https://sputnik-georgia.com/20260806/kobaxidze-saqartvelos-kari-giaa-turistebistvis-299997771.html
კობახიძე: საქართველოს კარი ღიაა ნებისმიერი ტურისტისთვის
კობახიძე: საქართველოს კარი ღიაა ნებისმიერი ტურისტისთვის
Sputnik საქართველო
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ყველა, ვინც აწარმოებს საბოტაჟს საკუთარი ქვეყანის წინააღმდეგ და ძირს უთხრის მის ეროვნულ ინტერესებს, კანონის წინაშე პასუხს აგებს. 06.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-06T21:16+0400
2026-08-06T21:16+0400
2026-08-06T21:16+0400
საქართველო
ქართულ–რუსული ურთიერთობები
რუსეთი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
ტურიზმი საქართველოში
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1d/293957260_0:0:2049:1153_1920x0_80_0_0_799b50b79c3a168ac5f64abdcb27f422.jpg
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს თითოეული ტურისტის კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო.მისი თქმით, საბოტაჟისთვის აქტიურად გამოიყენება სოციალური მედია, კოორდინაცია ხორციელდება ერთ-ერთი ქვეყნის პლატფორმის მეშვეობით, ამ კამპანიას კი მხარს უჭერს ადგილობრივი აგენტურა.როგორც პრემიერმა აღნიშნა, ყველა, ვინც აწარმოებს საბოტაჟს საკუთარი ქვეყანის წინააღმდეგ და ძირს უთხრის მის ეროვნულ ინტერესებს, კანონის წინაშე პასუხს აგებს.სუს-ის ინფორმაციით, საქმე ეხება სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული და მართული ყალბი ე.წ. ბოტ-ანგარიშებით საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ დისკრედიტაციული შინაარსის შემცველი ინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას, რაც ემსახურება საქართველოს ეკონომიკური ინტერესების დაზიანებას.გამოძიება მიიჩნევს, რომ კამპანიის მიზანია დეზინფორმაციის გავრცელებით შეიქმნას ყალბი აღქმა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსული ტურისტებისთვის არასასურველი გარემოა შექმნილი.უწყების ცნობით, სოციალურ პლატფორმა X-ზე რეგისტრირებულ რამდენიმე ყალბ ანგარიშზე სხვადასხვა საკითხზე ხდებოდა დეზინფორმაციის განთავსება. კერძოდ, საუბარი იყო, რომ თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში მარტო ტოვებდნენ ანდა მათ მიერ შეკვეთილ საკვებს ქართულ რესტორნებში მიზანმიმართულად, განგებ აბინძურებდნენ და ა.შ.როგორც სუს-ში განმარტეს, მსგავსი შინაარსის ყალბი ინფორმაცია, დროის კონკრეტული ინტერვალით, კოორდინირებულად ვრცელდებოდა უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ერთ-ერთი ონლაინ მედიასაშუალების მიერ, რომელსაც მრავალმილიონიანი აუდიტორია ჰყავს.გამოძიება სსკ-ის 318-ე მუხლით დაიწყო, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის მიზნით სახელმწიფო საწარმოს ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლას ან მათ დაზიანება/განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 4-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1d/293957260_3:0:1820:1363_1920x0_80_0_0_bcbeb3b99220bf251fb83d1470605ef8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები, რუსეთი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, ახალი ამბები
საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები, რუსეთი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, ახალი ამბები
კობახიძე: საქართველოს კარი ღიაა ნებისმიერი ტურისტისთვის
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ყველა, ვინც აწარმოებს საბოტაჟს საკუთარი ქვეყანის წინააღმდეგ და ძირს უთხრის მის ეროვნულ ინტერესებს, კანონის წინაშე პასუხს აგებს.
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს თითოეული ტურისტის კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო.
„სოციალურ ქსელებში ვრცელდება არარსებული ადამიანების ვიდეორგოლები, რომლებიც საუბრობენ იმაზე, თითქოს საქართველოში რუსი ტურისტებისთვის ნეგატიური გარემოა შექმნილი. ამ ყველაფრის ერთადერთი მიზანი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული საბოტაჟია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოში ყველა ტურისტისთვის შესაბამისი გარემო შეიქმნას. ეს არის ჩვენი კულტურა, ჩვენი ტრადიცია და ის, რაც სჭირდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საბოტაჟისთვის აქტიურად გამოიყენება სოციალური მედია, კოორდინაცია ხორციელდება ერთ-ერთი ქვეყნის პლატფორმის მეშვეობით, ამ კამპანიას კი მხარს უჭერს ადგილობრივი აგენტურა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ყველა, ვინც აწარმოებს საბოტაჟს საკუთარი ქვეყანის წინააღმდეგ და ძირს უთხრის მის ეროვნულ ინტერესებს, კანონის წინაშე პასუხს აგებს.
„დღეს არის სახელმწიფო ძლიერი როგორც არასდროს. შესაბამისად ჩვენ დავუპირისპირდებით საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ დაპირისპირების ყველა მცდელობას“, - განაცხადა კობახიძემ.
სუს-ის ინფორმაციით, საქმე ეხება სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული და მართული ყალბი ე.წ. ბოტ-ანგარიშებით საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ დისკრედიტაციული შინაარსის შემცველი ინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას, რაც ემსახურება საქართველოს ეკონომიკური ინტერესების დაზიანებას.
გამოძიება მიიჩნევს, რომ კამპანიის მიზანია დეზინფორმაციის გავრცელებით შეიქმნას ყალბი აღქმა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსული ტურისტებისთვის არასასურველი გარემოა შექმნილი.
უწყების ცნობით, სოციალურ პლატფორმა X-ზე რეგისტრირებულ რამდენიმე ყალბ ანგარიშზე სხვადასხვა საკითხზე ხდებოდა დეზინფორმაციის განთავსება. კერძოდ, საუბარი იყო, რომ თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში მარტო ტოვებდნენ ანდა მათ მიერ შეკვეთილ საკვებს ქართულ რესტორნებში მიზანმიმართულად, განგებ აბინძურებდნენ და ა.შ.
როგორც სუს-ში განმარტეს, მსგავსი შინაარსის ყალბი ინფორმაცია, დროის კონკრეტული ინტერვალით, კოორდინირებულად ვრცელდებოდა უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ერთ-ერთი ონლაინ მედიასაშუალების მიერ, რომელსაც მრავალმილიონიანი აუდიტორია ჰყავს.
გამოძიება სსკ-ის 318-ე მუხლით დაიწყო, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის მიზნით სახელმწიფო საწარმოს ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლას ან მათ დაზიანება/განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 4-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.