კალათბურთი: აგვისტოს მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

© Georgian Basketball Federationკალათბურთი
კალათბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2026
გამოწერა
ნაკრები აგვისტოში 4 მატჩს გამართავს, საიდანაც ორი ამხანაგური, ორი კი 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ოფიციალური შეხვედრაა.
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა 2026 წლის აგვისტოში დაგეგმილი მატჩებისთვის 15-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები აგვისტოში 4 მატჩს გამართავს, საიდანაც ორი ამხანაგური, ორი კი 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ოფიციალური შეხვედრაა.
ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპს მონტენეგროსთან თბილისური მატჩით დაიწყებს. შეხვედრა 28 აგვისტოს გაიმართება, 31 აგვისტოს კი ეროვნული გუნდი პორტუგალიაში გამართავს შეხვედრას.
ოფიციალურ მატჩებამდე ნაკრები 19 აგვისტოს დახურულ ამხანაგურ მატჩში ლიბანს, 23 აგვისტოს კი ღია ამხანაგურ მატჩში ისრაელს უმასპინძლებს.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა ამ თამაშებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.
მარკის რიდი
რატი ანდრონიკაშვილი
გიორგი ოჩხიკიძე
დუდა სანაძე
გიორგი კობახიძე
კახაბერ ჯინჭარაძე
ალექსანდრე ფევაძე
სანდრო მამუკელაშვილი
თორნიკე შენგელია
ბექა ბურჯანაძე
გიორგი კორსანტია
ალექსანდრე მერკვილაძე
გიორგი ტურძილაძე
ვილი ისიანი
გოგა ბითაძე.
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის შემდეგ ორი მოგებითა და ოთხი წაგებით მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადავიდა.
მეორე ჯგუფური ეტაპი 2026 წლის აგვისტოსა და ნოემბერში, ასევე 2027 წლის თებერვალში გაიმართება.
მსოფლიო ჩემპიონატი 2027
მომავალ მსოფლიო ჩემპიონატს 2027 წლის 27 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით კატარი უმასპინძლებს. მასპინძლის სტატუსიდან გამომდინარე, კატარი ამ დროისთვის ერთადერთი გუნდია, ვისაც ტურნირზე თამაში გარანტირებული აქვს. ჩემპიონატში სულ 32 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, კვოტები კი კონტინენტების მიხედვით ასე ნაწილდება:
ევროპა: 12 ადგილი
ამერიკა: 7 ადგილი
აზია-ოკეანეთი: 7 ადგილი
აფრიკა: 5 ადგილი.
ყველა ახალი ამბავი
0