https://sputnik-georgia.com/20260808/saqartvelos-saertashoriso-rezervebi-istoriul-maqsimumzea-300021483.html
საქართველოს საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა
საქართველოს საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა
Sputnik საქართველო
მიქაბაძის განცხადებით, საერთაშორისო რეზერვების ზრდასთან ერთად ეროვნული ბანკი აქტიურად აგრძელებს სარეზერვო აქტივების დივერსიფიკაციასაც. 08.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-08T14:32+0400
2026-08-08T14:32+0400
2026-08-08T14:32+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/19/282609599_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_77a16c8553e431431174ac45550a9315.jpg
თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. 2026 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს - 7,53 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 50%-ით მეტია, განაცხადა ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ.საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის.წინა ჯერზე ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ მაქსიმუმს 2026 წლის 30 ივნისს – 7,12 მილიარდ დოლარს მიაღწია.მისი შეფასებით, რეზერვების ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ადეკვატურობის მაჩვენებლებიც.მიქაბაძის განცხადებით, საერთაშორისო რეზერვების ზრდასთან ერთად ეროვნული ბანკი აქტიურად აგრძელებს სარეზერვო აქტივების დივერსიფიკაციასაც.„2026 წლის ივნისში ეროვნულმა ბანკმა დამატებით 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა. შედეგად, დღეის მდგომარეობით, ოქროს წილი საერთაშორისო რეზერვებში 13.5 პროცენტს შეადგენს“, - განაცხადა მიქაბაძემ.2026 წლის ივნისში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 612,6 მილიონი დოლარი, საერთაშორისო რეზერვების საერთო მოცულობამ კი 7,12 მილიარდი დოლარი შეადგინა.კერძოდ, ივნისში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 612,6 მილიონი დოლარით შეავსო. 2026 წლის იანვარ-ივნისში ჯამურმა წმინდა შესყიდვამ 2,1 მილიონი დოლარი შეადგინა.2026 წელს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 25 აგვისტოს გამოაქვეყნებს.2025 წელს საერთაშორისო რეზერვები 1.709,5 მილიონი დოლარით გაიზარდა, 2024 წელს 562,1 მილიონი დოლარით შემცირდა, ხოლო 2023 წელს 101,5 მილიონი დოლარით გაიზარდა.საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურაუცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის რეზერვების ძირითად ნაწილს წარმოადგენს და 6 მილიარდ დოლარს შეადგენს, ნათქვამია მარეგულირებლის ვებგვერდზე.მათი სტრუქტურა მოიცავს ფასიან ქაღალდებში განთავსებულ სახსრებს (4,1 მილიარდი აშშ დოლარი) და ვალუტას, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშებზე (1,9 მლრდ აშშ დოლარი).გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (ნასესხობის სპეციალური უფლება) – 475 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 29,7 ათას დოლარს შეადგენს. ოქროში სახსრებმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა. რეზერვებში ოქრო შეადგენს 1,014 მლრდ დოლარს (რეზერვების მთლიანი მოცულობის 13,5%).სავალუტო რეზერვების სტრუქტურაში სხვა აქტივების ღირებულება უარყოფითია - 191,2 ათასი დოლარი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/19/282609599_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_2e36bcc86a57fa019cf30e51efe513a5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველოს საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა
მიქაბაძის განცხადებით, საერთაშორისო რეზერვების ზრდასთან ერთად ეროვნული ბანკი აქტიურად აგრძელებს სარეზერვო აქტივების დივერსიფიკაციასაც.
თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. 2026 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს - 7,53 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 50%-ით მეტია, განაცხადა ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ.
საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის.
წინა ჯერზე ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ მაქსიმუმს 2026 წლის 30 ივნისს – 7,12 მილიარდ დოლარს მიაღწია.
„საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია რეზერვების დაგროვებისკენ, რადგან სწორედ საერთაშორისო რეზერვები წარმოადგენს ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვან გარანტორს. შესაბამისად, როდესაც სავალუტო ბაზარზე ხელსაყრელი მდგომარეობაა, ეროვნული ბანკი ყოველთვის ავსებს ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს“, -განაცხადა მიქაბაძემ.
მისი შეფასებით, რეზერვების ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ადეკვატურობის მაჩვენებლებიც.
„მიმდინარე შეფასებით კი საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელი (ARA Metric) 118,7 პროცენტს შეადგენს", - აღნიშნა მიქაბაძემ.
მიქაბაძის განცხადებით, საერთაშორისო რეზერვების ზრდასთან ერთად ეროვნული ბანკი აქტიურად აგრძელებს სარეზერვო აქტივების დივერსიფიკაციასაც.
„2026 წლის ივნისში ეროვნულმა ბანკმა დამატებით 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა. შედეგად, დღეის მდგომარეობით, ოქროს წილი საერთაშორისო რეზერვებში 13.5 პროცენტს შეადგენს“, - განაცხადა მიქაბაძემ.
2026 წლის ივნისში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 612,6 მილიონი დოლარი, საერთაშორისო რეზერვების საერთო მოცულობამ კი 7,12 მილიარდი დოლარი შეადგინა.
კერძოდ, ივნისში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 612,6 მილიონი დოლარით შეავსო. 2026 წლის იანვარ-ივნისში ჯამურმა წმინდა შესყიდვამ 2,1 მილიონი დოლარი შეადგინა.
2026 წელს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:
იანვარი - 86,6 მლნ დოლარი
თებერვალი - 429,3 მლნ დოლარი
აპრილი - 333,3 მლნ დოლარი
ივნისი - 612,6 მლნ დოლარი.
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 25 აგვისტოს გამოაქვეყნებს.
2025 წელს საერთაშორისო რეზერვები 1.709,5 მილიონი დოლარით გაიზარდა, 2024 წელს 562,1 მილიონი დოლარით შემცირდა, ხოლო 2023 წელს 101,5 მილიონი დოლარით გაიზარდა.
საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურა
უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის რეზერვების ძირითად ნაწილს წარმოადგენს და 6 მილიარდ დოლარს შეადგენს, ნათქვამია მარეგულირებლის ვებგვერდზე.
მათი სტრუქტურა მოიცავს ფასიან ქაღალდებში განთავსებულ სახსრებს (4,1 მილიარდი აშშ დოლარი) და ვალუტას, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშებზე (1,9 მლრდ აშშ დოლარი).
გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (ნასესხობის სპეციალური უფლება) – 475 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 29,7 ათას დოლარს შეადგენს. ოქროში სახსრებმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა. რეზერვებში ოქრო შეადგენს 1,014 მლრდ დოლარს (რეზერვების მთლიანი მოცულობის 13,5%).
სავალუტო რეზერვების სტრუქტურაში სხვა აქტივების ღირებულება უარყოფითია - 191,2 ათასი დოლარი.