https://sputnik-georgia.com/20260806/saxelmwipo-eleqtrosistemam-gancxadeba-gaavrcela-299982571.html
ისევ ბლეკაუტი - „სახელმწიფო ელექტროსისტემა“ განცხადებას ავრცელებს
ისევ ბლეკაუტი - „სახელმწიფო ელექტროსისტემა“ განცხადებას ავრცელებს
Sputnik საქართველო
პირველი ბლექაუტი, წინასწარი მონაცემებით, აზერბაიჯანის ენერგოსისტემიდან საქართველოს ენერგოსისტემის გამოყოფის გამო მოხდა, ხოლო მეორე – „იმერეთის“ ელექტროგადამცემ... 06.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-06T10:27+0400
2026-08-06T10:27+0400
2026-08-06T10:27+0400
საქართველო
საქართველოს ენერგეტიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/12/285017529_0:640:1367:1409_1920x0_80_0_0_3b45c50bbd303c7d13dd3fa2f77645b7.jpg
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ელექტროენერგიის გათიშვა ენგურჰესის აგრეგატებზე მიმდინარე დაგეგმილი ტესტირების დროს მოხდა, რომლის ფარგლებშიც ენერგოსისტემას იზოლირებულ რეჟიმში უნდა ემუშავა, რაც დაკავშირებული იყო ტექნიკურ რისკებთან, მათ შორის სრული გათიშვის შესაძლებლობასთან, ნათქვამია „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.5 აგვისტოს დაახლოებით 20:19 საათზე საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა მოხდა, რაც ბოლო ორი კვირის მანძილზე რიგით მესამე შემთხვევა გახდა - ელექტრომომარაგების აღდგენა ეტაპობრივად განხორციელდა.როგორც უწყებაში განმარტეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მომხდარის დეტალური ანალიზი და შესაბამისი შეფასება, რათა დადგინდეს ავარიის ზუსტი მიზეზები.24-25 ივლისს საქართველოში მომხდარი მასშტაბური ბლეკაუტის (ელექტროენერგიის მასობრივი გამორთვის) შემდეგ „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. პირველი ბლექაუტი, წინასწარი მონაცემებით, აზერბაიჯანის ენერგოსისტემიდან საქართველოს ენერგოსისტემის გამოყოფის გამო მოხდა, ხოლო მეორე – „იმერეთის“ ელექტროგადამცემ ხაზზე მომხდარი ავარიის გამო.30 ივლისს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) ქვეყანაში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების შესწავლის პირველადი შედეგები წარადგინა. სემეკის სამუშაო ჯგუფის განცხადებით, 24 ივლისს საქართველოს ენერგოსისტემა აზერბაიჯანის ენერგოსისტემას გამოეყო და დარჩა იზოლირებულ რეჟიმში და "საქართველოს სახელმწიფო ელექსტროსისტემას" უნდა ემოქმედა საქართველოს ენერგოსისტემის საიმედოობის და მდგრადობის უზრუნველყოფისთვის".მომხდარი მასშტაბური კრიზისის გამო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24 და 25 ივლისს ენერგოსისტემის კოლაფსის ფაქტზე გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/12/285017529_0:512:1367:1537_1920x0_80_0_0_8a8940284ac9bbb75222170d723eda26.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
ისევ ბლეკაუტი - „სახელმწიფო ელექტროსისტემა“ განცხადებას ავრცელებს
პირველი ბლექაუტი, წინასწარი მონაცემებით, აზერბაიჯანის ენერგოსისტემიდან საქართველოს ენერგოსისტემის გამოყოფის გამო მოხდა, ხოლო მეორე – „იმერეთის“ ელექტროგადამცემ ხაზზე მომხდარი ავარიის გამო.
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ელექტროენერგიის გათიშვა ენგურჰესის აგრეგატებზე მიმდინარე დაგეგმილი ტესტირების დროს მოხდა, რომლის ფარგლებშიც ენერგოსისტემას იზოლირებულ რეჟიმში უნდა ემუშავა, რაც დაკავშირებული იყო ტექნიკურ რისკებთან, მათ შორის სრული გათიშვის შესაძლებლობასთან, ნათქვამია „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
5 აგვისტოს დაახლოებით 20:19 საათზე საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა მოხდა, რაც ბოლო ორი კვირის მანძილზე რიგით მესამე შემთხვევა გახდა - ელექტრომომარაგების აღდგენა ეტაპობრივად განხორციელდა.
„24-25 ივლისს ქვეყანაში მომხდარი სასისტემო ავარიების შემდეგ ენგურჰესზე მიმდინარეობდა გარკვეული სამუშაოები. კერძოდ, სადგურის შესაბამისი მოწყობილობების შესწავლის მიზნით აუცილებელი იყო ელექტროსისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობა, სიხშირის ნომინალურისგან განსხვავებულ სიხშირეებზე, რამაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა გამოიწვია", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც უწყებაში განმარტეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მომხდარის დეტალური ანალიზი და შესაბამისი შეფასება, რათა დადგინდეს ავარიის ზუსტი მიზეზები.
24-25 ივლისს საქართველოში მომხდარი მასშტაბური ბლეკაუტის (ელექტროენერგიის მასობრივი გამორთვის) შემდეგ „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.
პირველი ბლექაუტი, წინასწარი მონაცემებით, აზერბაიჯანის ენერგოსისტემიდან საქართველოს ენერგოსისტემის გამოყოფის გამო მოხდა, ხოლო მეორე – „იმერეთის“ ელექტროგადამცემ ხაზზე მომხდარი ავარიის გამო.
30 ივლისს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) ქვეყანაში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების შესწავლის პირველადი შედეგები წარადგინა. სემეკის სამუშაო ჯგუფის განცხადებით, 24 ივლისს საქართველოს ენერგოსისტემა აზერბაიჯანის ენერგოსისტემას გამოეყო და დარჩა იზოლირებულ რეჟიმში და "საქართველოს სახელმწიფო ელექსტროსისტემას" უნდა ემოქმედა საქართველოს ენერგოსისტემის საიმედოობის და მდგრადობის უზრუნველყოფისთვის".
მომხდარი მასშტაბური კრიზისის გამო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24 და 25 ივლისს ენერგოსისტემის კოლაფსის ფაქტზე გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.