https://sputnik-georgia.com/20260807/sakonstitucio-sasamartlom-ombudsmenis-sarcheli-gansaxilvelad-miigo-300012602.html
საკონსტიტუციო სასამართლომ „შეკრების შესახებ“ ომბუდსმენის სარჩელი განსახილველად მიიღო
საკონსტიტუციო სასამართლომ „შეკრების შესახებ“ ომბუდსმენის სარჩელი განსახილველად მიიღო
Sputnik საქართველო
ომბუდსმენმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით, რომლითაც შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთათვის განსაზღვრული აკრძალვების, მათ შორის, სახის ნიღბით ან... 07.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-07T17:43+0400
2026-08-07T17:43+0400
2026-08-07T18:39+0400
საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს სახალხო დამცველი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/10/283305496_0:0:1728:972_1920x0_80_0_0_b3a86531b87fdc27644a39ad9c0f937f.jpg
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონით განსაზღვრულ რიგ აკრძალვებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო, ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით, რომლითაც შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთათვის განსაზღვრული აკრძალვების, მათ შორის, სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის აკრძალვა საჩივრდება, 2026 წლის 20 იანვარს მიმართა.კონსტიტუციურ სარჩელში საუბარია შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესთან დაკავშირებულ შეზღუდვებზე, როგორიცაა: სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის აკრძალვა, ასევე ისეთ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობის მიღების აკრძალვა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყდა. ომბუსმენის აპარატის განცხადებით, ასევე არსებითად განიხილება ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლებების შექმნა და ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა იმ შემთხვევაში, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა; და დროებითი კონსტრუქციების მოწყობის აკრძალვის კონსტიტუციურობა.უწყების ცნობით, აღნიშნულ შინაარსობრივ აკრძალვებს სასამართლო საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებასთან მიმართებით განიხილავს. გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული უალტერნატივო პატიმრობა და ამავე კოდექსით გათვალისწინებული საგამონაკლისო ჯარიმა, აგრეთვე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთა. „კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმისა და სანქციის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობა განიხილება, როგორც გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლებასთან, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სასჯელის პროპორციულობის პრინციპთან მიმართებით", - ნათქვამია განცხადებაში. კანონმდებლობის გამკაცრებათბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე საქართველოს პარლამენტმა 2025 წლის 10 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო, რომლითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული სამართლებრივი პასუხისმგებლობები გამკაცრდა. კერძოდ, აიკრძალა მანიფესტაციებზე სახის ნიღბით და ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა, ასევე პიროტექნიკის, ლაზერული და მკვეთრი გამოსხივების მქონე ნებისმიერი საშუალების გამოყენება - ცვლილებები მას შემდეგ იქნა ინიცირებული, რაც ათობით პოლიციელმა მიიღო დამწვრობა და დაშავდა საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციებზე, რა დროსაც მომიტინგეები მასობრივად იყენებდნენ პიროტექნიკას.ცვლილებები გამორიცხავს საპროტესტო აქციის წესების დარღვევისთვის, მათ შორის, მოძრაობის შეფერხებისთვის ჯარიმის დაკისრების შესაძლებლობას. პირველი დარღვევა 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, ხოლო განმეორებითი დარღვევა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ორ წლამდე ვადით.პროტესტი თბილისშისაქართველოში საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას.მომიტინგეებმა მთავრობა ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულეს და გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს. მოგვიანებით ამას კიდევ ორი მოთხოვნა დაემატა: დაკავებული პირების გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა მოთხოვნების შესრულებაზე და საპასუხოდ გადაწყვიტა საპროტესტო აქციების გამართვის წესების გამკაცრება, მათ შორის სტრატეგიული ობიექტების მიზანმიმართული პიკეტირების, გზების უსაფუძვლო ბლოკირების, ნიღბების ტარების აკრძალვა და ამ წესების დარღვევისთვის ჯარიმებისა და თავისუფლების აღკვეთის ვადის გაზრდა.აღნიშნული წესების შემოღების შემდეგ საპროტესტო აქციები პრაქტიკულად ჩაცხრა. მიუხედავად იმისა, რომ აქციები ყოველდღიურად იმართება, მათში მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/10/283305496_216:0:1512:972_1920x0_80_0_0_3b1591befd60a0508ae84f5f6a1d766e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საკონსტიტუციო სასამართლო, საქართველოს სახალხო დამცველი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საკონსტიტუციო სასამართლო, საქართველოს სახალხო დამცველი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საკონსტიტუციო სასამართლომ „შეკრების შესახებ“ ომბუდსმენის სარჩელი განსახილველად მიიღო
17:43 07.08.2026 (განახლებულია: 18:39 07.08.2026) ომბუდსმენმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით, რომლითაც შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთათვის განსაზღვრული აკრძალვების, მათ შორის, სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის აკრძალვა საჩივრდება, 2026 წლის 20 იანვარს მიმართა.
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონით განსაზღვრულ რიგ აკრძალვებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო, ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით, რომლითაც შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთათვის განსაზღვრული აკრძალვების, მათ შორის, სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის აკრძალვა საჩივრდება, 2026 წლის 20 იანვარს მიმართა.
კონსტიტუციურ სარჩელში საუბარია შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესთან დაკავშირებულ შეზღუდვებზე, როგორიცაა: სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის აკრძალვა, ასევე ისეთ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობის მიღების აკრძალვა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყდა.
„საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთათვის განსაზღვრულ აკრძალვებს, როგორიცაა: სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის ბლანკეტურად აკრძალვა, ასევე, იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობის მიღების აკრძალვა, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ომბუსმენის აპარატის განცხადებით, ასევე არსებითად განიხილება ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლებების შექმნა და ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა იმ შემთხვევაში, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა; და დროებითი კონსტრუქციების მოწყობის აკრძალვის კონსტიტუციურობა.
უწყების ცნობით, აღნიშნულ შინაარსობრივ აკრძალვებს სასამართლო საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებასთან მიმართებით განიხილავს.
გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული უალტერნატივო პატიმრობა და ამავე კოდექსით გათვალისწინებული საგამონაკლისო ჯარიმა, აგრეთვე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთა.
„კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმისა და სანქციის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობა განიხილება, როგორც გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლებასთან, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სასჯელის პროპორციულობის პრინციპთან მიმართებით", - ნათქვამია განცხადებაში.
კანონმდებლობის გამკაცრება
თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე საქართველოს პარლამენტმა 2025 წლის 10 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო, რომლითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული სამართლებრივი პასუხისმგებლობები გამკაცრდა.
კერძოდ, აიკრძალა მანიფესტაციებზე სახის ნიღბით და ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა, ასევე პიროტექნიკის, ლაზერული და მკვეთრი გამოსხივების მქონე ნებისმიერი საშუალების გამოყენება - ცვლილებები მას შემდეგ იქნა ინიცირებული, რაც ათობით პოლიციელმა მიიღო დამწვრობა და დაშავდა საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციებზე, რა დროსაც მომიტინგეები მასობრივად იყენებდნენ პიროტექნიკას.
ცვლილებები გამორიცხავს საპროტესტო აქციის წესების დარღვევისთვის, მათ შორის, მოძრაობის შეფერხებისთვის ჯარიმის დაკისრების შესაძლებლობას. პირველი დარღვევა 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, ხოლო განმეორებითი დარღვევა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ორ წლამდე ვადით.
საქართველოში საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას.
მომიტინგეებმა მთავრობა ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულეს და გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს. მოგვიანებით ამას კიდევ ორი მოთხოვნა დაემატა: დაკავებული პირების გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა მოთხოვნების შესრულებაზე და საპასუხოდ გადაწყვიტა საპროტესტო აქციების გამართვის წესების გამკაცრება, მათ შორის სტრატეგიული ობიექტების მიზანმიმართული პიკეტირების, გზების უსაფუძვლო ბლოკირების, ნიღბების ტარების აკრძალვა და ამ წესების დარღვევისთვის ჯარიმებისა და თავისუფლების აღკვეთის ვადის გაზრდა.
აღნიშნული წესების შემოღების შემდეგ საპროტესტო აქციები პრაქტიკულად ჩაცხრა. მიუხედავად იმისა, რომ აქციები ყოველდღიურად იმართება, მათში მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობს.