https://sputnik-georgia.com/20260808/sapatriarqo-pativit-vixsenebt-dagupul-gmirebs-300024003.html
საპატრიარქო: პატივით ვიხსენებთ სამშობლოსთვის დაღუპულ გმირებს
საპატრიარქო: პატივით ვიხსენებთ სამშობლოსთვის დაღუპულ გმირებს
Sputnik საქართველო
დღეს, 8 აგვისტოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოქმედ ტაძრებში აღევლინება საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდები ომში დაღუპულთა სულების საოხად. 08.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-08T12:29+0400
2026-08-08T12:29+0400
2026-08-08T12:29+0400
საქართველო
საქართველოს საპატრიარქო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24439/61/244396160_0:87:2000:1212_1920x0_80_0_0_936cb532f699ae8a165905a1d28c996c.jpg
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. დღეს განსაკუთრებული პატივითა და კრძალვით ვიხსენებთ საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებსა და სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს, ქვეყნის თავისუფლებასა და ღირსებას, ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულებს იხსენებენ. ტრადიციულად, ამ დღეს პოლიტიკოსებსა და რიგით მოქალაქეებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალს ყვავილებით და გვირგვინებით ამკობენ. საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები.როგორც განცხადებაშია ნათქვამი, იმ მძიმე დღეებში უმნიშვნელოვანესი იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი.დღეს, 8 აგვისტოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოქმედ ტაძრებში აღევლინება საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდები ომში დაღუპულთა სულების საოხად.2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ცალმხრივად აღიარა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. თბილისმა საპასუხოდ მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და კონფლიქტის ზონები ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა.მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლის არჩევნების შედეგად მოვიდა, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.საქართველოს მხრიდან შეირაღებული კონფლიქტის დროს 400 ადამიანი დაიღუპა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24439/61/244396160_134:0:1867:1300_1920x0_80_0_0_5a3837cc7580c335022727a06be998da.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, საზოგადოება, ახალი ამბები
საპატრიარქო: პატივით ვიხსენებთ სამშობლოსთვის დაღუპულ გმირებს
დღეს, 8 აგვისტოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოქმედ ტაძრებში აღევლინება საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდები ომში დაღუპულთა სულების საოხად.
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. დღეს განსაკუთრებული პატივითა და კრძალვით ვიხსენებთ საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებსა და სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს, ქვეყნის თავისუფლებასა და ღირსებას, ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულებს იხსენებენ. ტრადიციულად, ამ დღეს პოლიტიკოსებსა და რიგით მოქალაქეებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალს ყვავილებით და გვირგვინებით ამკობენ. საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, იმ მძიმე დღეებში უმნიშვნელოვანესი იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი.
„2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დღეებში ჩვენმა ქვეყანამ უმძიმესი ტკივილი განიცადა – ტერიტორიების ოკუპაცია, ათასობით თანამოქალაქის მიერ მშობლიური კერის იძულებით დატოვება და ძვირფასი შვილების დაკარგვა საქართველოს ისტორიის უმძიმესი ფურცელია. უმძიმესი საფრთხის მიუხედავად, ეკლესიის წარმომადგენლები, საკუთარი სიცოცხლის ფასად ცდილობდნენ ტყვეების, დაჭრილებისა და ბრძოლაში დაღუპული ადამიანების საომარი ტერიტორიიდან გამოყვანას, რათა გარდაცვლილთათვის ღირსეული პატივი მიეგოთ, ხოლო ცოცხალთათვის დახმარება და ნუგეში აღმოეჩინათ", - ნათქვამია განცხადებაში.
დღეს, 8 აგვისტოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოქმედ ტაძრებში აღევლინება საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდები ომში დაღუპულთა სულების საოხად.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ცალმხრივად აღიარა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. თბილისმა საპასუხოდ მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და კონფლიქტის ზონები ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლის არჩევნების შედეგად მოვიდა, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.
საქართველოს მხრიდან შეირაღებული კონფლიქტის დროს 400 ადამიანი დაიღუპა.