https://sputnik-georgia.com/20260806/manqanebze-teqdatvalierebis-kalb-cnobebs-gascemdnen-299988804.html
გაუმართავ მანქანებზე ტექდათვალიერების დადებით დასკვნებს გასცემდნენ: სუს-მა 3 პირი დააკავა
გაუმართავ მანქანებზე ტექდათვალიერების დადებით დასკვნებს გასცემდნენ: სუს-მა 3 პირი დააკავა
Sputnik საქართველო
დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 06.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-06T16:16+0400
2026-08-06T16:16+0400
2026-08-06T16:16+0400
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1c/282742213_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_a5b5d8ba2a03ad892d4c21cc28df1370.jpg
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ფაქტზე საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა, ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დაკავებულებს ბრალი კომერციულ მოსყიდვაში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში, ჯგუფურად კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების დახმარებაში ედებათ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მარნეულში მდებარე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის – შპს „ტექ-2017“-ის თანამშრომლის მეშვეობით სისტემატურად ახორციელებდნენ ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილების პერიოდული ინსპექტირების დადებითი შედეგის გაფორმებას, მიუხედავად იმისა, რომ სატრანსპორტო საშუალებები კანონით დადგენილ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა. გამოძიებასსკ-ის 221-ე, 362-ე, 25-221-ე და 25-362-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახით 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1c/282742213_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_32a0f95b5cf416868bb16a6a99b0b97a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
გაუმართავ მანქანებზე ტექდათვალიერების დადებით დასკვნებს გასცემდნენ: სუს-მა 3 პირი დააკავა
დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ფაქტზე საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა, ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს ბრალი კომერციულ მოსყიდვაში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში, ჯგუფურად კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების დახმარებაში ედებათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მარნეულში მდებარე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის – შპს „ტექ-2017“-ის თანამშრომლის მეშვეობით სისტემატურად ახორციელებდნენ ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილების პერიოდული ინსპექტირების დადებითი შედეგის გაფორმებას, მიუხედავად იმისა, რომ სატრანსპორტო საშუალებები კანონით დადგენილ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა.
„დაკავებულები ანგარიშებში შეგნებულად უთითებდნენ სინამდვილესთან შეუსაბამო მონაცემებს, რის შედეგადაც გაუმართავ ავტომობილებზე გაიცემოდა ტექნიკური ინსპექტირების დადებითი დასკვნები. აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების სანაცვლოდ ბრალდებულები მოქალაქეებისგან სისტემატურად იღებდნენ თანხას“, - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიებასსკ-ის 221-ე, 362-ე, 25-221-ე და 25-362-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახით 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.