https://sputnik-georgia.com/20260806/mtavrobam-sagzao-usaprtoebis-strategia-daamtkica-299990221.html
მთავრობამ 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა
მთავრობამ 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა
Sputnik საქართველო
წლის პირველ ნახევარში საქართველოში ავარიების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 06.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-06T19:00+0400
2026-08-06T19:00+0400
2026-08-06T19:00+0400
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები
კანონმდებლობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1a/269807548_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_47dfe6c137723423a39ec615ce914567.jpg
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მთავრობამ 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა, რომელიც 2030 წლისთვის საგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობის 25%-ით შემცირებას ითვალისწინებს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილზეა - ყოველწლიურად 100 ათას მოსახლეზე საშუალოდ 11 ადამიანი კვდება, მაშინ, როცა ევროპული მაჩვენებელი 2-3 ადამიანს შეადგენს. იოსელიანის განცხადებით, 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა გზებზე არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ისახავს მიზნად. მისი თქმით, სტრატეგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არასრულწლოვანთა საგზაო უსაფრთხოების დაცვასა და მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას.შსს-ის ცნობით, 2026 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში 1.267 ავარია მოხდა, რომელშიც 201 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 6 ბავშვი. ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში, იმერეთში, ქვემო ქართლსა და აჭარის რეგიონებში მოხდა. ამ რეგიონებზე მოდის ავტოავარიების 70%. საქართველოში ავტოავარიების ყველაზე ხშირი მიზეზია სიჩქარის გადაჭარბება, მანევრირების წესების დარღვევა, ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა, შემხვედრ ზოლზე გასვლა, დისტანციის დაუცველობა და ქვეითების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1a/269807548_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_79b28144ecd55d52b890827d1e5f6e4e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები, კანონმდებლობა
საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები, კანონმდებლობა
მთავრობამ 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა
წლის პირველ ნახევარში საქართველოში ავარიების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მთავრობამ 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა, რომელიც 2030 წლისთვის საგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობის 25%-ით შემცირებას ითვალისწინებს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილზეა - ყოველწლიურად 100 ათას მოსახლეზე საშუალოდ 11 ადამიანი კვდება, მაშინ, როცა ევროპული მაჩვენებელი 2-3 ადამიანს შეადგენს.
იოსელიანის განცხადებით, 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა გზებზე არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ისახავს მიზნად.
„ზოგადად, მნიშვნელოვანი სტრატეგიაა იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს როგორც საგზაო უსაფრთხოება, ასევე დავნერგოთ ის ახალი სისტემები, რომლებიც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს გზებზე არსებული მდგომარეობა და, შესაბამისად, დავნერგოთ ის საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ეს ციფრი 25%-მდე შემცირდეს“, - განაცხადა იოსელიანმა.
მისი თქმით, სტრატეგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არასრულწლოვანთა საგზაო უსაფრთხოების დაცვასა და მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას.
შსს-ის ცნობით, 2026 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში 1.267 ავარია მოხდა, რომელშიც 201 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 6 ბავშვი. ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში, იმერეთში, ქვემო ქართლსა და აჭარის რეგიონებში მოხდა. ამ რეგიონებზე მოდის ავტოავარიების 70%.
საქართველოში ავტოავარიების ყველაზე ხშირი მიზეზია სიჩქარის გადაჭარბება, მანევრირების წესების დარღვევა, ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა, შემხვედრ ზოლზე გასვლა, დისტანციის დაუცველობა და ქვეითების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა.