https://sputnik-georgia.com/20260807/ratom-gadaikvanes-garibashvili-cixidan-klinikashi-300000442.html
რატომ გადაიყვანეს ექს-პრემიერი ციხიდან კლინიკაში?
რატომ გადაიყვანეს ექს-პრემიერი ციხიდან კლინიკაში?
Sputnik საქართველო
ირაკლი ღარიბაშვილი 2026 წლის 12 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში დააკავეს - იგი განსაკუთრებით დიდი მასშტაბით უკანონო შემოსავლის გათეთრებაში... 07.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-07T11:27+0400
2026-08-07T11:27+0400
2026-08-07T11:27+0400
საქართველო
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282967807_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_434703002aa8c9cd70cd1dde6894ebb6.jpg
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს „კავკასიის მედიცინის ცენტრში" გეგმური კვლევები ჩაუტარდა, იუწყება „ტვ პირველი" ღარიბაშვილის ადვოკატებზე დაყრდნობით.ექს-პრემიერი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში 5 აგვისტოს გადაიყვანეს, სადაც ერთი ღამე გაატარა.ტელეკომპანიის ინფორმაციით, ღარიბაშვილს პრობლემა თირკმელებზე ჰქონდა.ირაკლი ღარიბაშვილი 2026 წლის 12 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში დააკავეს - იგი განსაკუთრებით დიდი მასშტაბით უკანონო შემოსავლის გათეთრებაში დამნაშავედ ცნეს და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.2025 წლის ოქტომბერში საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე ბრალი წარუდგინა - 24 ოქტომბერს სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი.2019 წლიდან 2024 წლამდე, თავდაცვის მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზე მუშაობისას, ღარიბაშვილი ფარულად და შენიღბულად ეწეოდა სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობას და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალს იღებდა. ღარიბაშვილმა თაღლითურად გაათეთრა დაახლოებით 5 მილიონი ლარის უკანონო შემოსავალი მიიღო.2025 წლის 17 ოქტომბერს ღარიბაშვილის ბინის ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 6,5 მლნ აშშ დოლარი.2026 წლის იანვარში ღარიბაშვილმა პროკურატურასთან საპროცესო გარიგება გააფორმა, ის დაეთანხმა წაყენებულ ბრალდებებსა და ხუთწლიან პატიმრობას, ასევე 1 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდას.ირაკლი ღარიბაშვილს ასევე ჩამოერთვა დანაშაულებრივი საქმიანობით მიღებული შემოსავლები და მისი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა, - ყველაფერი სახელმწიფოს სასარგებლოდ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282967807_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_40a7a86a049a09a0e7bda7433b9bde5c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ირაკლი ღარიბაშვილი , ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ირაკლი ღარიბაშვილი , ახალი ამბები
რატომ გადაიყვანეს ექს-პრემიერი ციხიდან კლინიკაში?
ირაკლი ღარიბაშვილი 2026 წლის 12 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში დააკავეს - იგი განსაკუთრებით დიდი მასშტაბით უკანონო შემოსავლის გათეთრებაში დამნაშავედ ცნეს და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს „კავკასიის მედიცინის ცენტრში" გეგმური კვლევები ჩაუტარდა, იუწყება
„ტვ პირველი" ღარიბაშვილის ადვოკატებზე დაყრდნობით.
ექს-პრემიერი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში 5 აგვისტოს გადაიყვანეს, სადაც ერთი ღამე გაატარა.
„გიდასტურებთ, რომ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეს იყო გეგმური სამედიცინო შემოწმება. გაიარა სამედიცინო შემოწმება და დაბრუნდა უკან. არავითარი საპანიკო, არავითარი დაავადება რამე არ ყოფილა. ერთი დღით იყო გადაყვანილი, ანალიზების აღება და ა.შ“, - განაცხადა ადვოკატმა მიხეილ შაყულაშვილმა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ღარიბაშვილს პრობლემა თირკმელებზე ჰქონდა.
ირაკლი ღარიბაშვილი 2026 წლის 12 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში დააკავეს - იგი განსაკუთრებით დიდი მასშტაბით უკანონო შემოსავლის გათეთრებაში დამნაშავედ ცნეს და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
2025 წლის ოქტომბერში საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე ბრალი წარუდგინა - 24 ოქტომბერს სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი.
2019 წლიდან 2024 წლამდე, თავდაცვის მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზე მუშაობისას, ღარიბაშვილი ფარულად და შენიღბულად ეწეოდა სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობას და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალს იღებდა. ღარიბაშვილმა თაღლითურად გაათეთრა დაახლოებით 5 მილიონი ლარის უკანონო შემოსავალი მიიღო.
2025 წლის 17 ოქტომბერს ღარიბაშვილის ბინის ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 6,5 მლნ აშშ დოლარი.
2026 წლის იანვარში ღარიბაშვილმა პროკურატურასთან საპროცესო გარიგება გააფორმა, ის დაეთანხმა წაყენებულ ბრალდებებსა და ხუთწლიან პატიმრობას, ასევე 1 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდას.
ირაკლი ღარიბაშვილს ასევე ჩამოერთვა დანაშაულებრივი საქმიანობით მიღებული შემოსავლები და მისი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა, - ყველაფერი სახელმწიფოს სასარგებლოდ.