https://sputnik-georgia.com/20260808/anakliis-portis-parametrebi-ar-shemcirebula-300025629.html
„ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“: ანაკლიის პორტის პარამეტრები არ შემცირებულა
„ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“: ანაკლიის პორტის პარამეტრები არ შემცირებულა
Sputnik საქართველო
ადმინისტრაციის განმარტებით, უსაფუძვლო და არაკომპეტენტურია მტკიცება, თითქოს პროექტის დაზუსტებული პარამეტრები გემების უსაფრთხო მიღებას გაართულებს. 08.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-08T17:13+0400
2026-08-08T17:13+0400
2026-08-08T17:13+0400
საქართველო
ანაკლია
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24611/88/246118827_0:23:1591:918_1920x0_80_0_0_e97f162e58e5cd90b20792c9c3cbc17f.jpg
თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. ანაკლიის პორტის პარამეტრები და მასშტაბი არ შემცირებულა, ისევე როგორც პირველი ფაზით გათვალისწინებული ფუნქციური შესაძლებლობები, ასე გამოეხმაურა ანაკლიის საზღვაო ნავსადგური მედიასა და პოლიტიკურ წრეებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პროექტის პარამეტრები და აკვატორიის მასშტაბები შემცირდა და პორტის შესაძლებლობები შეიზღუდა.ნავსადგურის ადმინისტრაციის განმარტებით, უსაფუძვლო და არაკომპეტენტურია მტკიცება, თითქოს პროექტის დაზუსტებული პარამეტრები გემების უსაფრთხო მიღებას გაართულებს.ნავსადგურის ადმინისტრაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პროექტის პირველი ფაზით გათვალისწინებული არცერთი ფუნქციური მახასიათებელი, სიღრმე თუ მასშტაბი არ შეკვეცილა და პორტი სრულად უპასუხებს საერთაშორისო სტანდარტებს. ამასთან, Design & Build კონტრაქტის ფარგლებში საბაზისო პროექტის შემდეგ, 100%-იანი დეტალური პროექტი მომზადდა, რომლის დროსაც, დამატებითი ჰიდროლოგიური, გეოლოგიური, ბათიმეტრიული, ჰიდროდინამიკური და ნავიგაციური კვლევების საფუძველზე დაზუსტდა როგორც ფსკერდაღრმავების, ისე ტალღმტეხისა და შემოსასვლელი არხის პარამეტრები.„არასწორია მტკიცება, თითქოს 17.5-18 მეტრის სიღრმე Panamax-ის ტიპის გემების მიღებას ზღუდავს. ასევე არასწორია 7.5 მლნ მ³ და 5.25 მლნ მ³ ფსკერული მასალის პირდაპირი შედარება. პირველი მაჩვენებელი განისაზღვრა საბაზისო პროექტის ეტაპზე საკონსულტაციო-საინჟინრო კომპანია Royal HaskoningDHV-ის მიერ, რომელმაც ასევე განსაზღვრა საბოლოო - 5.25 მლნ მ³, რაც არის დეტალური პროექტირებისა და განახლებული ბათიმეტრიული მონაცემების საფუძველზე დაზუსტებული მოცულობა შემოსასვლელი და მოსაბრუნებელი არხებისთვის. ამასთან, ნავმისადგომების მოწყობის ეტაპზე დამატებით, დაახლოებით 3 მლნ მ³-მდე მასალის ამოღებაა გათვალისწინებული. შესაბამისად, ამ მონაცემებით პორტის "შემცირებაზე" დასკვნის გაკეთება ტექნიკურად მცდარია", - ნათქვამია განცხადებაში.ადმინისტრაცია ასევე უსაფუძვლოსა და სრულიად არაკომპეტენტურს უწოდებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ პროექტის დაზუსტებული პარამეტრები გემების უსაფრთხო მიღებას გაართულებს. ადმინისტრაციის განმარტებით, ანაკლიის პროეექტზე მუშაობენ მაღალი დონის საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები. უშუალოდ საზღვაო-ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ქართველ პარტნიორებთან ერთად კი ახორციელებს მსოფლიოში წამყვანი საზღვაო-სამშენებელო კომპანია Jan De Nul, რომელიც ევროპული ე.წ. ,,დიდი ოთხეულის” წევრია. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის მართვისა და განვითარების სტრატეგია ფუნდამენტურად შეიცვალა - კერძოდ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ე.წ. ლენდლორდის მოდელით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს.„ლენდლორდის“ მოდელი გულისხმობს, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება პორტის წილების 100% ადრე გამოცხადებული 51%-იანი წილის ნაცვლად, ხოლო ტერმინალები, რომლებიც მის ტერიტორიაზე აშენდება და განკუთვნილია როგორც მშრალი, ისე კონტეინერული ტვირთისთვის, იჯარით გადაეცემა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს.პორტის მშენებლობა 2024 წლის სექტემბერში დაიწყო. პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას (დაღრმავება, ტალღმჭრელის პროექტირება და მშენებლობა) უმსხვილესი ბელგიური კომპანია Jan De Nul ახორციელებს, რომელთანაც სახელმწიფომ ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტის თანახმად, საზღვაო სამუშაოები 3 წლის შემდეგ დასრულდება.მთავრობის ამოცანაა 2029 წლისთვის დაასრულოს პირველი ფაზის სამუშაოები და მიიღოს პირველი გემები ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში.როგორც ხელისუფლებაში განაცხადეს, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველ ეტაპზე ჯამში 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, ხოლო ამ ეტაპის დასრულების შემდეგ პორტი წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს მოემსახურება.ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი China Communications Construction Company Limited & China Harbour Investment Pte. Ltd. ერთადერთი კომპანია გახდა, რომელიც ანაკლიის პორტის განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესდა.საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მასთან ხელშეკრულებას ხელი არაუგვიანეს 2025 წლის ზაფხულისა მოეწერება, თუმცა მოლაპარაკებები ინვესტორთან დღემდე გრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24611/88/246118827_168:0:1423:941_1920x0_80_0_0_82f94a782787fae89e71bd5de36394e1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ანაკლია, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ანაკლია, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
„ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“: ანაკლიის პორტის პარამეტრები არ შემცირებულა
ადმინისტრაციის განმარტებით, უსაფუძვლო და არაკომპეტენტურია მტკიცება, თითქოს პროექტის დაზუსტებული პარამეტრები გემების უსაფრთხო მიღებას გაართულებს.
თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. ანაკლიის პორტის პარამეტრები და მასშტაბი არ შემცირებულა, ისევე როგორც პირველი ფაზით გათვალისწინებული ფუნქციური შესაძლებლობები, ასე გამოეხმაურა ანაკლიის საზღვაო ნავსადგური მედიასა და პოლიტიკურ წრეებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პროექტის პარამეტრები და აკვატორიის მასშტაბები შემცირდა და პორტის შესაძლებლობები შეიზღუდა.
ნავსადგურის ადმინისტრაციის განმარტებით, უსაფუძვლო და არაკომპეტენტურია მტკიცება, თითქოს პროექტის დაზუსტებული პარამეტრები გემების უსაფრთხო მიღებას გაართულებს.
„ეს ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას, წარმოადგენს ფაქტებით მანიპულაციას და მიზნად ისახავს პროექტის დისკრედიტაციას. ანაკლიის პორტის პარამეტრები არ შემცირებულა. არ შემცირებულა არც მასშტაბი და არც პირველი ფაზით გათვალისწინებული ფუნქციური შესაძლებლობები", - ნათქვამია განცხადებაში.
ნავსადგურის ადმინისტრაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პროექტის პირველი ფაზით გათვალისწინებული არცერთი ფუნქციური მახასიათებელი, სიღრმე თუ მასშტაბი არ შეკვეცილა და პორტი სრულად უპასუხებს საერთაშორისო სტანდარტებს. ამასთან, Design & Build კონტრაქტის ფარგლებში საბაზისო პროექტის შემდეგ, 100%-იანი დეტალური პროექტი მომზადდა, რომლის დროსაც, დამატებითი ჰიდროლოგიური, გეოლოგიური, ბათიმეტრიული, ჰიდროდინამიკური და ნავიგაციური კვლევების საფუძველზე დაზუსტდა როგორც ფსკერდაღრმავების, ისე ტალღმტეხისა და შემოსასვლელი არხის პარამეტრები.
„არასწორია მტკიცება, თითქოს 17.5-18 მეტრის სიღრმე Panamax-ის ტიპის გემების მიღებას ზღუდავს. ასევე არასწორია 7.5 მლნ მ³ და 5.25 მლნ მ³ ფსკერული მასალის პირდაპირი შედარება. პირველი მაჩვენებელი განისაზღვრა საბაზისო პროექტის ეტაპზე საკონსულტაციო-საინჟინრო კომპანია Royal HaskoningDHV-ის მიერ, რომელმაც ასევე განსაზღვრა საბოლოო - 5.25 მლნ მ³, რაც არის დეტალური პროექტირებისა და განახლებული ბათიმეტრიული მონაცემების საფუძველზე დაზუსტებული მოცულობა შემოსასვლელი და მოსაბრუნებელი არხებისთვის. ამასთან, ნავმისადგომების მოწყობის ეტაპზე დამატებით, დაახლოებით 3 მლნ მ³-მდე მასალის ამოღებაა გათვალისწინებული. შესაბამისად, ამ მონაცემებით პორტის "შემცირებაზე" დასკვნის გაკეთება ტექნიკურად მცდარია", - ნათქვამია განცხადებაში.
ადმინისტრაცია ასევე უსაფუძვლოსა და სრულიად არაკომპეტენტურს უწოდებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ პროექტის დაზუსტებული პარამეტრები გემების უსაფრთხო მიღებას გაართულებს.
„შემოსასვლელი არხის, მოსაბრუნებელი აკვატორიისა და ტალღმტეხის პარამეტრები სწორედ ნავიგაციური უსაფრთხოებისა და რეალური ჰიდროდინამიკური პირობების გათვალისწინებით განისაზღვრა", - აღნიშნულია განცხადებაში.
ადმინისტრაციის განმარტებით, ანაკლიის პროეექტზე მუშაობენ მაღალი დონის საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები. უშუალოდ საზღვაო-ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ქართველ პარტნიორებთან ერთად კი ახორციელებს მსოფლიოში წამყვანი საზღვაო-სამშენებელო კომპანია Jan De Nul, რომელიც ევროპული ე.წ. ,,დიდი ოთხეულის” წევრია.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის მართვისა და განვითარების სტრატეგია ფუნდამენტურად შეიცვალა - კერძოდ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ე.წ. ლენდლორდის მოდელით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს.
„ლენდლორდის“ მოდელი გულისხმობს, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება პორტის წილების 100% ადრე გამოცხადებული 51%-იანი წილის ნაცვლად, ხოლო ტერმინალები, რომლებიც მის ტერიტორიაზე აშენდება და განკუთვნილია როგორც მშრალი, ისე კონტეინერული ტვირთისთვის, იჯარით გადაეცემა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს.
პორტის მშენებლობა 2024 წლის სექტემბერში დაიწყო. პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას (დაღრმავება, ტალღმჭრელის პროექტირება და მშენებლობა) უმსხვილესი ბელგიური კომპანია Jan De Nul ახორციელებს, რომელთანაც სახელმწიფომ ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტის თანახმად, საზღვაო სამუშაოები 3 წლის შემდეგ დასრულდება.
მთავრობის ამოცანაა 2029 წლისთვის დაასრულოს პირველი ფაზის სამუშაოები და მიიღოს პირველი გემები ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში.
როგორც ხელისუფლებაში განაცხადეს, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველ ეტაპზე ჯამში 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, ხოლო ამ ეტაპის დასრულების შემდეგ პორტი წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს მოემსახურება.
ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი China Communications Construction Company Limited & China Harbour Investment Pte. Ltd. ერთადერთი კომპანია გახდა, რომელიც ანაკლიის პორტის განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესდა.
საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მასთან ხელშეკრულებას ხელი არაუგვიანეს 2025 წლის ზაფხულისა მოეწერება, თუმცა მოლაპარაკებები ინვესტორთან დღემდე გრძელდება.