, კარგად კაპიტალიზებული და ინარჩუნებს ძლიერი ლიკვიდურობის ბუფერებს. 08.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-08T15:39+0400
2026-08-08T15:39+0400
2026-08-08T15:39+0400
საქართველო
სტატისტიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/14/298737880_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_d512cbc6452aff8475b87e78dc6a8ae8.jpg
თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს გრძელვადიანი სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე დაადასტურა, პერსპექტივა კი სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა, ნათქვამია სააგენტოს პრესრელიზში.„პოზიტიური პერსპექტივის მინიჭების საფუძვლებს წარმოადგენს სააგენტოს მოლოდინები, რომ საქართველო გააგრძელებს საგარეო პოზიციის შემდგომ გაუმჯობესებას საერთაშორისო რეზერვების აკუმულირებით, რაც ამცირებს საგარეო შოკებისადმი მოწყვლადობას. პოზიტიური პერსპექტივა, ასევე, ასახავს მოლოდინებს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის ძლიერი მაჩვენებლები და წინდახედული ფისკალური პოლიტიკა შენარჩუნდება და ფისკალურ პოზიციებს კიდევ უფრო გაიუმჯობესებს შემდეგი 12 თვის მანძილზე“, — ნათქვამია სააგენტოს ანგარიშში.ანალიტიკოსების შეფასებით, პოზიტიური პროგნოზი ეფუძნება მოლოდინებს, რომ საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლების სტაბილური გაუმჯობესება გაგრძელდება.„თუმცა, პოლიტიკური პოლარიზაცია კვლავ მაღალია, ზოგიერთ დასავლელ პარტნიორთან ურთიერთობები კი უფრო დაიძაბა, ამას ჯერ არ მოუხდენია მნიშვნელოვანი გავლენა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე ან პოლიტიკის ეფექტურობაზე“, - ნათქვამია ანგარიშში.ანალიტიკოსების აზრით, მიუხედავად რთული პოლიტიკური ვითარებისა, ძლიერი ეკონომიკური ზრდა და გონივრული მაკროეკონომიკური მართვა კვლავაც აგრძელებს საქართველოს საკრედიტო პროფილის მხარდაჭერას.„თუმცა საშუალოვადიან პერსპექტივაში დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების გაუარესებამ, შესაძლოა, შეასუსტოს საქართველოს საგარეო პოლიტიკური საფუძვლები და შეამციროს სტრუქტურული რეფორმების ტემპი“, — აღნიშნულია ანგარიშში.სააგენტოს შეფასებით, საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა რეგიონულ კონტექსტში შედარებით ფრთხილი რჩება, რაც ასახავს კონსერვატიული მაკროეკონომიკური მართვის გამოცდილებას, რომელიც ხელს უწყობდა ეკონომიკურ მდგრადობასა და გატარებული პოლიტიკისადმი ნდობა.„ამ პოლიტიკური მოვლენების მიუხედავად, საქართველო აგრძელებს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდის ტემპის დემონსტრირებას. ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 8,3%-ით გაიზარდა. ზრდა მდგრადი დარჩა 2026 წლის დასაწყისშიც, ძირითადად კერძო მოხმარების წყალობით, მაშინ როდესაც რეგიონული დაძაბულობის გავლენა ეკონომიკაზე ჯერჯერობით შეზღუდულია“, - ნათქვამია ანგარიშში.S&P Global Ratings-ის მოლოდინია, რომ 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 6,4% -მდე გაიზრდება, მომდევნო წლებში კი ზრდის ტემპი დაახლოებით 5%-ს დაუბრუნდება.ამასთან, სააგენტოს საბაზისო პროგნოზი არ ითვალისწინებს Eagle Hills-ის პოტენციურ, დაახლოებით 6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციას, ანუ მშპ-ის დაახლოებით 15%-ს.„პროექტის განხორციელების შემთხვევაში მას შეუძლია ეკონომიკურ ზრდაზე, ინვესტიციებსა და საშუალოვადიან ნდობაზე მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა მოახდინოს", - ნათქვამია ანგარიშში.ამასთან, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ საქართველო რჩება შედარებით დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნად და ჯერ კიდევ განვითარებადი საგარეო ეკონომიკური პოზიციით. ეს ასახავს ეკონომიკის დამოკიდებულებას იმპორტზე, მნიშვნელოვან საგარეო ვალდებულებებსა და დოლარიზაციის ზომიერ, თუმცა კლებად დონეს, რაც გარკვეულწილად ასუსტებს მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმს.„ეს შეზღუდვები ნაწილობრივ კომპენსირდება სახელმწიფო ვალის შედარებით ზომიერი დონით, უპირატესად მცურავი გაცვლითი კურსითა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან შეღავათიან დაფინანსებაზე ფართო ხელმისაწვდომობით“, — ნათქვამია განცხადებაში.ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ბოლო დროს ინფლაციური ზეწოლა გაიზარდა მიწოდების მხრიდან დროებითი ფაქტორების ფონზე.„საქართველოს ეროვნული ბანკი სწრაფი ტემპით აგრძელებს რეზერვების დაგროვებას, რომლებიც წლიურ ჭრილში დაახლოებით 52%-ით გაიზარდა და ივლისში რეკორდულ ნიშნულს, 7,1 მილიარდ დოლარს მიაღწია“, — ნათქვამია ანგარიშში.ამასთან, სააგენტო აღნიშნავს, რომ 2026 წლის ივლისში ინფლაცია კვლავ მაღალი რჩებოდა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,2%-ს შეადგენდა, თუმცა, ივნისის მაჩვენებელთან (5,8%) შედარებით შემცირდა.„ბოლოდროინდელი ინფლაციური ზეწოლა ძირითადად ასახავდა შედარების ბაზის ეფექტს ტრანსპორტის, სურსათისა და კომუნალური მომსახურების ფასების ზრდასთან ერთად. ჩვენ ველით, რომ ინფლაციური ზეწოლა თანდათან შესუსტდება შედარების ბაზის ეფექტის მილევისა და შიდა მოთხოვნის ნორმალიზების კვალდაკვალ, თუმცა ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობით გამოწვეულმა ენერგომატარებლებზე მსოფლიო ფასების ხელახალმა ზრდადობამ შესაძლოა შეანელოს დეზინფლაციის პროცესი“, — ნათქვამია განცხადებაში.ანალიტიკოსების მოლოდინია, რომ ეროვნული ბანკი მოახდენს რეაგირებას განახლებულ ინფლაციურ რისკებზე ან ფინანსური სტაბილურობის რისკებზე, ამასთან უზრუნველყოფს ინფლაციური მოლოდინების მდგრადობას.მათი აზრით, საქართველოს საბანკო სისტემა რჩება მომგებიანი, კარგად კაპიტალიზებული და მაღალიკვიდური, რასაც ხელს უწყობს ფრთხილი ზედამხედველობა, დაკრედიტების მდგრადი ზრდა და კონსერვატიული საკრედიტო სტანდარტები.პერსპექტივაში სააგენტოს მოლოდინია, რომ საბანკო სექტორის ფუნდამენტური მაჩვენებლები მდგრადი დარჩება, თუმცა ეკონომიკური ზრდის შენელებამ, გაზრდილმა პოლიტიკურმა გაურკვევლობამ, გაცვლითი კურსის განახლებულმა ვოლატილობამ ან საგარეო გარემოს გაუარესებამ, შესაძლოა, საშუალოვადიან პერსპექტივაში ზეწოლა მოახდინოს დაკრედიტების ზრდაზე, აქტივების ხარისხსა და მომგებიანობაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/14/298737880_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_477928942aa56729e5f8e7d56ce2a896.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სტატისტიკა, საქართველოს ეკონომიკა
საქართველო, სტატისტიკა, საქართველოს ეკონომიკა
S&P-მ საქართველოს რეიტინგი კვლავ BB დონეზე დაადასტურა
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საქართველოს საბანკო სისტემა მომგებიანი რჩება, კარგად კაპიტალიზებული და ინარჩუნებს ძლიერი ლიკვიდურობის ბუფერებს.
თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს გრძელვადიანი სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე დაადასტურა, პერსპექტივა კი სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა, ნათქვამია სააგენტოს პრესრელიზში.
„პოზიტიური პერსპექტივის მინიჭების საფუძვლებს წარმოადგენს სააგენტოს მოლოდინები, რომ საქართველო გააგრძელებს საგარეო პოზიციის შემდგომ გაუმჯობესებას საერთაშორისო რეზერვების აკუმულირებით, რაც ამცირებს საგარეო შოკებისადმი მოწყვლადობას. პოზიტიური პერსპექტივა, ასევე, ასახავს მოლოდინებს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის ძლიერი მაჩვენებლები და წინდახედული ფისკალური პოლიტიკა შენარჩუნდება და ფისკალურ პოზიციებს კიდევ უფრო გაიუმჯობესებს შემდეგი 12 თვის მანძილზე“, — ნათქვამია სააგენტოს ანგარიშში.
ანალიტიკოსების შეფასებით, პოზიტიური პროგნოზი ეფუძნება მოლოდინებს, რომ საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლების სტაბილური გაუმჯობესება გაგრძელდება.
„თუმცა, პოლიტიკური პოლარიზაცია კვლავ მაღალია, ზოგიერთ დასავლელ პარტნიორთან ურთიერთობები კი უფრო დაიძაბა, ამას ჯერ არ მოუხდენია მნიშვნელოვანი გავლენა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე ან პოლიტიკის ეფექტურობაზე“, - ნათქვამია ანგარიშში.
ანალიტიკოსების აზრით, მიუხედავად რთული პოლიტიკური ვითარებისა, ძლიერი ეკონომიკური ზრდა და გონივრული მაკროეკონომიკური მართვა კვლავაც აგრძელებს საქართველოს საკრედიტო პროფილის მხარდაჭერას.
„თუმცა საშუალოვადიან პერსპექტივაში დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების გაუარესებამ, შესაძლოა, შეასუსტოს საქართველოს საგარეო პოლიტიკური საფუძვლები და შეამციროს სტრუქტურული რეფორმების ტემპი“, — აღნიშნულია ანგარიშში.
სააგენტოს შეფასებით, საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა რეგიონულ კონტექსტში შედარებით ფრთხილი რჩება, რაც ასახავს კონსერვატიული მაკროეკონომიკური მართვის გამოცდილებას, რომელიც ხელს უწყობდა ეკონომიკურ მდგრადობასა და გატარებული პოლიტიკისადმი ნდობა.
„ამ პოლიტიკური მოვლენების მიუხედავად, საქართველო აგრძელებს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდის ტემპის დემონსტრირებას. ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 8,3%-ით გაიზარდა. ზრდა მდგრადი დარჩა 2026 წლის დასაწყისშიც, ძირითადად კერძო მოხმარების წყალობით, მაშინ როდესაც რეგიონული დაძაბულობის გავლენა ეკონომიკაზე ჯერჯერობით შეზღუდულია“, - ნათქვამია ანგარიშში.
S&P Global Ratings-ის მოლოდინია, რომ 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 6,4% -მდე გაიზრდება, მომდევნო წლებში კი ზრდის ტემპი დაახლოებით 5%-ს დაუბრუნდება.
ამასთან, სააგენტოს საბაზისო პროგნოზი არ ითვალისწინებს Eagle Hills-ის პოტენციურ, დაახლოებით 6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციას, ანუ მშპ-ის დაახლოებით 15%-ს.
„პროექტის განხორციელების შემთხვევაში მას შეუძლია ეკონომიკურ ზრდაზე, ინვესტიციებსა და საშუალოვადიან ნდობაზე მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა მოახდინოს", - ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ საქართველო რჩება შედარებით დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნად და ჯერ კიდევ განვითარებადი საგარეო ეკონომიკური პოზიციით. ეს ასახავს ეკონომიკის დამოკიდებულებას იმპორტზე, მნიშვნელოვან საგარეო ვალდებულებებსა და დოლარიზაციის ზომიერ, თუმცა კლებად დონეს, რაც გარკვეულწილად ასუსტებს მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმს.
„ეს შეზღუდვები ნაწილობრივ კომპენსირდება სახელმწიფო ვალის შედარებით ზომიერი დონით, უპირატესად მცურავი გაცვლითი კურსითა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან შეღავათიან დაფინანსებაზე ფართო ხელმისაწვდომობით“, — ნათქვამია განცხადებაში.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ბოლო დროს ინფლაციური ზეწოლა გაიზარდა მიწოდების მხრიდან დროებითი ფაქტორების ფონზე.
„საქართველოს ეროვნული ბანკი სწრაფი ტემპით აგრძელებს რეზერვების დაგროვებას, რომლებიც წლიურ ჭრილში დაახლოებით 52%-ით გაიზარდა და ივლისში რეკორდულ ნიშნულს, 7,1 მილიარდ დოლარს მიაღწია“, — ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, სააგენტო აღნიშნავს, რომ 2026 წლის ივლისში ინფლაცია კვლავ მაღალი რჩებოდა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,2%-ს შეადგენდა, თუმცა, ივნისის მაჩვენებელთან (5,8%) შედარებით შემცირდა.
„ბოლოდროინდელი ინფლაციური ზეწოლა ძირითადად ასახავდა შედარების ბაზის ეფექტს ტრანსპორტის, სურსათისა და კომუნალური მომსახურების ფასების ზრდასთან ერთად. ჩვენ ველით, რომ ინფლაციური ზეწოლა თანდათან შესუსტდება შედარების ბაზის ეფექტის მილევისა და შიდა მოთხოვნის ნორმალიზების კვალდაკვალ, თუმცა ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობით გამოწვეულმა ენერგომატარებლებზე მსოფლიო ფასების ხელახალმა ზრდადობამ შესაძლოა შეანელოს დეზინფლაციის პროცესი“, — ნათქვამია განცხადებაში.
ანალიტიკოსების მოლოდინია, რომ ეროვნული ბანკი მოახდენს რეაგირებას განახლებულ ინფლაციურ რისკებზე ან ფინანსური სტაბილურობის რისკებზე, ამასთან უზრუნველყოფს ინფლაციური მოლოდინების მდგრადობას.
მათი აზრით, საქართველოს საბანკო სისტემა რჩება მომგებიანი, კარგად კაპიტალიზებული და მაღალიკვიდური, რასაც ხელს უწყობს ფრთხილი ზედამხედველობა, დაკრედიტების მდგრადი ზრდა და კონსერვატიული საკრედიტო სტანდარტები.
პერსპექტივაში სააგენტოს მოლოდინია, რომ საბანკო სექტორის ფუნდამენტური მაჩვენებლები მდგრადი დარჩება, თუმცა ეკონომიკური ზრდის შენელებამ, გაზრდილმა პოლიტიკურმა გაურკვევლობამ, გაცვლითი კურსის განახლებულმა ვოლატილობამ ან საგარეო გარემოს გაუარესებამ, შესაძლოა, საშუალოვადიან პერსპექტივაში ზეწოლა მოახდინოს დაკრედიტების ზრდაზე, აქტივების ხარისხსა და მომგებიანობაზე.