გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2026
გამოწერა
ნია იმნაძე გიგა ავალიანის ყოფილი მოსწავლე და საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მსჯავრდებულის შეყვარებული იყო.
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. სამართალდამცველებმა 28 წლის მასწავლებლისა და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავეს, იუწყება პირველი არხი.
გიგა ავალიანის გარდაცვალებამ ქართული საზოგადოება შეძრა. თავის არეში მიყენებული მძიმე ტრავმის გამო ავალიანი სამი კვირის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა და 2025 წლის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა. გამოძიების ცნობით, ძალადობის მიზეზი ეჭვიანობა გახდა. მკვლელობაში მსჯავრდებულმა ალექსანდრე გაბაშვილმა ავალიანზე თავისი შეყვარებული გოგონას, ნია იმნაძის გამო იეჭვიანა, რომელიც მასთან მათემატიკაში მეცადინეობდა.
5 აგვისტოს საგამოძიებო უწყებამ ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე დააკავა.
სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებისას ნია იმნაძე შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის გოგონა კვლავ სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.
„სახელმწიფოებრივად, სამართლებრივად ეს სამართალი ნამდვილად აღდგა, თუმცაღა ჩვენ წინ ძალიან დიდი, სერიოზული და მასშტაბური ბრძოლა გველის და ამით არ შეიძლება მოვდუნდეთ, რომ სამართალი აღდგა და შევჩერდეთ“, - განაცხადა გარდაცვლილი გიგა ავალიანის დედამ ეკა კუპატაძემ.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 25-117-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ავალიანის მკვლელობის საქმის ფარგლებში უკვე დაკავებულია შვიდი პირი, მათ შორის სამი გოგონა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ჯგუფურად მომზადების ბრალდებით დაკავებულ დემეტრე ჩიქოვანს 13 წლით პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ანი ნასყიდაშვილს, რომელსაც დანაშაულის მომზადება და ჩადენის ფაქტის დაფარვა/შეუტყობინებლობა ედება ბრალად - 7 წელი. თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, მათ სასჯელის 1/4 ჩამოაკლდათ. შესაბამისად, დემეტრე ჩიქოვანი ციხეში 9 წელსა და 9 თვეს გაატარებს, ანი ნასყიდაშვილი — 5 წელსა და 3 თვეს.
ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 14-14 წლით პატიმრობა მიესაჯათ. სასჯელი მათაც 1/4-ით შეუმცირდათ, შესაბამისად, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა და 6 თვეს გაატარებენ.
1-ელ ივნისს დამნაშავედ ცნეს და 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს, რომელსაც ასევე ჩამოაკლდა 1/4 და საბოლოოდ პატიმრობა 3 წლით განესაზღვრა.
მიმდინარე წლის 1-ელ ივლისს ავალიანის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი, გიოგრგი მალანია დააკავეს. თუმცა პროკურატურამ მას ბრალი დაუმძიმა და ახლა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავება.
ყველა ახალი ამბავი
0