საქართველოს მოქალაქეებს 1,6 მლრდ ლარის ღირებულების ძვირფასეულობა აქვთ დალომბარდებული

© Sputnik / Alexander Imedashviliლომბარდი
ლომბარდი - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2026
გამოწერა
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა ფიზიკურ პირებზე სულ 2,2 მილიარდი ლარის, ხოლო იურიდიულ პირებზე – 20,5 მილიონი ლარის ღირებულების სესხები გასცეს.
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. 2026 წლის მეორე კვარტლის ბოლოს მონაცემებით, საქართველოს ლომბარდებში 1,6 მილიარდი ლარის ღირებულების ოქრო და სხვა ძვირფასი ლითონები იყო დაგირავებული, ნათქვამია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ანგარიშში, რომელიც საქართველოს ეროვნულ ბანკს წარედგინა.
ანგარიშის თანახმად, ლომბარდებში დაგირავებული ოქროს ღირებულება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33,3%-ით გაიზარდა.
ლიკვიდური ქონების (საიუველირო ნაკეთობები, ტექნიკა და ა.შ.) გირაოთი გაცემული სალომბარდე სესხები მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელის 78%-ს შეადგენს. დანარჩენი ნაწილი უძრავი ქონებითა და ავტომობილებით უზრუნველყოფილი სესხებისგან შედგება.
ანგარიშის მიხედვით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა ფიზიკურ პირებზე სულ 2,2 მილიარდი ლარის, ხოლო იურიდიულ პირებზე – 20,5 მილიონი ლარის ღირებულების სესხები გასცეს.
სალომბარდე სესხები ფულადი სახსრების მიღების მაღალი სიჩქარითა და საკრედიტო ისტორიის შემოწმების აუცილებლობის არარსებობით გამოირჩევა, თუმცა საბანკო სესხებთან შედარებით უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთებით ხასიათდება.
ყველა ახალი ამბავი
0