https://sputnik-georgia.com/20260807/kaladze-sabotajis-saqmeze-gancxadebas-aketebs-300005077.html
ეს ჰიბრიდული ომის ნაწილია: კალაძე საბოტაჟის საქმეზე
ეს ჰიბრიდული ომის ნაწილია: კალაძე საბოტაჟის საქმეზე
Sputnik საქართველო
თბილისის მერი მიიჩნევს, რომ საქართველოში ჩამოსვლა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის უსაფრთხოა. 07.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-07T18:00+0400
2026-08-07T18:00+0400
2026-08-07T18:00+0400
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
კახა კალაძე
პოლიტიკა საქართველოში
ქართულ–რუსული ურთიერთობები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0d/267397687_0:62:1282:783_1920x0_80_0_0_654c3007beef62d74e37f55ea9c0c552.jpg
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. საბოტაჟის მცდელობა ემსახურება რუსულენოვანი ხალხის დარწმუნებას, თითქოს საქართველოში ჩამოსვლა სახიფათოა, განაცხადა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ სუს-ის მიერ „საბოტაჟის" მუხლით დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით. 6 აგვისტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით „საბოტაჟის" მუხლით გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული და მართული ყალბი ე.წ. ბოტ-ანგარიშებით საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ დისკრედიტაციული შინაარსის შემცველი ინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას, რაც ემსახურება საქართველოს ეკონომიკური ინტერესების დაზიანებას. თბილისის მერის განმარტებით, საქართველოში ჩამოსვლა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის უსაფრთხოა. „საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა. ადამიანს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ უბანში თავისუფლად გადაადგილება შეუძლია. ნახეთ, ამ მხრივ ევროპულ დიდ ქალაქებში რა გამოწვევებია. ჩვენ სტუმართმოყვარეები ვართ, ყველას - შვეიცარიელს, ამერიკელს, რუსს, უკრაინელს, იტალიელს შეუძლია, ჩამოვიდეს. შეზღუდული არავინაა“, - აღნიშნა კალაძემ. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიება მიიჩნევს, რომ კამპანიის მიზანია დეზინფორმაციის გავრცელებით შეიქმნას ყალბი აღქმა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსული ტურისტებისთვის არასასურველი გარემოა შექმნილი. უწყების ცნობით, სოციალურ პლატფორმა X-ზე რეგისტრირებულ რამდენიმე ყალბ ანგარიშზე სხვადასხვა საკითხზე ხდებოდა დეზინფორმაციის განთავსება. კერძოდ, საუბარი იყო, რომ თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში მარტო ტოვებდნენ ანდა მათ მიერ შეკვეთილ საკვებს ქართულ რესტორნებში მიზანმიმართულად, განგებ აბინძურებდნენ და ა.შ. როგორც სუს-ში განმარტეს, მსგავსი შინაარსის ყალბი ინფორმაცია, დროის კონკრეტული ინტერვალით, კოორდინირებულად ვრცელდებოდა უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ერთ-ერთი ონლაინ მედიასაშუალების მიერ, რომელსაც მრავალმილიონიანი აუდიტორია ჰყავს. გამოძიება სსკ-ის 318-ე მუხლით დაიწყო, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის მიზნით სახელმწიფო საწარმოს ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლას ან მათ დაზიანება/განადგურებას გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0d/267397687_70:0:1206:852_1920x0_80_0_0_90cee8aade27ccbdd1c5a5147bc420dd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, კახა კალაძე , პოლიტიკა საქართველოში, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, კახა კალაძე , პოლიტიკა საქართველოში, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ახალი ამბები
ეს ჰიბრიდული ომის ნაწილია: კალაძე საბოტაჟის საქმეზე
თბილისის მერი მიიჩნევს, რომ საქართველოში ჩამოსვლა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის უსაფრთხოა.
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. საბოტაჟის მცდელობა ემსახურება რუსულენოვანი ხალხის დარწმუნებას, თითქოს საქართველოში ჩამოსვლა სახიფათოა, განაცხადა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ სუს-ის მიერ „საბოტაჟის" მუხლით დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით.
6 აგვისტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით „საბოტაჟის" მუხლით გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული და მართული ყალბი ე.წ. ბოტ-ანგარიშებით საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ დისკრედიტაციული შინაარსის შემცველი ინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას, რაც ემსახურება საქართველოს ეკონომიკური ინტერესების დაზიანებას.
„ეს ყველაფერი ქვეყნის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ნაწილია - განცხადებები, სოციალურ ქსელში, „ბოტების“ მიერ შექმნილი მასალა, რაც ერთ-ერთმა მრავალმილიონიანმა სააგენტომ მიზანმიმართულად გაავრცელა. ჩვენთვის ტურიზმი მნიშვნელოვანი დარგია. შესაბამისად, ამას აქვს მიზანი, რომ ქვეყნის ეკონომიკა და ქართველი ხალხი დააზიანონ“, - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის განმარტებით, საქართველოში ჩამოსვლა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის უსაფრთხოა.
„საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა. ადამიანს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ უბანში თავისუფლად გადაადგილება შეუძლია. ნახეთ, ამ მხრივ ევროპულ დიდ ქალაქებში რა გამოწვევებია. ჩვენ სტუმართმოყვარეები ვართ, ყველას - შვეიცარიელს, ამერიკელს, რუსს, უკრაინელს, იტალიელს შეუძლია, ჩამოვიდეს. შეზღუდული არავინაა“, - აღნიშნა კალაძემ.
სუს-ის ინფორმაციით, გამოძიება მიიჩნევს, რომ კამპანიის მიზანია დეზინფორმაციის გავრცელებით შეიქმნას ყალბი აღქმა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსული ტურისტებისთვის არასასურველი გარემოა შექმნილი.
უწყების ცნობით, სოციალურ პლატფორმა X-ზე რეგისტრირებულ რამდენიმე ყალბ ანგარიშზე სხვადასხვა საკითხზე ხდებოდა დეზინფორმაციის განთავსება. კერძოდ, საუბარი იყო, რომ თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში მარტო ტოვებდნენ ანდა მათ მიერ შეკვეთილ საკვებს ქართულ რესტორნებში მიზანმიმართულად, განგებ აბინძურებდნენ და ა.შ.
როგორც სუს-ში განმარტეს, მსგავსი შინაარსის ყალბი ინფორმაცია, დროის კონკრეტული ინტერვალით, კოორდინირებულად ვრცელდებოდა უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ერთ-ერთი ონლაინ მედიასაშუალების მიერ, რომელსაც მრავალმილიონიანი აუდიტორია ჰყავს.
გამოძიება სსკ-ის 318-ე მუხლით დაიწყო, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის მიზნით სახელმწიფო საწარმოს ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლას ან მათ დაზიანება/განადგურებას გულისხმობს.