https://sputnik-georgia.com/20260806/melias-1-wlita-da-6-tvit-axali-patimroba-sheeparda-299991313.html
სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე ნიკა მელიას 1,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე ნიკა მელიას 1,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
Sputnik საქართველო
სასჯელის შთანთქმის მექანიზმის გამოყენების შედეგად, პატიმრობის ვადა არ გაზრდილა და პოლიტიკოსი ციხეს 2026 წლის 20 დეკემბერს დატოვებს. 06.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-06T16:43+0400
2026-08-06T16:43+0400
2026-08-06T16:43+0400
საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262049192_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_11f9a4b6eee28dd026e4833c7ea7b0a7.jpg
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერ ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პოლიტიკოსს სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ბრალდება მიმდინარე წლის თებერვალში წარუდგინეს. მას პროკურატურა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლისთვის, თორნიკე ქოჩქიანისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდა.შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ელიეშვილმა მიიღო. აღნიშნულმა სასჯელმა ნიკა მელიასთვის გამოტანილი წინა განაჩენი შთანთქა და მელია საპატიმროს კვლავ 2026 წლის დეკემბერში დატოვებს. ადვოკატის მტკიცებით, ექსპერტიზამ ვერ დაადასტურა, რომ 2025 წლის 10 ნოემბრის ჩანაწერში არსებულ შეურაცხმყოფელი სიტყვები ნიკა მელიას ეკუთვნის. შსს-ს ინფორმაციით, 2025 წლის 10 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ ადმინისტრაციულ სასამართლო სხდომაზე, მელიამ სასამართლოსადმი უპატივცემულობა გამოიჩინა, რაც მოსამართლის სიტყვიერი შეურაცხყოფით გამოიხატა. მელიას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ დროისთვის პოლიტიკოსი პატიმრობაში იმყოფება. მელია მსჯავრდებულია კიდევ ერთ საქმეზე, რომელზეც ის მოსამართლისთვის წყლის შესხმის გამო ასევე დამნაშავედ ცნეს და 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ნიკა მელიას საქმე ნიკა მელია 2025 წლის 29 მაისს პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული წესით დააკავეს. 30 მაისს მისთვის პატიმრობა უნდა შეეფარდებინათ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობისთვის შეფარდებული გირაოს გადაუხდელობის გამო. პროკურატურის ინფორმაციით, მელიამ წინასასამართლო სხდომაზე სასამართლოსადმი უპატივცემულობა გამოიჩინა, რაც გამოიხატა საქმის განმხილველი მოსამართლის შეურაცხყოფით. კერძოდ, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, სხდომის დარბაზიდან გაძევების შემდგომ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 2025 წლის 27 ივნისს ნიკა მელიას 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს საპარლამენტო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო. 2025 წლის 26 ნოემბერს კი პოლიტიკოსს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის წყლის შესხმის საქმეზე 1,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262049192_94:0:1233:854_1920x0_80_0_0_be456e1c55e82941ebe415983e3660de.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე ნიკა მელიას 1,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სასჯელის შთანთქმის მექანიზმის გამოყენების შედეგად, პატიმრობის ვადა არ გაზრდილა და პოლიტიკოსი ციხეს 2026 წლის 20 დეკემბერს დატოვებს.
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერ ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პოლიტიკოსს სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ბრალდება მიმდინარე წლის თებერვალში წარუდგინეს. მას პროკურატურა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლისთვის, თორნიკე ქოჩქიანისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდა.
შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ელიეშვილმა მიიღო. აღნიშნულმა სასჯელმა ნიკა მელიასთვის გამოტანილი წინა განაჩენი შთანთქა და მელია საპატიმროს კვლავ 2026 წლის დეკემბერში დატოვებს.
„სასჯელად განუსაზღვრა წელიწადი და ექვსი თვე, თუმცა შთანთქმის პრინციპიდან გამომდინარე, ნიკას ამ სასჯელის ათვლა დაიწყება 2025 წლის 20 ივნისიდან. ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივად მას თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელი არ დაემატა და იგი, თუკი მომავალში რაიმე ახალი სიურპრიზი არ იქნება, საპატიმროს დატოვებს 2026 წლის 20 დეკემბერს”, - განაცხადა პოლიტიკოსის ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა.
ადვოკატის მტკიცებით, ექსპერტიზამ ვერ დაადასტურა, რომ 2025 წლის 10 ნოემბრის ჩანაწერში არსებულ შეურაცხმყოფელი სიტყვები ნიკა მელიას ეკუთვნის.
შსს-ს ინფორმაციით, 2025 წლის 10 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ ადმინისტრაციულ სასამართლო სხდომაზე, მელიამ სასამართლოსადმი უპატივცემულობა გამოიჩინა, რაც მოსამართლის სიტყვიერი შეურაცხყოფით გამოიხატა.
მელიას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ დროისთვის პოლიტიკოსი პატიმრობაში იმყოფება. მელია მსჯავრდებულია კიდევ ერთ საქმეზე, რომელზეც ის მოსამართლისთვის წყლის შესხმის გამო ასევე დამნაშავედ ცნეს და 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
ნიკა მელია 2025 წლის 29 მაისს პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული წესით დააკავეს. 30 მაისს მისთვის პატიმრობა უნდა შეეფარდებინათ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობისთვის შეფარდებული გირაოს გადაუხდელობის გამო.
პროკურატურის ინფორმაციით, მელიამ წინასასამართლო სხდომაზე სასამართლოსადმი უპატივცემულობა გამოიჩინა, რაც გამოიხატა საქმის განმხილველი მოსამართლის შეურაცხყოფით. კერძოდ, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, სხდომის დარბაზიდან გაძევების შემდგომ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
2025 წლის 27 ივნისს ნიკა მელიას 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს საპარლამენტო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო.
2025 წლის 26 ნოემბერს კი პოლიტიკოსს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის წყლის შესხმის საქმეზე 1,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.