https://sputnik-georgia.com/20260807/saqartveloshi-kontrabanduli-oqros-shemotana-agkvetes-300006059.html
საქართველოში დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანა სცადეს
საქართველოში დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანა სცადეს
Sputnik საქართველო
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულება 187 ათას ლარს აჭარბებს 07.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-07T18:27+0400
2026-08-07T18:27+0400
2026-08-07T18:27+0400
საქართველო
შემოსავლების სამსახური
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24166/87/241668718_0:51:1723:1020_1920x0_80_0_0_0cf60860555dcac8278a9997e5f20f34.jpg
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. საბაჟო-გამშვებ პუნქტებში „თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა. ამის სესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, მებაჟე-ოფიცრებმა საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში - 652 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები, მათ შორის ოქროს ზოდი და მონეტები აღმოაჩინეს. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 187,7 ათასი ლარი შეადგინა. 3 კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა, ხოლო 4 პირი საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად სანქციის სახით ჯამში - 36 205 ლარით დაჯარიმდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24166/87/241668718_147:0:1576:1072_1920x0_80_0_0_6240919e3ef4fae0c228e3a0a5ff8003.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემოსავლების სამსახური , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, შემოსავლების სამსახური , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველოში დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანა სცადეს
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულება 187 ათას ლარს აჭარბებს
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. საბაჟო-გამშვებ პუნქტებში „თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა. ამის სესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, მებაჟე-ოფიცრებმა საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში - 652 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები, მათ შორის ოქროს ზოდი და მონეტები აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 187,7 ათასი ლარი შეადგინა.
3 კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა, ხოლო 4 პირი საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად სანქციის სახით ჯამში - 36 205 ლარით დაჯარიმდა.