უაქციზო სიგარეტთან ბრძოლა: 7 თვეში 326 ფაქტი გამოვლინდა

© Investigation Service of the Ministry of Financeკონტრაბანდული სიგარეტი
კონტრაბანდული სიგარეტი - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2026
გამოწერა
კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმის საერთო რაოდენობამ 76.655 კოლოფი სიგარეტი შეადგინა.
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 2026 წლის 7 თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად სიგარეტის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-რეალიზაციის 300-ზე მეტი ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის პერიოდში გამოვლენილია 76.655 კოლოფი სიგარეტის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-რეალიზაციის 326 ფაქტი.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის შესაბამისად კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი.
176 ფაქტზე სამართალდამრღვევი პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით სასამართლოს გადაეგზავნა.
9 ფაქტზე კი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა, ხოლო დანარჩენი 141 ფაქტი ჩაითვალა არაიდენტიფიცირებულ შემთხვევად და შედგა ამოღების ოქმები.
სიგარეტის კონტრაბანდა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად 2019 წლის შემდეგ იქცა. მაშინ ქვეყანაში თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობის გამო მკვეთრად გაიზარდა ფასები სიგარეტსა და თუთუნზე. მას შემდეგ შემოსავლების სამსახური ქვეყანაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შემოტანა–რეალიზაციაზე განსაკუთრებულ კონტროლს ახორციელებს.
ყველა ახალი ამბავი
0