მდინარე ხობისწყალში 7 წლის ბავშვი დაიხრჩო: დედას ამ დრომდე ეძებენ

© courtesy of Miho Neimanსამძებრო სამუშაოები
სამძებრო სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2026
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის ცხედარი ადგილობრივებმა იპოვეს.
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დინებამ გაიტაცა - ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს, დედის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ქარიატაში მცირეწლოვანი დინებამ გაიტაცა, დედა 7 წლის შვილის გადასარჩენად მდინარეში შევიდა, თუმცა, ქალი დინებამ გაიტაცა. ბავშვის ცხედარი ადგილობრივებმა იპოვეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
ყველა ახალი ამბავი
0