https://sputnik-georgia.com/20260807/ukanono-tkitsargebloba-ivlisis-monacemebi-300003377.html
უკანონო ტყითსარგებლობა: ივლისის მონაცემები
უკანონო ტყითსარგებლობა: ივლისის მონაცემები
Sputnik საქართველო
2025 წელს ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. 07.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-07T16:00+0400
2026-08-07T16:00+0400
2026-08-07T16:00+0400
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება
სტატისტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24151/91/241519108_47:0:1163:628_1920x0_80_0_0_f5895dd2b029dec500473f2872fc7100.jpg
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის ივლისში სამართალდარღვევის 48 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 41 ფაქტი ხეტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ქვეყნის მასშტაბით ჯამში ამოღებულია ჯამში ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 46 კუბურ მეტრამდე მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხეტყე - საშეშე და სამასალე მერქანი, რომელიც სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა. გამოვლენილია სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 5 ფაქტიც - მცხეთა-მთიანეთის, გურიის, შიდა ქართლის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში. ასევე გამოვლენილია 2 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო სამცხე-ჯავახეთისა და იმერეთის რეგიონში. ქვეყნის მასშტაბით ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა პირველი შვიდი თვის განმავლობაში ხეტყის უკანონო მოპოვების 439 ფაქტი გამოავლინეს. უკანონო ტყეთსარგებლობასთან ბრძოლა 2025 წელს ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. ცვლილებების მიხედვით, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოპოვებისა და ტრანსპორტირების შესახებ კანონმდებლობის განმეორებითი დარღვევა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული გახდა. კერძოდ, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისა და ტრანსპორტირებისათვის პირველ შემთხვევაში გათვალისწინებული იყო 2 ათასი ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 5 ათასი ლარი. ცვლილების შემდეგ, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ სისხლის სამართლებრივ დანაშაულად ფასდება. 2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ. ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში. ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს. საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24151/91/241519108_186:0:1023:628_1920x0_80_0_0_0c05757e2c28f93af65f9bcf43086e13.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, სტატისტიკა, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, სტატისტიკა, ახალი ამბები
უკანონო ტყითსარგებლობა: ივლისის მონაცემები
2025 წელს ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა.
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის ივლისში სამართალდარღვევის 48 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 41 ფაქტი ხეტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქვეყნის მასშტაბით ჯამში ამოღებულია ჯამში ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 46 კუბურ მეტრამდე მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხეტყე - საშეშე და სამასალე მერქანი, რომელიც სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.
ხეტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 10 - სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთში, 4 - სამცხე-ჯავახეთში, 1 - რაჭა -ლეჩხუმ ქვემო სვანეთში, 8 - ქვემო ქართლის რეგიონში, 4 -გურიაში, 4 -სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 7 - კახეთში,ხოლო 3 - შიდა ქართლის რეგიონში.
გამოვლენილია სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 5 ფაქტიც - მცხეთა-მთიანეთის, გურიის, შიდა ქართლის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში. ასევე გამოვლენილია 2 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო სამცხე-ჯავახეთისა და იმერეთის რეგიონში.
ქვეყნის მასშტაბით ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა პირველი შვიდი თვის განმავლობაში ხეტყის უკანონო მოპოვების 439 ფაქტი გამოავლინეს.
უკანონო ტყეთსარგებლობასთან ბრძოლა
2025 წელს ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. ცვლილებების მიხედვით, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოპოვებისა და ტრანსპორტირების შესახებ კანონმდებლობის განმეორებითი დარღვევა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული გახდა.
კერძოდ, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისა და ტრანსპორტირებისათვის პირველ შემთხვევაში გათვალისწინებული იყო 2 ათასი ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 5 ათასი ლარი. ცვლილების შემდეგ, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ სისხლის სამართლებრივ დანაშაულად ფასდება.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.