https://sputnik-georgia.com/20260806/rustavelis-gamziris-reabilitaciaze-damatebiti-tenderi-gamocxadda-299994982.html
რუსთაველის გამზირზე ტროტუარების რეაბილიტაციაზე დამატებითი ტენდერები გამოცხადდა
რუსთაველის გამზირზე ტროტუარების რეაბილიტაციაზე დამატებითი ტენდერები გამოცხადდა
Sputnik საქართველო
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო, სამუშაოების დასრულება ნოემბრის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. 06.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-06T20:13+0400
2026-08-06T20:13+0400
2026-08-06T20:13+0400
საქართველო
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/1d/299854732_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_2c8f4f048ec481aeeaea5c1703b19890.jpg
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტს 7,8 მლნ ლარს ამატებს - ახალი ტენდერები ტროტუარების რეაბილიტაციისთვის გამოცხადდა. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები ვადების სიმცირის გამო 24-საათიან რეჟიმში, ერთდროულად რამდენიმე მონაკვეთზე მიმდინარეობს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ორი დამატებითი ტენდერის მიხედვით, საუბარია ჭოველიძის ქუჩიდან მეტრო რუსთაველამდე ტროტუარების რეაბილიტაციაზე. მათში მონაწილეობის მიღება კომპანიებს 17 აგვისტომდე შეუძლიათ. პარალელურად, რუსთაველის გამზირზე კომპანია Georgian Water and Power-ი (GWP) 5 კილომეტრზე მეტი სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების (კანალიზაციის) მოძველებული ქსელების განახლების სამუშაოებს ახორციელებს, რაშიც 12,5 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული 20 მლნ ლარის ღირებულების ტენდერებში კომპანია შპს "სმარტ სოლუშენსმა" გაიმარჯვა. კომპანიამ სამუშაოები ნოემბრამდე უნდა დაასრულოს. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ ტერიტორიას - 2 კილომეტრამდე გზის სავალ ნაწილს. პროექტის პირველ ეტაპზე განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, შეიცვლება წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ცენტრალური სისტემები, საჰაერო სადენები განთავსდება მიწისქვეშა საკაბელო არხებში, დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნებიც. ამასთან, მოეწყობა თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურა, განახლდება გზის სავალი ნაწილი, ტროტუარი, დაიგება ასფალტის საფარი, სრულად შეიცვლება გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება ახალი განათების ბოძები თავისი ლედ-სისტემებით. პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი გამწვანების კომპონენტსაც მოიცავს. განახლდება არსებული მწვანე სივრცეები, დაირგვება ახალი ხე-მცენარეები. ასევე მოეწყობა მიწის ზედა ქვეითთა გადასასვლელები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები, დაიხაზება ჰორიზონტალური მონიშვნები და გამზირის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. რუსთაველის გამზირი თბილისის სიმბოლო და ტურისტებისთვის ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. რუსთაველის გამზირზე მდებარეობს საქართველოს პარლამენტის შენობა, წამყვანი თეატრებისა და მუზეუმების შენობები, მათ შორის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/1d/299854732_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_5d2bc777c6e81324790ac9ece32cd22e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
რუსთაველის გამზირზე ტროტუარების რეაბილიტაციაზე დამატებითი ტენდერები გამოცხადდა
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო, სამუშაოების დასრულება ნოემბრის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტს 7,8 მლნ ლარს ამატებს - ახალი ტენდერები ტროტუარების რეაბილიტაციისთვის გამოცხადდა.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები ვადების სიმცირის გამო 24-საათიან რეჟიმში, ერთდროულად რამდენიმე მონაკვეთზე მიმდინარეობს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ორი დამატებითი ტენდერის მიხედვით, საუბარია ჭოველიძის ქუჩიდან მეტრო რუსთაველამდე ტროტუარების რეაბილიტაციაზე. მათში მონაწილეობის მიღება კომპანიებს 17 აგვისტომდე შეუძლიათ.
პარალელურად, რუსთაველის გამზირზე კომპანია Georgian Water and Power-ი (GWP) 5 კილომეტრზე მეტი სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების (კანალიზაციის) მოძველებული ქსელების განახლების სამუშაოებს ახორციელებს, რაშიც 12,5 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული 20 მლნ ლარის ღირებულების ტენდერებში კომპანია შპს "სმარტ სოლუშენსმა" გაიმარჯვა. კომპანიამ სამუშაოები ნოემბრამდე უნდა დაასრულოს.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია
სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ ტერიტორიას - 2 კილომეტრამდე გზის სავალ ნაწილს.
პროექტის პირველ ეტაპზე განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, შეიცვლება წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ცენტრალური სისტემები, საჰაერო სადენები განთავსდება მიწისქვეშა საკაბელო არხებში, დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნებიც.
ამასთან, მოეწყობა თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურა, განახლდება გზის სავალი ნაწილი, ტროტუარი, დაიგება ასფალტის საფარი, სრულად შეიცვლება გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება ახალი განათების ბოძები თავისი ლედ-სისტემებით.
პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი გამწვანების კომპონენტსაც მოიცავს. განახლდება არსებული მწვანე სივრცეები, დაირგვება ახალი ხე-მცენარეები.
ასევე მოეწყობა მიწის ზედა ქვეითთა გადასასვლელები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები, დაიხაზება ჰორიზონტალური მონიშვნები და გამზირის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
რუსთაველის გამზირი თბილისის სიმბოლო და ტურისტებისთვის ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. რუსთაველის გამზირზე მდებარეობს საქართველოს პარლამენტის შენობა, წამყვანი თეატრებისა და მუზეუმების შენობები, მათ შორის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.