პრემიერი: ქართველი ხალხისთვის რუსოფობია დამახასიათებელი არ არის

© Courtesy of Irakli Kobakhidzeირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2026
გამოწერა
კობახიძემ ანტირუსულ კამპანიებს გარე ძალების მიერ ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის მცდელობა უწოდა
თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. ქართველი ხალხისთვის რუსოფობია დამახასიათებელი არ არის და არის მხოლოდ მისი ხელოვნურად წარმოჩენის მცდელობები, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მიმდინარე კვირაში პრემიერმა აღნიშნა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა გააძლიერეს რადიკალური ანტირუსული რიტორიკა, რომელსაც მხარს უჭერენ გარე ძალები.
„ქართველი ხალხისთვის არც რუსოფობია და არც რაიმე სხვა ფობია არ არის დამახასიათებელი და როდესაც ხელოვნურად ცდილობ გააღვივო რუსოფობია ქვეყანაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ქვეყანას უწყობ პროვოკაციას", - განაცხადა კობახიძემ.
მან საზოგადოებას ბოლო წლების რამდენიმე ხმაურიანი საპროტესტო აქცია შეახსენა, მათ შორის, 2022 წელს ოპოზიციის პროტესტი რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის წინააღმდეგ და მათ „უცხოელი აგენტების მიერ ორგანიზებული მიზანმიმართული კამპანია“ უწოდა.
„ქართველი ხალხი არ არის რუსოფობი. რუსოფობები არიან უცხოელი აგენტები. როდესაც ვერ მიაღწიეს საქართველოს ომში ჩართვას, სამი სხვადასხვა რუსოფობიული კამპანია დაიწყეს", - აღნიშნა მან.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ განაცხადა, რომ გარკვეული დასავლელი და უკრაინელი პოლიტიკოსები საქართველოს მთავრობას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დაწყებისკენ მოუწოდებდნენ, რითაც გაიხსნებოდა „მეორე ფრონტი“ და ქვეყანა რუსეთთან დაპირისპირებაში ჩაერთვებოდა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, სწორედ ამ ნაბიჯზე უარის თქმამ გამოიწვია ურთიერთობების გაცივება დასავლეთთან.
საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის დაწყებიდან მალევე გახდა ქართული ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების კრიტიკის ობიექტი. თავდაპირველად მიზეზი გახდა უკრაინაში მოხალისეების ორგანიზებულ გაგზავნაზე უარის თქმა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს შეიარაღებულ კონფლიქტში ქვეყნის პირდაპირ ჩართვას ნიშნავდა.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობას ბრალი დასდეს რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარების გაწევაში. თუმცა, 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების კოორდინატორებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული მუშაობა.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ საკუთარი სანქციების დაწესებაზე და განაცხადა, რომ ამით მხოლოდ თბილისი დაზარალდებოდა. ამასთან, საქართველო იცავს საერთაშორისო სანქციებს და უკრაინას პოლიტიკურსა და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უწევს.
ყველა ახალი ამბავი
0