პრემიერი: S&P-ის პროგნოზის ცვლილება საქართველოს წარმატებაზე მეტყველებს

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2026
გამოწერა
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს გრძელვადიანი სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე დაადასტურა, პერსპექტივა კი სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა.
ТБИЛИСИ, 8 авг — Sputnik. საერთაშორისო რეიტინგული სააგენტო S&P Global Ratings-ის პროგნოზის ცვლილება საქართველოს ეკონომიკურ წარმატებაზე მეტყველებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს გრძელვადიანი სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე დაადასტურა, პერსპექტივა კი სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა.
„პერსპექტივის ცვლილება არის ძალიან მნიშვნელოვანი - სტაბილურიდან დადებითისკენ, რაც ბუნებრივია გამოწვეულია იმ ტენდენციებით, რაც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ქვეყანაში და ქართულ ეკონომიკაში", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საუბარია ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპებზე, ეფექტიან ეკონომიკურ პოლიტიკასა და კორუფციასთან ბრძოლაში გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებზე.
„მაღალ დონეზე სრულად აღმოფხვრილია კორუფცია. ბუნებრივია, გაგრძელდება ბრძოლა დაბალ დონეზე კორუფციის წინააღმდეგ. რაც შეეხება პოლიტიკურ ეშელონებს, მთლიანად არის აღმოფხვრილი კორუფცია მაღალ დონეზე. ეს პირდაპირ აისახება ეკონომიკურ მაჩვენებლებზე", - განაცხადა კობახიძემ.
ანალიტიკოსების შეფასებით, პოზიტიური პროგნოზი ეფუძნება მოლოდინებს, რომ საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლების სტაბილური გაუმჯობესება გაგრძელდება.
ანგარიშში ნათქვამია, რომ პოლიტიკური მოვლენების მიუხედავად, საქართველო აგრძელებს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდის ტემპის დემონსტრირებას. ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 8,3%-ით გაიზარდა. ზრდა მდგრადი დარჩა 2026 წლის დასაწყისშიც, ძირითადად კერძო მოხმარების წყალობით, მაშინ როდესაც რეგიონული დაძაბულობის გავლენა ეკონომიკაზე ჯერჯერობით შეზღუდულია.
S&P Global Ratings-ის მოლოდინია, რომ 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 6,4% -მდე გაიზრდება, მომდევნო წლებში კი ზრდის ტემპი დაახლოებით 5%-ს დაუბრუნდება.
ყველა ახალი ამბავი
0