ბოლნისში პესტიციდები და აგროქიმიკატები არალეგალურად იყიდებოდა

© National Food Agency of Georgiaსაწარმოს შემოწმება
საწარმოს შემოწმება - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2026
გამოწერა
ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და სავალდებულო აღიარების მიღებამდე ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა.
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ბოლნისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური სარეალიზაციო ობიექტები გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში ინდმეწარმე პესტიციდებსა და აგროქიმიკატებს რეალიზაციას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ყიდდა.
გამოვლენილი დარღვევის გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და სავალდებულო აღიარების მიღებამდე ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სპეციალიზებული სარეალიზაციო ობიექტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარების მიღება, რაც სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების ნორმების სრულ დაცვას ითვალისწინებს.
სააგენტო ბიზნესოპერატორებს მოუწოდებს, საქმიანობა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით განახორციელონ. უწყება სახელმწიფო კონტროლს აქტიურად აგრძელებს.
ყველა ახალი ამბავი
0