8 აგვისტოს საბურთალოს რაიონში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

© Sputnik / Alexander Imedashviliპეკინის ქუჩა
პეკინის ქუჩა - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2026
გამოწერა
უწყების ცნობით, GWP-ის პეკინის გამზირის №37-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების მაგისტრალურ მილსადენზე რთული ტექნიკური დაზიანების აღსადგენად გადაუდებელი სამუშაოები აქვს დაგეგმილი.
თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. 8 აგვისტოს პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კუთხიდან ფანჯიკიძის ქუჩამდე მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, წყალგამანაწილებელ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" (GWP) საბურთალოს რაიონში, პეკინის გამზირის №37-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების 1000 მმ-იან მაგისტრალურ მილსადენზე რთული ტექნიკური დაზიანების აღსადგენად გადაუდებელი სამუშაოები აქვს დაგეგმილი.

.„სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე, აუცილებელია გზის სავალი ნაწილის დაკეტვა. შესაბამისად, 8 აგვისტოს 00:30 საათიდან 22:00 საათამდე, პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კუთხიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით, ფანჯიკიძის ქუჩის კუთხემდე, ავტომობილების გადაადგილება სრულად შეიზღუდება", - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულ პერიოდში პეკინის გამზირიდან ჟვანიას მოედანზე მოხვედრას ავტომობილები შეძლებენ ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ტაშკენტის, იონა ვაკელის, ბუდაპეშტისა და ფანჯიკიძის ქუჩების გავლით.
დაგეგმილი სამუშაოებიდან გამომდინარე, შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტებიც. კერძოდ, N300, N302, N349 ავტობუსები და N531 მიკროავტობუსი პეკინის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას ყაზბეგის გამზირიდან გადაადგილდებიან იონა ვაკელის, ბუდაპეშტისა და ფანჯიკიძის ქუჩების გავლით, რის შემდეგაც დადგენილი სქემით გააგრძელებენ მოძრაობას.
N326 ავტობუსი კონსტანტინე გამსახურდიას გამზირიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით გადაადგილებისას აღარ შევა პეკინის გამზირზე და მოძრაობას გააგრძელებს სააკაძის მოედნის მიმართულებით, რის შემდეგაც შარტავას ქუჩით დაუკავშირდება კანდელაკის ქუჩას და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებს.
ყველა ახალი ამბავი
0