საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულებს იხსენებენ

© Ministry of Defence of Georgiaმუხათგვერდის სასაფლაო
მუხათგვერდის სასაფლაო - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2026
გამოწერა
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. მეორე დღეა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ოპოზიციონერები, საზოგადო მოღვაწეები და რიგითი მოქალაქეები იხსენებენ 2008 წლის ტრაგიკულ მოვლენებს – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალს და აგვისტოს ომში დაღუპულთა საფლავებს გვირგვინებითა და ყვავილებით ამკობენ.
შეიარაღებული კონფლიქტის დროს საქართველოს მხრიდან 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
თბილისში მუხათგვერდის სასაფლაო, სადაც 2008 წლის აგვისტოში დაღუპული ქართველი ჯარისკაცები ასვენია, მთავარი ადგილია, სადაც დილიდან მიდიან პოლიტიკოსები და დაღუპულთა ოჯახის წევრები. საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ არსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში დაშვებულია სახელმწიფო დროშები.
2008 წლის აგვისტოს დასაწყისში ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის ზონაში საქართველოსა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის მასშტაბური სამხედრო შეტაკება დაიწყო. რუსეთმა ეს შეაფასა როგორც აგრესიის აქტი, გამოაცხადა მშვიდობის იძულების ოპერაციის დაწყების შესახებ, ორი მიმართულებიდან შემოიყვანა ჯარი და ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი, ასევე მიმდებარე ტერიტორიები დაიკავა.
საერთაშორისო თანამეგობრობის და პირადად საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის შუამდგომლობით 12 აგვისტოს გაფორმდა ე.წ. ექვსპუნქტიანი შეთანხმება. დოკუმენტზე ხელმოწერის შედეგად შეწყდა საომარი მოქმედებები და რუსეთმა სამხედრო ნაწილების გაყვანა დაიწყო ე.წ. ბუფერული ზონებიდან.
აგვისტოს ომის შემდეგ რუსულმა მხარემ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცალმხრივად აღიარა. ამის საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და კონფლიქტის ზონები საკანონმდებლო დონეზე ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლის არჩევნების შედეგად მოვიდა, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.
ყველა ახალი ამბავი
0